საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის (ესპპ) სამუშაო შეხვედრა

             საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის თაოსნობით 2025 წლის 16 აპრილს თბილისში გაიმართა ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის (ესპპ) სამუშაო შეხვედრა.

            შეხვედრას ესწრებოდნენ: კარლო ამირგულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, გიორგი ბერეჩიკიძე - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი, ჯუმბერ აბულაძე - სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი, ნატა სულთანიშვილი სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი, ლადო კახოიძე - ა(ა)იპ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, გიორგი ედიშერაშვილი - მდ. ტანისა და თეძამის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

           შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა კარლო ამირგულაშვილმა. მან ვრცლად მიმოიხილა მოვლა-აღდგენის ღონისძიებები და შედეგები ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიებზე.

2024 წელს ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები დამსწრე საზოგადოებას გააცნო გიორგი ბერეჩიკიძემ.

ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები და შედეგები დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელმა - ნატა სულთანიშვილმა;

ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები და შედეგები ტანისა და თეძამის ლანდშაფტის ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო ტანისა და თეძამის ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა - დავით ბზიშვილმა;

           ტყის დაცვის და მოვლა-აღდგენის ღონისძიებები თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა -   ლადო კახოიძემ.

აღნიშნული საკითხების გაცნობის შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში. გამოვლენილი იქნა პრობლემები, რომლებიც დამახასიათებელია ტყის თითქმის ყველა სექტორისათვის. დაისახა მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრა შეაჯამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა, მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები სისტემატიურად გაიმართება მომავალშიც.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com