საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სემინარი მიძღვნილი ტყის საერთაშორისო დღისადმი

2017 წლის 22 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სემინარი მიძღვნილი  ტყის საერთაშორისო დღისადმი.

Seminari satkeo 1                                           დღის წესრიგი:

1. „ტყის საერთაშორისო მნიშვნელობა და სატყეო მეურნეობის ოპტიმიზაციის პერსპექტივები“ .

მომხსენებლები: აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე, სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, აკადემიკოსი რ. ჩაგელიშვილი; სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გ. გაგოშიძე.

2. ქ. თბილისის მწვანე საფარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებები.Seminari satkeo 2

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნ. ლომიძე

სემინარს ესწრებოდნენ სატყეო დარგის მოწვეული სპეციალისტები: ს/მ მეცნიერებათა დოქტორი ლ. დოლიძე, ს/მ დოქტორი, მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ბუნებრივი რესურესების უფროსი სპეციალისტი ზ. ტიგინაშვილი, მეტყევე–ექსპერტი მ. დვალი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი ა. სუპატაშვილი, ასევე სატყეო დარგის წარმომადგენლები – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები გ. ვაჩნაძე, ბ. თავაძე, გ. წერეთელი, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დაცვის განყოფილების უფროსი მ. ებრალიძე და რეინჯერი ბ.დიღმელაშვილი.

Seminari satkeo 3სემინარის მონაწილეებს ტყის საერთაშორის დღე მიულოცა და მის დიდ მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, მანვე მიმოიხილა საქართველოს ტყეების თანამედროვე მდგომარეობა, შეფასება მისცა მიმდინარე სატყეო–სამეურნეო ღონისძიებათა ეფექტურობას და ხაზი გაუსვა საქართველოს სოფლის სეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და კონკრეტულად სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების როლს დარგობრივ უწყებებთან და ზოგადად სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, სატყეო მეურნეობის ოპტიმიზაციის ღონისძიებების დასახვისა და რეალიზაციის საქმეში.Seminari satkeo 4 აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ უპირველეს და უმთავრეს ამოცანად სატყეო–სამეურნეო საქმიანობათა საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოფა და „ტყის კოდექსის“ საპარლამენტო განხილვისათვის მზადების  დაჩქარება მიიჩნია.

მოხსენების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკად. რ. ჩაგელიშვილმა, აკად. შ. ჭალაგანიძემ, მეტყევე–ექსპერტმა მ.დვალმა, ს/მ მეცნიერებათა დოქტორმა ლ.დოლიძემ, პროფესორებმა ა.სუპატაშვილმა, ბ. თავაძემ, ნ. ლომიძემ და გ.გაგოშიძემ.

სემინარის მუშაობა შეაჯამა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com