საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მრგვალი მაგიდა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში

 

                                             2021 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მიერ

                    მოეწყო გამსვლელი ღონისძიება - მრგვალი მაგიდა სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში.

245069048 10158216762910740 46933377543549080 nღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე და აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ჯემალ გუგუშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კერესელიძე, სოფლის მეურნეობის დოქტორები ნარგიზა ბარამიძე, ბორის სინიუკი და სხვები.

მრგვალი მაგიდა გახსნა აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ საქართველოს მეაბრეშუმეობის აღდგენის, აღორძინებისა და განვითარებისათვის   გაწეულ მნიშვნელოვან და ფართო საქმიანობას, რომლის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია საქართველოს სახელმწიფო მეაბრეშუმეობის მუზეუმი, რომელშიც მკაფიოდ არის გადმოცემული ქართული აბრეშუმის ყველა მიღწევები, მისი ისტორია, საქართველოს მეაბრეშუმეობის წარსული და აწმყო, მისი მნიშვნელობა მსოფლიო მეაბრეშუმეობის დიდ ოჯახში. აღინიშნა, რომ მეაბრეშუმეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია, რომელმაც წარმატებით გაუძლო ისტორიის მკაცრ ქარტეხილებს და სამართლიანად ითვლება ერის კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო მაგალითად. აბრეშუმის პარკის წარმოება, გადამუშავება და ქსოვა ყველაზე პრესტიჟულ საქმედ ითვლებოდა ქვეყანაში.             IMG 20211124 14132400000000000

დღეს მეაბრეშუმეობა დიდი პრობლემების წინაშეა, იგი საქართველოში როგორც დარგი აღარ ფუნქციონირებს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ სოფლის მეურნეობის ისტორიულად ჩამოყალიბებული სტრუქტურიდან მეაბრეშუმეობის ჩამოშლით, დაირღვა როგორც ეკოლოგიური გარემო, ისე ოჯახური ბიუჯეტის შემოსავლები და დემოგრაფიული ვითარება, რისი აღდგენაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

სტუმრებს - მრგვალი მაგიდის მონაწილეებს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, ისტორიის, საქმიანობის და სამომავლო გეგმების   შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა ნინო კუპრავამ (ქ-ტონი ნ. კუპრავას ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის შესახებ იხილეთ ბმულზე).

მრგვალი მაგიდის მონაწილეების კითხვებს უპასუხა მუზეუმის დირექტორმა  ქ-ტონმა ნინო კუპრავამ.

IMG 20211124 1450jjjj52მუზეუმის საქმიანობის შთაბეჭდილებებზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა

აკადემიასთან  შემდგომი  თანამშრომლობისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს აკადემიკოსებმა ელგუჯა შაფაქიძემ, ელგუჯა გუგუშვილმა და გიორგი გაგოშიძემ,   მუზეუმის დირექტორმა  ნ.კუპრავამ,

სსიპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა დოქტორმა ნარგიზა ბარამიძემ და ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა მაია კერესელიძემ.

 

შეხვედრის დასასრულს აკადემიკოსმა ელგუჯა გუგუშვილმა მადლობა გადაუხადა მუზეუმის დირექტორს ქალბატონ ნინო კუპრავას, მუზეუმის თანამშრომლებს მეტად საინტერესო ინფორმაციისათვის და მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის, უსურვა მუზეუმის კოლექტივს წარმატებები შემდგომ საქმიანობაში, მუზეუმის რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის დროულად და ხარისხიანად დამთავრება, მრავალი მიღწევები საერთაშორისო არენაზე.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com