საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე - 85

 

    Makharoblidze2021 წლის 22 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიის ნამდვილ წევრს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რევაზ მახარობლიძეს დაბადებიდან 85 და სამეცნიერო _ პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავი შეუსრულდა.

     დიდია ბატონი რეზოს დამსახურება საქართველოში აგროინჟინერიის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების განვითარების საქმეში. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 415 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 23 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო, 4 რეკომენდაცია, ბრძანდება 71 გამოგონების და 4 რეკომენდაციის ავტორი. დიდ ყურადღებას უთმობთ ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეს, მისი ხელმძღვანელობით 44-მა ახალგაზრდამ დაიცვა სამეცნიერო ხარისხი, მათ შორის 9 სადოქტორო. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო კონგრესებსა და სამეცნიერო კონფერენციებში, სადაც მისი მოხსენებები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.

აკადემიკოს რევაზ მახარობლიძის სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა სათანადოდ არის დაფასებული - დაჯილდოვებულია სამკერდე ნიშნით “საბჭოთა კავშირის გამომგონებელი”, “ღირსების” ორდენით. ვერცხლის მედალით 2006 წლის საუკეთესო მეცნიერის წოდებისათვის. არის საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი,

       ბატონი რეზო დღესაც წარმატებით მოღვაწეობს აგროინჟინერიის, კერძოდ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნოლოგიური პროცესებისა და ტექნიკური საშუალებების კვლევის და მათი წარმოებაში დანერგვისა და ახალგაზრდა საინჟინრო კადრების მომზადების მიმართულებით.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და მთლიანი შემადგენლობა გულითადად ულოცავს ღვაწლმოსილ მეცნიერს ღირსშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com