საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია  (Georgian Academy of Agricultural sciences)

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, რომელიც დაარსდა 1957 წელს, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება, სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფოს დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო – კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია იხილავს და აფასებს აგრარული პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები - დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს.

აკადემია იმ პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული, რომლებიც ქვეყნის მრავალდარგოვანი სპეციალიზაციის მქონე აგროსასურსათო კომპლექსის წინაშე დგას. აქედან გამომდინარე აკადემიის საქმიანობაც სპეციფიური და მრავალპროფილიანია. მისი დანიშნულებაა სოფლის მეურნეობის დარგების შეთანწყობილად, კომპლექსურად განვითარების სამეცნიერო უზრუნველყოფა, ამ მიზნით მეცნიერული ძალების ინტეგრაცია, მეცნიერული პოტენციალის სრულყოფილად გამოყენება.

დასახული ამოცანებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, აკადემიის ხელმძღვანელობით, აგრარიკოს – მეცნიერთა მიერ მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა და საკითხი იქნა დამუშავებული და გადაწყვეტილი, რომლებიც დღეს წარმატებით გამოიყენება სოფლის მეურნეობაში;

საქართველოში შექმნილია სასოფლო – სამეურნეო კულტურებისა და პირუტყვის 100-ზე მეტი ახალი ჯიში, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ათეულობით ახალი, კონკურენტუნარიანი პროდუქცია, დამუშავებულია ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოვლა-მოყვანის რესურსდამზოგი ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები; საქართველოში ჩაის მოვლა – მოყვანის, კრეფის და გადამუშავების კომპლექსური მექანიზაციისა და ინდუსტრიული ტექნოლოგიების მიმართულებით შექმნილია 50-მდე ახალი მანქანა და ტექნიკური საშუალება. ყოველივე ზემოაღნიშნულზე მიღებულია 300-ზე მეტი საავტორო მოწმობა და პატენტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ხორბლის არსებული 25 სახეობიდან საქართველო 14 -ის  სამშობლოა, ასევეა მევენახეობაში, მეხილეობაში (ვაზის, ხილის ჯიშები) და სხვ., რასაც მსოფლიოში შეიძლება ანალოგიც არ გააჩნდეს.

აკადემია აკადემიის ნამდვილი წევრების და წევრ-კორესპონდენტების, აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორების და აგრარული მიმართულებით დასაქმებული სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ყოველწლიურად ადგენს აგრარულ სექტორში გამოსაყენებელ მეთოდური და პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციებს.

აკადემია წევრია და თანამშრომლობს 20-მდე საერთაშორისო ორგანიზაციასთან. იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, თათბირებში, ტრენინგებში და სხვა. მნიშვნელოვნად გაფართოვდა თანამშრომლობა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან. აკადემიის წევრები მონაწილეობდნენ და მოხსენებით გამოვიდნენ ა.შ.შ.-ში, იტალიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, თურქეთში, საფრანგეთში, იორდანიაში და სხვა ქვეყნებში მოწყობილ საერთაშორისო სიმპოზიუმებზე, კონფერენციებზე და გამოფენებზე. აღნიშნულ ღონისძიებებზე გამომსვლელთა მოხსენებები გამოქვეყნებულია საერთაშორისო გამოცემებში „FAO”, “ICARDA”, “CIMMYT”, “ICRISAT”, “ACIRO”, “CGIAR”, “CACAARI”, "BIOVERSITY INTERNATIONA” და სხვ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებისა და წევრ – კორესპონდენტების მიერ, მარტო გასულ და მიმდინარე წელს, სულ გამოქვეყნებული იქნა 385-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მათ მონაწილეობა მიიღეს 35-მდე სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სემინარი, თათბირი); აკადემიაში დიდი ინტენსივობით ტარდება მრგვალი მაგიდა და სემინარები აგრარული მიმართულების სხვადასხვა დარგებში.

აკადემიის რამდენიმე წევრი არჩეულია საერთაშორისო აკადემიების ნამდვილ წევრად, ბევრი მათგანი გაერთიანებულია სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო და დარგობრივ ორგანიზაციებში.

სხვადასხვა დროს აკადემიის სამ ნამდვილ წევრს მინიჭებული აქვთ წლის „საუკეთესო მეცნიერის” წოდება, ორს – „წლის საუკეთესო ინჟინრის”, ხოლო ხუთს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. 2014-2015 წლებში აკადემიის 9 წევრს მიენიჭა აგრარულ მიმართულებაში წლის „საუკეთესო მეცნიერის” საპატიო წოდება, ხოლო 6 წევრს კი პრემია სოფლის მეურნეობის დარგში წლის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის.

აღნიშნულის გარდა, უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ჩატარებულ იქნა მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები, სემინარები, მრგვალი მაგიდა და სხვა), რომელთა შედეგებმა სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მყარი საფუძველი შეუქმნა მას, რათა აგრარული მეცნიერების თანამედროვე მიღწევები წარმატებით იქნეს რეალიზებული პრაქტიკაში.

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

მარტი 2024
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com