საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საიუბილეო გამსვლელი სამეცნიერო კონფერენცია გორში

Gori XI 0

        2017 წლის 28 ნოემბერს გორის ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში

გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “შიდა ქართლის და სამცხე -ჯავახეთის აგრარული სექტორის თანამედროვე პრობლემები და მათი დაძლევის პერსპექტივები”.Gori XI 1

კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავს. აღსანიშნავად საიუბილეო ღონისძიებების ჩატარების გეგმის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ამ ორ ორგანიზაციას შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც ერთობლივ კონფერენციებში მონაწილეობა სწორედ მემორანდუმის პუნქტებით არის გათვალისწინებული.

            კონფერენციის მუშაობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან მონაწილეობა მიიღეს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა აკად. ე. შაფაქიძემ, პრეზიდენტის მოადგილემ  დოქტ. ა. გიორგაძემ, აკადემიკოსებმა ნ. ჩხარტიშვილმა, ი. ვასაძემ, ვ. კვალიაშვილმა, აკადემიის სწავლულმა მდივნებმა – დოქტორებმა მ. ბარვენაშვილმა და რ. ლოლიშვილმა, აგრეთვე  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან დოქტ. ნ. კაკაბაძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  უნივერსიტეტიდან დოქტ. ზ. ტყებუჩავამ;ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რექტორი პროფ. ვ. სუხიშვილი, პრორექტორი სამეცნიერო დარგში, პროფ. ა. ლაფაჩი, უნივერსიტეტის  თანამშრომელებიდასტუდენტები-ბაკალავრები და მაგისტრები.

          Gori XI 2  კონფერენციას  მიესალმა გორის ვიცე-მერი, ქალბატონი ეკა სუხიშვილი.

         კონფერენცია წარიმართა შემდეგი დღის წესრიგით:

1. კონფერენციის გახსნა - პროფესორი ვალერი სუხიშვილი, ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი;

   2. აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი. თემა «საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განვლილი 60 წელი, მიღწევები და პერსპექტივები“;Gori XI 4

3. პროფესორი ვალერი სუხიშვილი (ერსუ) - თემა: “ბოსტნეული კულტურები, მისი სასურსათო მნიშვნელობა და რენტაბელობის საკითხები”;

4.აკადემიკოსი იუზა ვასაძე (სსმმა) -თემა: მეხილეობის თანამედროვე მდგომარეობა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში;

5.აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი (სსმმა) - თემა: “ხილი მხოლოდ ნაყოფი არ არის”;

6.აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი (სსმმა) - თემა: “მევენახეობა და მეღვინეობა ქართლსა და მესხეთში”;

7.პროფესორი ავთანდილ ლაფაჩი (ერსუ) - თემა: “აგრარულ სექტორში დაბანდებული ინვესტიციების უკუგების ოპტიმალური მოდული (შიდა ქართლის მაგალითზე)”;

Gori XI 58.დოქტორი ნატო კაკაბაძე (სმსკცენტრი) - თემა: “ ბოსტნეული კულტურების გენეტიკური რესურსები, დაცვა-კონსერვაცია”;

9.პროფესორი ზაქარია გინტური (ერსუ) - თემა: “აზიური ფაროსანას გავრცელების პრობლემები და მის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები”;

10.პროფესორი ნანა ალავერდაშვილი (ერსუ) - თემა: “მავნებლების წინააღმდეგ მცენარეული ნაყენების გამოცდის შედეგები”;

11. დოქტორი ზაირა ტყებუჩავა, მაგისტრი თენგიზ ფასანიძე (სჯსუ) - თემა: “მებოსტნეობის მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთში”.

 Gori XI 6

            კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასაწავლო კორპუსი-სასწავლო ლაბორატორიები, თემატური კაბინეტები,ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და ა.შ., რომლებმაც მოწვეული სტუმრების      დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონფერენციის დასასარულს ევრორეგიონული სასწავლო  უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. ვ. სუხიშვილს გადაეცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავის საიუბილეო მასალების კრებული, ხოლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას - აკადემიის წევრების მიერ დამუშავებული წიგნები: „მევენახეობა-აგროტექნოლოგია“ და „ხეხილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები“.

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com