საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წლიური საანგარიშო კრება

2016 წლის 11 მარტს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წლიური საანგარიშო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2015 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2016 წლის ამოცანების შესახებ. მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ალექსიძე;

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2015 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2016 წლის ამოცანების შესახებ. მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები;

3. მიმდინარე საკითხები:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გ.ჯაფარიძე;

კრებას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები და მოწვეული სტუმრები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებიდან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო და გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტებიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.S kreba 2016 2აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. ალექსიძე

  S kreba 2016 3საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე პროფ.თ. მარსაგიშვილი   დღის წესრიგის პირველ საკითხზე ვრცელი მოხსენება გააკეთა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ. მომხსენებელმა კრების მონაწილეებს გააცნო 2015 წელს აკადემიის სტრუქტურა, აკადემიის საქმიანობის სამეცნიერო პროგრამები და ამ პროგრამებით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, 2015 წელს აკადემიური საბჭოს მიერ განხილული საკითხების მოკლე მიმოხილვა, აკადემიის თანამშრომლობა საერთაშორისო სტრუქტურებთან, 2015 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმები სხვადასხვა ორგანიზაციებთან, აკადემიის მიერ ჩატარებული ღონისძიებები (სემინარები, მრგვალი მაგიდები, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციები), აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინტორების საქმიანობა, 2015 წელს აკადემიის წევრების მიერ მომზადებული და გამოცემული ნაშრომების (სტატიები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, გამოგონებები და პატენტები) და პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციების მიმოხილვა, აკადემიაში ჩამოყალიბებული აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო და ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა გადამზადების კვალიფიკაციის ცენტრების საქმიანობა, აკადემიის განახლებული ინფრასტუქტურა. მოხსენების დასასრულს აკად. გ. ალექსიძემ ისაუბრა აკადემიის სამომავლო ამოცანებისა და გამოწვევების შესახებ. (აკად. გ. ალექსიძის საანგარიშო მოხსენების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე).

     

S kreba 2016 1

დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებებით გამოვიდნენ აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები, აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, ჯ. გუგუშვილი, რ. მახარობლიძე, ნ. ბაღათურია, ზ. ცქიტიშვილი, ო. ქეშელაშვილი.S kreba 2016 8გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ვ. სუხიშვილი

მოხსენებების ირგვლივ თავისი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს მოწვეულმა სტუმრებმა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, პროფ. თამაზ მარსაგიშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა გოჩა ცოფურაშვილმა და იური ნოზაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ აბულაძემ, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა პროფ. როლანდ კოპალიანმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის პექტორმა, პროფ. ვალერი სუხიშვილმა.

     საერთო კრების მონაწილეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2015 წლის საქმიანობა შეაფასეს დადებითად.S kreba 2016 4საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გ. ცოფურაშვილი და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი გ. ჯაფარიძე.

     S kreba 2016 6სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი დოქტ. ლ. უჯმაჯურიძედღის წესრიგის მიმდინარე საკითხზე ინფორმაციით გამოვიდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ აკადემიის სამეცნიერო საბჭოს განახლებული დებულების გამო საჭიროა ნაწილობრივი ცვლილება შევიდეს აკადემიის წესდებაში. აკად. გ. ჯაფარიძემ კრებას გააცნო წესდებაში ცვლილებების შინაარსის შესახებ..

     აღნიშნულ წინადადებას აკადემიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

   

 

 S kreba 2016 5საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ი. ნოზაძეაკადემიის წლიურ კრებაზე აკადემიის დიპლომები და პრემია გადაეცათ 2015 წელს აგრარულ დარგში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების ავტორებს: - აკად. თ. ურუშაძეს, დოქტორებს ა. თხელიძეს და გ. ღამბაშიძეს ნაშრომისათვის "საქართველოს ნიადაგები"; აკად. გ. ტყემალაძეს ნაშრომისათვის "ბიოქიმიის საფუძვლები"; პროფ. ი. ყრუაშვილს ნაშრომისათვის "ღვარცოფები და მასთან ბრძოლის მეთოდები", აკად. ნ. ბაღათურიას ნაშრომისათვის "ენოლოგია – ღვინის წარმოქმნა და დავარგება“; აკად. ნ. ჭითანავას ნაშრომისათვის “საქართველოს სოფლის მეურნეობა – ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები“ და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ქ. დადიანს ნაშრომისათვის "გარემოს ქიმიური დამაბინძურებლების რისკის შეფასება“.S kreba 2016 7ა.წერეთლის სახ. უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფ. რ. კოპალიანი.

     

აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ დაბადებიდან 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავი მიულოცა აკად. იუზა ვასაძეს, გადასცა მას სამახსოვრო დიპლომი და საერთო კრების მონაწილეების სახელით უსურვა მას ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე, ნაყოფიერი შემოქმედებითი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობა.S kreba 2016 9წლიური კრების მონაწილეები

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com