საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

კონკურსი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება

       

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თავისი წესდების X თავის შესაბამისად, აცხადებს კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად შემდეგ სამეცნიერო განყოფილებებში:

 

სამეცნიერო განყოფილება

ვაკანსია

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება

1

ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება

1

           

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია, არის საქართველოს მოქალაქე და მოღვაწეობს საქართველოში. სტიპენდიატობის კანდიდატთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს.

     აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატთა წამოყენე­ბის უფლება აქვთ აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, საქართველოში ავტორიზებულ და აკრედიტირებულ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ საბჭოებს და სამეცნიერო საზოგადოებებს, რაზედაც ისინი წერილობით, სათანადო მოტივირებით, წამოაყენებენ და აცნობებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატურების შესახებ არა უგვიანეს ერთი თვისა არჩევნების თაობაზე განცხადების გამოქვეყნებიდან.

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატთა შესახებ აუცილებელია შემდეგი საბუთების წარმოდგენა (ორ ეგზემპლარად): აკადემიის სტიპენდიატად წარდგინება სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების ბეჭდით, სადაც წარმდგენი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4x6, უმაღლესი განათლების, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, დამადასტურებელი საბუთების ასლები, მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ვარსკვლავით აღნიშვნით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება, კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან მისი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ.

       აღნიშნული განცხადება ქვეყნდება პრესაში, ასევე იგივე განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსებული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებგვერდზე www. gaas.dsl.ge, რისთვისაც წარდგენილ დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს მისი ელექტრონული ვერსიაც. საბუთები რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობისათვის იგზავნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში.

  

     განცხადებები მიიღება 2024 წლის 7 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. 51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (აკადემიური დეპარტამენტი. ოთახი 32. ტელ. 593 58 01 37; 579 26 69 88) საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10 -დან 17 საათამდე.

თემატური სხდომა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 5 ივნისს 12 საათზე გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ტარდება თემატური სხდომა:

 

საქართველოში ბოლო პერიოდში გავრცელებული მცენარეთა  საშიში ინვაზიური მავნებელ-დაავადებები

 

მომხსენებელი: ბიოლოგიის დოქტორი არჩილ სუპატაშვილი

 

    

ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და  სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე)

  

 

მისამართი: თბილისი,   ივ. ჯავახიშვილის ქუჩა №51, II სართული,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

 

E-mail:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმის 2024 წლის 31 მაისის სხდომის დღის წესრიგი

თბილისი დასაწყისი 13 საათზე

1. ინფორმაცია ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მიერ 2023 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგებისა და 2024 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი, აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი

2. ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის 2023 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისა და 2024 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე

3. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშებისა და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შეფასების დებულების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიხედვით გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემიის მისანიჭებელი კონკურსის გამოცხადების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

5. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 

აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების

2024 წლის 31 მაისის სხდომის

დღის წესრიგი თბილისი დასაწყისი 11 საათზე

1. აკადემიის სტიპენდიანტის გიორგი ქუთელიას მიერ 2019-2024 წლებში ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის სტიპენდიატი, ტექნიკის დოქტორი გიორგი ქუთელია თანამომხსენებელი: აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე.

2. აკადემიის სტიპენდიანტის მამუკა ბენაშვილის მიერ 2021-2024 წლებში ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის სტიპენდიატი, ტექნიკის დოქტორი მამუკა ბენაშვილი.

თანამომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილებაში გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემიის მისანიჭებელი კონკურსის გამოცხადების შესახებ.

მომხსენებელი: აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე.

4. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების

2024 წლის 27 მაისის სხდომის

თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 12 საათზე

1. ფერმერებისთვის ხეხილის ინტროდუცირებული ჯიშების ბიოლოგიურ-სამეურნეო თვისებების კვლევის, შეფასებისა და რეკომენდაციების შესახებ. მომხსენებელი: აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი

2. ინფორმაცია ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მიერ 2023 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგებისა და 2024 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ. მომხსენებელი: ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი, აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი

3.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემიის მისანიჭებელი კონკურსის გამოცხადების შესახებ. მომხსენებელი: აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი

4. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს 2024 წლის 24 მაისის სხდომის

თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 14 საათზე

1. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და რობოტების შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის დოქტორი ხვიჩა გოჭოშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მემცენარეობის განვითარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

2. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის

მეცნიერებათა განყოფილების 2024 წლის 23 მაისის სხდომის

თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 12 საათზე

1. აკადემიკოს თემურ რევიშვილის ანგარიში 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

2. აკადემიკოს გურამ პაპუნიძის ანგარიში 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

3. ზოგიერთი მცენარეული ნედლეულის ბუნებრივი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევა დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ქრომატოგრაფიულ ცენტრში.

მომხსენებელი: ალეკო კალანდია - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ქიმიური ანალიზისა და სურსათის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემიის მისანიჭებელი კონკურსის გამოცხადების შესახებ.

მომხსენებელი: სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი.

5. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების

2024 წლის 23 მაისის სხდომის

თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 12 საათზე

1. თამაშთა თეორიის, გადაწყვეტილებების მიღებისა და ეკონომიკური ქცევის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებაში გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემიის მისანიჭებელი კონკურსის გამოცხადების შესახებ.

მომხსენებელი: ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ასათიანი.

3. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის

2024 წლის 22 მაისის სხდომის

თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 14 საათზე

1. ჩაის მოვლა-მოყვანის და გადამუშავების ინოვაციური ენერგორესურსდამზოგი ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები.

მომხსენებელი: ბახვა დოლიძე - ტექნიკის დოქტორი, ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;

თანამომხსენებელი: თემურ რევიშვილი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი.

2. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების

2024 წლის 21 მაისის სხდომის

თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 12 საათზე

1. აკადემიის სტიპენდიანტის გიორგი ქავთარაძის მიერ 2019-2024 წლებში ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის სტიპენდიატი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე.

თანამომხსენებელი: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

2. აკადემიის სტიპენდიანტის ზვიად ტიგინაშვილის მიერ 2021-2024 წლებში ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის სტიპენდიატი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვლი

თანამომხსენებელი: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილებაში გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემიის მისანიჭებელი კონკურსის გამოცხადების შესახებ.

მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

4. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების

2024 წლის 20 მაისის სხდომის

თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 13 საათზე

1. კავკასიური როჭოს ( Caucasian Black Crouse- tetao mlokosiewiczi) საქართველოს ფაუნის ენდემური სახეობის შესახებ (ბიოლოგიური თავისებურებები, გავრცელების არეალი, მოშენების ფორმები, ინკუბაცია, მოზარდის გამოზრდა).

მომხსენებელი: აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

2. მეფუტკრეობის მიმართულების კოორდინატორთა ჯგუფის 2023 წლის ანგარიში.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილი.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილებაში გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემიის მისანიჭებელი კონკურსის გამოცხადების შესახებ.

მომხსენებელი: მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი

4. მიმდინარე საკითხები

ღონისძიებები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 22 მაისს 12 საათზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტარდება თემატური სხდომა:

1. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმოხილვა საქართველოში

მომხსენებელი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროსი, სსმმა-ის გარემოს დაცვითი დარგობრივი კოორდინატორთა ჯგუფის წევრი, ბიოლოგიის დოქტორი ხათუნა წიკლაური.

2. მონოგრაფიის - „საქართველოს წიწვოვან ტყეებში გავრცელებული მავნე ქერქიჭამიას“ შესახებ.

მომხსენებლები: ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე; ბიოლოგიის დოქტორი არჩილ სუპატაშვილი.

 

ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 20 მაისს 13 საათზე ფუტკრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტარდება თემატური სხდომა:

საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების წარმოება

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილი

 

ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 16 მაისს 12 საათზე ტარდება მრგვალი მაგიდა

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებების კოორდინატორებთან.

მისამართი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა №51, II სართული,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

E-mail:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

web-site-www.gaas.dsl.ge

აპრილის სხდომები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

2024 წლის 26 აპრილის პრეზიდიუმის სხდომის

დ ღ ი ს       წ ე ს რ ი გ ი

თბილისი                                                                                               დასაწყისი 13 საათზე

  1. აკადემიის სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა       და 2024 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.        მოხსენება იხ. ბმულზე.

რეგლამენტი: 20 წუთი.

მომხსენებელი: აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი.

  1. აკადემიის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

რეგლამენტი: 10 წუთი.

მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე; აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და საქმიანობის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი.

  1. აკადემიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

რეგლამენტი: 10 წუთი.

  1. ფიტოტესტერის შესახებ.

რეგლამენტი: 20 წუთი.

მომხსენებელი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი თამაზ ბიჭიაშვილი.

  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2019 წლის 27 დეკემბრის N01-210 კორესპონდენციის შესაბამისად ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრზე გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, პროგრამის ,,აგროსერვისის განვითარება რეგიონებში“ 2024 წლის პირველი კვარტლის ანგარიში.

რეგლამენტი: 20 წუთი.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

  1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწსესბულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშებისა და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების საექსპერტო შეფასების შესახებ.

რეგლამენტი: 20 წუთი.

მომხსენებელი: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 

  1.  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ქ. რომში (იტალია) ორგანიზებული „საქართველოში სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების (ASTI) საპილოტე პროექტის“ განხორციელების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ.

    რეგლამენტი: 15 წუთი.

         მომხსენებელი: აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და   საქმიანობის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი.

     

  2. მიმდინარე საკითხები. 

 

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების    26 აპრილის სხდომის

 

 თბილისი                           დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი                                 დასაწყისი 11 საათზე

      

 ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ 2023 წელს შესრულებული სამეცნიერო სამუშაოების შესახებ.

მომხსენებელი:  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ებანოიძე.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და საურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების

25 აპრილის სხდომის

  

თბილისი                               დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი                                 დასაწყისი 12 საათზე

 

 1. აკადემიის სტიპენდიანტის დარეჯან დუღაშვილის მიერ 2019-2024 წლებში ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

თანამომხსენებელი: აკადემიკოსი თემურ რევიშვილი

2. აკადემიის სტიპენდიანტის ეკატერინა კაციტაძის მიერ 2019-2024 წლებში ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

თანამომხსენებელი: აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული

ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს  24 აპრილის სხდომის

 

თბილისი                           დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი                                 დასაწყისი 14 საათზე

 

დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა - "ბუნებრივი კატასტროფები და სასურსათო უსაფრთხოება"

მომხასენებლები: ტექნიკის დოქტორი შორენა კუპრეიშვილი, ტექნიკის დოქტორი თეა კუჭუხიძე, ტექნიკის დოქტორი ნატალია ხარაბაძე.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების

22 აპრილის სხდომის

თბილისი                                               დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი                                 დასაწყისი 12 საათზე

 

აკადემიკოს ვაჟა კვალიაშვილის ანგარიში 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების 19 აპრილის სხდომის

 

 თბილისი                           დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი                                 დასაწყისი 12 საათზე

 აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის ანგარიში 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს 19 აპრილის სხდომის

 

თბილისი                           დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი                                 დასაწყისი 13 საათზე

საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებლები: კეპაშვილი გიორგი - სოფლის მეურნეობის დოქტორი, მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე; რევაზ თავართქილაძე - სოფლის მეურნეობის დოქტორი, მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის განყოფილების 18 აპრილის სხდომის

 

თბილისი                           დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი                                 დასაწყისი 12 საათზე

 

1.   კლიმატის ცვლილების გავლენის მოდელირება ტყის ეკოსისტემების ზრდა - განვითარებაზე.  

მომხსენებლები: ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი, სსმმ აკადემიის სტიპენდიატი, გიორგი ქავთარაძე, სატყეო საქმის დოქტორი კობა ჩიბურდანიძე.

2. მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის 17 აპრილის სხდომის

 

თბილისი                           დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი                                 დასაწყისი 14 საათზე

  

საქართველოს სასარგებლო მცენარეთა ბიომრავალფეროვნების, ეთნობოტანიკური უნარ-ჩვევების და მდგრადი გამოყენების შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს ბიოტექნოლოგიის ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი თამარ კაჭარავა.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების 11 აპრილის სხდომის

 

თბილისი                           დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი                                 დასაწყისი 12 საათზე

1. ვეტერინარიის მიმართულების კოორდინატორთა ჯგუფის 2023 წლის ანგარიში.

მომხსენებელი: აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი.

2. ინფორმაცია საქართლოში მეფრინველეობის არსებული მდგომარეობის შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი თენგიზ ფირცხალაიშვილი.

3. მიმდინარე საკითხები.

ქვეკატეგორიები