საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

            2020 წლის 21 თებერვალს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. კრებას, აკადემიის წევრების გარდა, ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე პროფ. ს. პავლიაშვილი და მინისტრის მრჩეველი ბატონი ო. კაჭარავა, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი ბატონი ბ. გულუა, აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორები, უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და აკადემიის თანამშრომელები.

          კრება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ აკადემიის ნამდვილ წევრს, გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ღირსეულ მოქალაქეს, აკადემიკოს ვალერიან ცანავას დაბადებიდან 85 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი  მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა. აკადემიის პრეზიდენტმა აკად ვ. ცანავას გადასცა  აკადემიის მილოცვის დოკუმენტი და  უსურვა ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე და მრავალი წარმატებები სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. 

            21 2 1

კრების დღის წესრიგის შესაბამისად სიტყვა ეძლევა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს აკად. გ. ალექსიძეს, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიის მიერ 2019 წელს გაწეული  საქმიანობის ვრცელი ანგარიში, მიმოიხილა საანგარიშო წელს აკადემიის მიერ ჩატარებული სამეცნიერო ღონისძიებები, მისი მონაწილეობა საზღვარგარეთის სამეცნიერო ფორუმებში, აკადემიის წევრების მონაწილეობა საზღვარგარეთისა და ადგილობრივ სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებებში, აკადემიის საგამომცემლო საქმიანობა, სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციებთან ურთიერთ თანამშრომლობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და აკადემიის წევრების მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციების შესახებ. აკადემიის პრეზიდენტმა ისაუბრა აკადემიის სამომავლო გეგმებზე და განსაკუთრებული ხაზი გაუსვა სამთავრობო ღონისძიებებში აკადემიის მონაწილეობას წყალტუბოს სურსათით უზრუნველყოფისა და სასურსათო უფსაფრთხოების  საქმეში.

            (აკადემიის პრეზიდენტის აკად. გ. ალექსიძის პრეზენტაციის შინაარსი იხილეთ ბმულზე:  ნაწილი-1,   ნაწილი-2).

         21 2 2 აკადემიის საანგარიშო კრებაზე სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2019 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2020 წლის ამოცანების შესახებ მოხსენებებით გამოვიდნენ:

კადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი,  აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი,

აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე  აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე და კადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი. 21 2 3

აკადემიის საერთო კრებამ აკადემიის 2019 წლის სამეცნიერო საქმიანობა შეაფასა დადებითად.

      აკადემიის საერთო კრებას მიესალმენ და აკადემიის მიერ 2019 წელს ჩატარებული  საქმიანობა და განხორციელებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს და აკადემიის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, პროფ. სოლომონ პავლიაშვილმა და სამინისტროს სოფლის მეურნეობის  სამეცნიერო კვლევით ცენტრის დირექტორმა, პროფ. ლევან უჯმაჯურიძემ.

       აკადემიის საერთო კრებამ მიიღო შესაბამისი დადგენილებები, რომლებიც ეხება აკადემიის სამომავლო პერსპექტივებსა და 2020 წლის სექტემბერში, საქართველოში და კერძოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის გენერალური ასამბლეის და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მაღალორგანიზებულ დონეზე ჩასატარებლად  აკადემიის საქმიანობას მოსამზადებელ პერიოდში.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com