საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სტუმრად ჩინელ მეცნიერებთან

2017 წლის 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ჩინეთის ჯანსუს პროვინციაში ჩატარდა სოფლის მეურნეობის   მეცნიერებათა  აკადემიის კონფერენცია თემაზე: “თანამედროვე სასოფლო - სამეურნეო ინოვაციების ფორუმი”.Chineti 1

            კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 1000-მდემეცნიერმა, მათშორის: სამხრეთ კორეის, ვიეტნამის, ავსტრალიის, ბანგლადეშის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, პოლონეთის, ბელორუსიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა.

            კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ჯიანსუს პროვინციის მთავრობამ, მისი გუბერნატორის ბატონი ვუჩენგლონგის ხელმძღვანელობით.

            კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე სხდომა, რომელთა მუშაობაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ. მის მიერ გაკეთებული იქნა ორი  მოხსენება თემაზე: “აგრობიომრავალფეროვნება საქართველოში”; პირველადიგი ჩატარდა  “მეცნიერებისა და ბიზნესის” ფორუმზე, რომელსაც ესწრებოდა დაახლოებით 200-მდემონაწილე, ხოლო მეორედ ჩინეთის აკადემიის პრეზიდენტის თხოვნით განმეორდა უკვე აკადემიის წევრებისათვის,  რომელსაც დაესწრო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები (100-მდე სპეციალისტი).

            Chineti 2ამასგარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ფარგლებში ჩატარებულ გამოფენაზე2 სადაც წარმოდგენილი იქნა მონაცემები ახალი ხორბლისა და ტრიტიკალეს ჯიშებზე, მექანიზაციაში, მეაბრეშუმეობაში, ვეტერინარიაში და აგრეთვე გადამამუშავებელ მრეწველობაში. სტენდმა ჩინელი სპეციალისტების ყურადღება დაიმსახურა.

            აკად. გ. ალექსიძის მიერ აგრეთვე მიცემული იქნა ინტერვიუ ჩინეთი - საქართველოს ურთიერთობებზე ადგილობრივი ტელევიზიისათვის.

            მომავალში გათვალისწინებულია ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, რასაც საფუძვლად შეიძლება დაედოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური საშუალების (ენტომოფტორული სოკოების) ერთობლივი კვლევა.   

Chineti 3

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე კონფერენციის ფარგლებში ჩატარებულ გამოფენაზე სსმმ აკადემიიდან წარდგენილ  სტენდთან (2017 წლის 3 დეკემბერი, ჩინეთი, ქ. ნანჯინგი).

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com