საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 28 დეკემბრის თვის სხდომის დღის წესრიგი; თბილისი, 12 საათი

  1. საბაკალავრო-საგანმანათებლო პროგრამასატყეო საქმე”- განხილვის და რეკომენდაციების შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი Gგიორგი გაგოშიძე

  1. ინფორმაცია რეგიონალური საკონსულტაციო თათბირისელექტრონული სოფლის მეურნეობის საკითხებზე ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.” (ბიშკეკი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, 7-9 დეკემბერი 2016 წელი) – შედეგების შესახებ. 

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი Aანატოლი გიორგაძე

  1. მიმდინარე საკითხები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების 2016 წლის 26 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი თბილისი დასაწყისი 12 საათზე

 1. საქართველოს აგრარული სექტორის სტატისტიკა.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე

2.  გარემოზე ზემოქმედების ჰიდროეკოლოგიური ფაქტორები და დაცვის საინჟინრო ღონისძიებები.

მომხსენებელი: ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით გუბელაძე

 3.     მიმდინარე

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების 2016 წლის 14 დეკემბრის თვის სხდომის დღის წესრიგი თბილისი 12 საათი

1.  “სატყეო სამისსაბაკალავრო-საგანმანათებლო პროგრამის განხილვა და რეკომენდირება აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად.

მომხსენებელი:   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი Gგიორგი გაგოშიძე

2.         მიმდინარე საკითხები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილების 2016 წლის 14 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი დასაწყისი 12 საათზე

1.     პრიონული დაავადებები.

 მომხსენებელი: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ნათიძე, ვეტერინარიის დოქტორი, პროფესორი ნინო მილაშვილი

 2.    ინვაზიური დაავადებების ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობის შესახებ.

 მომხსენებელი: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შადიმან ფოცხვერია

 3.   მიმდინარე საკითხები

 

განცხადება: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს / წევრ-კორესპონდენტს

    გთხოვთ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პეზიდენტის მოადგილესთან, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორთან, დოქტორ ანატოლი გიორგაძესთან 2016 წლის 25 დეკემბრამდე წარმოადგინოთ 2016 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური მუშაობისა და საზოგადოებრივი საქმიანობის ანგარიში კომპიუტერზე ნაბეჭდი და მისი ელექტრონული ვერსია (აუცილებლად). ასევე აკადემიის 2017 წლის პერსპექტიულ სამუშაო გეგმაში შესატანად განსახილველი საკითხები, ჩასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალი. 

     ანგარიშისათვის: 

1.         თემის დასახელება (გეგმიური, დავალებით), რომლის კვლევას ხელმძღვანელობდით ან იღებდით მონაწილეობას მის შესრულებაში (მიუთითეთ ხელმძღვანელობა, მონაწილეობა).

2.         საგანი, რომელსაც ასწავლით უმაღლეს სასწავლებელში (უმაღლესი სასწავლებელის დასახელება).

3.         გამოქვეყნებული თეზისები, სტატიები ( მიუთითეთ თეზისების, სტატიის სახელწოდება, ჟურნალის, კრებულის დასახელება, წელი, ნომერი). წარმოადგინეთ სტატიის მოკლე ანოტაცია (4-5 პწკარი).

4.         გამოქვეყნებული მონოგრაფია, სახელმძღვანელო (მიუთითეთ მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს დასახელება, გამომცემლობა, წელი). წარმოადგინეთ მოკლე ანოტაცია (5-6 პწკარი).

5.         თქვენი ხელმძღვანელობით დაცული სადოქტორო დისერტაციების, დიპლომების (მიუთითეთ შესაბამისი ნაშრომების დასახელება, უმაღლესი სასწავლებელი სადაც შედგა სადოქტორო დისერტაციის, დიპლომის დაცვები).

6.         საზღვარგარეთ და საქართველოში გამართულ სიმპოზიუმებში, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, სემინარებსა და ტრეინინგებში მონაწილეობა. მიუთითეთ ქვეყანა, დრო და .. ძირითადი თემა, თქვენი მოხსენების დასახელება.

7.         საზღვარგარეთის და ადგილობრივ სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა. მიუთითეთ საგრანტო ფონდი, გრანტის დასახელება.

8.         სსმმ აკადემიის აკადემიურ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა (საკითხის მომზადება, წინადადების წარდგენა, რეკომენდაციები). მიუთითეთ საკითხი, განხილვის დრო, წინადადების/რეკომენდაციის  დასახელება.

9.         სამეცნიერო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციის, სამეცნიერო საბჭოს, ჟურნალის, კრებულის, გამომცემლობის, სარედაქციო საბჭოსა და რედკოლეგიის წევრობა. მიუთითეთ სამეცნიერო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციის, ჟურნალის, კრებულის, გამომცემლობის დასახელება.

10.       გამოგონება, პატენტი;

11.       სახელმწიფო ჯილდო, დამსახურების წოდებები და ..

12.       სხვა მნიშვნელოვანი სახის სამუშაოები.

13.       როგორ წარმოგიდგენიათ სოფლის მეურნრობის იმ დარგების განვითარება მომავალი  წლების განმავლობაში, რომელშიც თქვენ მუშაობთ? თქვენი ხედვა საერთოდ ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და აღმავლობის მიმართულებით, თქვენი კონკრეტული წინადადებები და ..

14.       გთხოვთ მოგვაწოდოთ საკითხები, რომელთა განხილვა გსურთ დარგობრივი განყოფილებებისა და აკადემიური საბჭოს სხდომებზე, ასევე იმ ღონისძიებების (მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია, სიმპოზიუმი და სხვა) თემატიკა, რომელთა გამართვაც გსურთ აკადემიაში.

 შენიშვნა:    1. ანგარიში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე                 

                                                   E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

                     2. ანგარიშის მოცულობა უნდა იყოს არა ნაკლებ ორი  გვერდისა და არაუმეტეს ოთხი გვერდისა.

 გთხოვთ მკაცრად დაიცვათ მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ანგარიში არ დაიბეჭდება აკადემიის წლიურ ანგარიშში.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია; ნიადაგის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების 2016 წლის 5 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი (თბილისი, დასაწყისი 12 საათზე)

1.         პლანეტის ჩუმი კრიზისი – სასურსათო კრიზისის საფრთხე

მომხსენებელი:  აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი

2.         ნიადაგი და ცხოველთა ჯანმრთელობა

მომხსენებელი:  აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი

3.         თვლიანი ტრაქტორის დინამიკის აქტუალური საკითხები ნიადაგის რეოლოგიური თვისებების გათვალისწინებით.

მომხსენებელი:  აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე

4.         ციტრუსოვანთა პლანტაციების ბიოპროდუქტიულობის აღდგენის ზოგიერთი საკითხი.

მომხსენებელი:  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,   პროფესორი

ზურაბ ბუკია

5.         საქართველოს ტყის ყომრალი ნიადაგები

მომხსენებელი:  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესრი გიორგი გაგოშიძე

6.   მიმდინარე საკითხები

განცხადება: - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს კონკურსს აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის 2016 წლის პრემიის მინიჭების შესახებ.

    წლის საუკეთესო ნაშრომისათვის პრემია მიენიჭებათ აგრარული მეცნიერებების შემდეგ დარგებში: 0101-აგრონომია; 01012-ვეტერინარია; 0103-მეცხოველეობა; 01014 სასურსათო ტექნოლოგია; 0105-სატყეო საქმე; 0201305-აგრობიზნესის მენეჯმენტი; 0415-აგროინჟინერია;

      პრემიის მისანიჭებლად ნაშრომების წარმოდგენის უფლება აქვთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, სამინისტროებს, უწყებებს, სამეცნიერო-საპროექტო-კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საწარმოებს;

პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს უკანასკნელ 3 (სამ) წელს გამოქვეყნებული ნაშრომები, ამასთან გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებში მითითებული სამუშაოები წარმოდგენამდე ერთი წლით ადრე აპრობირებული უნდა იყოს წარმოებაში;

            პრემიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ნაშრომების ავტორთა  ჯგუფი არ უნდა აღემატებოდეს სამ კაცს. პრემიაზე წარმოდგენილ ავტორთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ სამუშაო შეასრულეს ქართველ კოლეგებთან ერთად;

      კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად:

1. წარმომდგენი  ორგანიზაციის ბლანკზე დაბეჭდილი წერილი - წარდგინება. წერილში აღინიშნება ნაშრომის დასახელება, ავტორთა გვარი და სახელი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

2. თუ ავტორი პენსიონერია, ან იგი პრემიაზე წარდგენილია გარდაცვალების შემდეგ, წერილში უნდა აღინიშნოს მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

3. წერილიწარდგინება უნდა მოიცავდეს: ნაშრომის მოკლე შინაარსს, ნაშრომის წარდგენის დასაბუთებას, ნაშრომის ზოგად შეფასებას; პრაქტიკული ხასიათის ნაშრომისათვის  წერილიწარდგინება ასევე უნდა შეიცავდეს გამოყენების ადგილს, მასშტაბებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს; წერილწარდგინებას ხელს აწერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუ ხელმძღვანელი თვითონაა ავტორთა ჯგუფში, წერილს შეიძლება ხელი მოაწეროს მისმა მოადგილემ; თუ ნაშრომს წარადგენს რამდენიმე ორგანიზაცია, წერილს ხელს აწერს ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი; თუ ნაშრომს წარადგენს საინიციატივო ჯგუფი, წერილი იბეჭდება ჩვეულებრივ ფურცელზე და მას ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი;

4. ამონაწერი წარმომდგენი ორგანიზაციის შესაბამისი ორგანოს (კოლეგია, პრეზიდიუმი, საბჭო) სხდომის ოქმიდან, პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომის დასახელების, ავტორთა გვარების და სახელების მითითებით;

     ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით;

5. ნაშრომის ანოტაცია არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთ) გვერდს. პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის ანოტაციაში საჭიროა აღინიშნოს სად, როდის, რა მასშტაბით არის რეალიზებული სამუშაოს შედეგები და როგორია მიღებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;

         ანოტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ყველა ავტორის მიერ;

6. ნაშრომის რედაქტორის/რედაქტორების წერილობითი დასკვნა (თუ რედაქტორის/რედაქტორების დასკვნა დაბეჭდილია ნაშრომის შესავალ ნაწილში, მაშინ არ არის აუცილებელი მისი წარმოდგენა წერილობითი სახით) დამოწმებული იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, საიდანაც არის ნაშრომი წარმოდგენილი;

7. ნაშრომის რეცენზენტის/რეცენზენტების დასკვნა, დამოწმებული იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, საიდანაც არის ნაშრომი წარმოდგენილი;

8. ცნობა ავტორთა მონაცემების შესახებ (V) , ავტობიოგრაფია, ცნობა სამუშაო ადგილიდან და დაკავებული თანამდებობა, ბინის მისამართი, ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ.

9. დოკუმენტები  შედგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად, თითოეული ეგზემპლარი წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე საქაღალდით, რომელზეც აღნიშნული იქნება ავტორთა გვარები და ინიციალები, ნაშრომის დასახელება და წარმომდგენი ორგანიზაციის დასახელება;

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად შემდეგი სახით:

•     ფუნდამენტალური ნაშრომი (მონოგრაფია, წიგნი, შრომათა კრებული);

•     გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი (სამუშაოთა აღწერა, თანდართული შეფასებებით, დასკვნებით, საავტორო მოწმობებისა და პატენტების ასლებით);

•     სახელმძღვანელო

          ნაშრომს შეიძლება დაერთოს ფოტოსურათების ალბომი, სქემები, რუკები და სხვა. სასურველია, რომ დამატებითი მასალის ფორმატი იყოს ისეთივე, როგორც ნაშრომის ფორმატია.

10.  მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს 2016 წლის 30 დეკემბრის 18 საათამდე აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტში, კანცელარიაში საბუთების რეგისტრაციის შემდეგ. საბუთების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, გარდა შაბათ-კვირისა.

            მისამართი: 0102, . თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #51, მე-2 სართული, ოთახი #17. ტელ. 2 94 31 21, 577 711 775.

                                                                                                                        28 ოქტომბერი,  2016 წელი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2016 წლის 16 ნოემბერს 11 საათზე გაიმართება მრგვალი მაგიდა:

   თემა: სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მდგომარეობა და  მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში 

ორგანიზატორი: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის დარგობრივი ჯგუფი.

მომხსენებლები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ირაკლი ყრუაშვილიირმა ინაშვილი.

მისამართი: თბილისი, ჯავახიშვილის ქუჩა #51,  მე-II  სართული, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

E-mail:  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

web-site:  www.gaas.dsl.ge 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების 2016 წლის 5 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი, დასაწყისი 12 საათზე

1. მთის ტყეებში სატყეო მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ.

მომხსენებელიაკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი. 

2. ინფორმაციავენახის კადასტრისმიმდინარეობის შესახებ.

მომხსენებელიღვინის ეროვნული სააგენტო; აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი.

3. ციტრუსოვანთა პლანტაციების ბიოპროდუქტიულობის აღდგენის ზოგიერთი საკითხი.

მომხსენებელისოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,   პროფესორი ზურაბ ბუკია.

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აკადემიური საბჭოს 2016 წლის 25 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი, დასაწყისი 12 საათზე
  2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილება 2016 წლის 24 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი, დასაწყისი 16 საათზე
  3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების 2016 წლის 22 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი, დასაწყისი 12 საათზე.
  4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილების 2016 წლის 21 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი, დასაწყისი 12 საათზე
  5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების 2016 წლის 17 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი, დასაწყისი 12 საათზე
  6. სოფლის მეუნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს 2016 წლის 16 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი, დასაწყისი 13 საათზე
  7. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2016 წლის ნოემბრის თვის ღონისძიებების ნუსხა:
  8. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. აკადემიური საბჭოს 2016 წლის 28 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი, დასაწყისი 12 საათზე
  9. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების 2016 წლის 26 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი, დასაწყისი 12 საათზე
  10. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების 2016 წლის 21 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი, დასაწყისი 12 საათზე

ქვეკატეგორიები