საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აზერბაიჯანში

2017 წლის 17-21 სექტემბრს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „კლიმატური ცვლილებების გავლენა მცენარეთა ბიომრავალფეროვნებაზე“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნის მეცნიერებმა, რომლებიც მცენარეთა ბიომრავალფეროვნების საკითხებზე მუშაობენ. საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რეზო ჯაბნიძემ, რომელიც აგრეთვე  თავმჯდომარეობდა სუბტროპიკული მემცენარეობის სექციას. თავის გამოსვლებში ქართველმა მეცნიერმა ყურადღება გაამახვილა სუბტროპიკულ კულტურებზე - იაპონიიდან, ჩინეთიდან, ესპანეთიდან შემოტანილი ციტრუსოვნების ინტროდუქციის, ზრდა-განვითარების, მოვლა-პატრონობის, აკლიმატიზაიცისა და ადაპტაციის საკითხებზე. დამსწრეთ გაუზიარა ქართველ მეცნიერთა გამოცდილება.

Baqo Jabnidze 2017

სუბტროპიკული მემცენარეობის სექციის თავმჯდომარე აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, თანათავმჯდომარეები - ინდოეთის ახმედაბადის სუბტროპიკული მეურნეობის
ჩაის სელექციის კათედრის დოცენტი ქალბატონი ნაზ ჯინაზ თალალი და
აზერბაიჯანის ლენქორანის სუბტროპიკული კულტურების
კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე
პროფესორი ხუსეინ ჰასანოღლუ ახადოვი.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com