საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

განცხადება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება „ვეტერინარიის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით ატარებს ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „საქართველოს ვეტერინარიის პერსპექტივები კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში“.

კონფერენციის ჩატარების თარიღი - 08 მაისი, 2020 წელი.

 

კონფერენციის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების თეზისები სსმმ აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში არაუგვიანეს 2020 წლის 07 მაისისა განყოფილების სწავლულ მდივანთან (დოქტ. მარინე ბარვენაშვილი, ელექტრონული მისამართი: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.).

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში რედაქტირების შემდეგ სტატიის ელექტრონული ვერსია დაიშვება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ელექტრონულ სამეცნიერო შრომებში დასაბეჭდად.

კონფერენციის შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია დაეგზავნება სტატიის ავტორს/ავტორებს კონფერენციის ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კონფერნციაში მონაწილე სტატიის ავტორი/ავტორები აგრეთვე მიიღებენ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის ელექტრონულ სერთიფიკატებს.

(სტატიის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).

 

StopCov 19

განცხადება

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ StopCov 19- ფონდში 7200 (შვიდიათას ორასი) ლარი გადარიცხა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უსურვებს თავის თანამშრომელებს, მთელ საქართველოს და მსოფლიოს ჯანმრთელობას და ამ ვერაგი   პანდემიის დამარცხებას.  

                                      


განცხადება სემინარის ჩატარების შესახებ

2020 წლის 04 მაისს ჩატარდება სემინარი თემაზე:

„სატყეო კვლევის პოტენციალი საქართველოში და პერსპექტივები“

Online workshop: „Forest research potential in Georgia and perspectives“

04 May, 2020

სემინარის ორგანიზატორები:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

(სემინარის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე)

 

(სემინარი ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში)

სსმმ აკადემიის სამეცნიერო საბჭოს 2020 წლის 27 აპრილის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიის სამეცნიერო საბჭოს 2020 წლის 27 აპრილის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                                            დასაწყისი 13 საათზე

 

(სხდომა ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში)

 

1.მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.

     მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი.

 

2. მიმდინარე საკითხები.

ქვეკატეგორიები