საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების შესახებ

       მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ აკადემიის აკადემიკოსები და სტიპენდიატები. კრება გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის, რის შემდეგ გააცნო დღის წესრიგი. პირველი საკითხად იდგა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები. ამ თანამდებობაზე წარდგენილი იყო აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. გაიმართა დახურული კენჭისყრა. საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე ერთხმად იქნა არჩეული აღნიშნულ თანამდებობაზე. ბატონმა გ. ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისათვის და დასძინა, რომ იგი კვლავაც არ დაიშურებს ძალღონეს, რათა აკადემიის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური და ნაყოფიერი გახდეს. ამის შემდეგ კრებამ მოისმინა აკადემიის პრეზიდენტის აკად. გ. ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2020 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც დღის წესრიგი მეოე საკითხად იდგა. მომხსენებელმა დეტალურად განიხილა ყველა ის ღონისძიება, რომელიც აკადემიაში ჩატარდა წლის პირველ ნახევარში. იგი ასევე შეეხო აკადემიის საქმიან ურთიერთობებს საზღვარგარეთის აგრარული მიმართულებების ორგანიზაციებთან. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელიც კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ დააყენა ქვეყნის აგრარული სექტორის წინაშე. აღნიშნა, რომ აკადემიის თითოეულ სამეცნიერო განყოფილებაში დარგების მიხედვით შემუშავებული და წარმოდგენილი იქნა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა ჩატარდეს პანდემიის პირობებში და პანდემიის შემდეგ, რათა ქვეყანის აგრარულმა სექტორმა თავი ღირსეულად დააღწიოს ამ მეტად რთულ გამოწვევას. მოხსენების მსვლელობისას აკადემიის პრეზიდენტმა გ. ალექსიძემ ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტიც, რომ აკადემიას ერთი დღითაც არ შეუწყვეტია თავისი საქმიანობა საგანგებო სიტუაციის პირობებში და მრავალი ღონისძიება ჩაატარა ონლაინ რეჟიმში, რაც ასახული იქნა აკადემიის ვებგვერდზე. კრების მსვლელობისას, კორონა ვირუსთან დაკავშირებით სიტყვა ითხოვა აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ ეს KOVID-19 ადამიანიდან ცხოველზე არ გადადის და ამდენად ცხოველური წარმოშობის საკვები ამ მხრივ საშიში არაა.

          მოხსენებით თემაზე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარღვევის სტატეგიის შესახებმსმენელთა წინაშე წარსდგა აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა. მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო თავისი ხედვები და დასახული გზები პრობლემის გადაჭრასთან დაკავშრებით. მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: რ. ასათიანმა. თ. რევიშვილმა, ა. დიდებულიძემ, ზ. ცქიტიშვილმა. აღინიშნა, რომ საკითხის   მნიშვნელობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე იგი საჭიროებდა კიდევ ერთხელ გადახედვას და ზოგიერთი დეტალის დახვეწას. გადაწყდა, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბოლოო სახეს მისცემდა ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს.

საერთო კრებაზე სიტყვით გამოვიდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე, რომელმაც ისაუბრა, აკადემიაში მოქმედ სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სახელის შეცვლისა და განყოფილების აკადემიკოს-მდივნის არჩევაზე. აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან განყოფილების ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, საჭიროა სახელის შეცვლა და შესაბამისად აკადემიკოს-მდივნის არჩევაც. მან დარბაზში მსხდომთ გააცნო განყოფილების წევრთა გადაწყვეტილება, რომ განყოფილების, რომელსაც დაერქმეოდა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება, აკადემიკოს-მდივნად დამტკიცებულიყო აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი. ეს გადაწყვეტილება საერთო კრების მონაწილეებმა მოიწონეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საერთო კრების დასასრულს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და უსურვა წარმატებები მათ სამეცნიერო საქმიანობაში.

           

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com