საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

კვლევითი ორგანიზაციების ანგარიშების განხილვა

 

მიმდინარე წლის 11 მაისს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შედგა მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების რიგით მე-6 სხდომა, რომელზეც განხილული იყო ორი საკითხი:  

11 V 2018 1

1.         საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის 2017 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში.

მომხსენებელი: მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რუსუდან ბარკალაია.

2.         თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნება და გაუმჯობესება

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ნარგიზ ბარამიძე.

             აკადემიის მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე, მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსები: თენგიზ ყურაშვილი და გურამ ტყემალაძე, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები, დოქტორები მარინე ბარვენაშვილი და რევაზ ლოლიშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი რუსუდან ბარკალაია, მეცხოველეობის პროდუქტების კვლევის სპეციალისტი თორნიკე ჟღენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლევან თორთლაძე, ვეტერინარიის  მეცნიერებათა დოქტორი შადიმან ფოცხვერია, სოფლის მეურნეობის დოქტორები: თენფიზ ფირცხალაიშვილი, კობა ნაცვალაძე, ნარგიზ ბარამიძე, მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია, ფუტკრის საკვები ბაზის სპეციალისტი ლიზა ბალიაშვილი. სტუმრებს შორის ასევე იყო სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ბოჭორიშვილი.

11 V 2018 2სხდომაზე ფართო მოხსენებით წარსდგა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი რუსუდან ბარკალაია, რომელმაც დარგების მიხედვით ისაუბრა შესრულებულ სამუშაოებზე, პარალელურად პასუხი გასცა რეცენზენტების მიერ გაკეთებულ ზოგიერთ შენიშვნას, მიიღო ისინი და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი გათვალისწინებული იქნება სამომავალოდ. მოხსენების დამთავრების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ სხდომაზე დამსწრე რეცენზენტები: აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი,  დოქტორი გიორგი ბოჭორიშვილი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, რომლებმაც ისაუბრეს შესრულებული სამუშაოების, როგორც დადებით მხარეზე, ასევე მათ ნაკლოვანებებზე და აღნიშნეს რომ აკადემია მუდამ მზადაა კონსტრუქციული რჩევები მისცეს მათ ნებისმიერი საკითხის დადებითად გადაჭრისათვის.  სხდომაზე დამსწრეთა შორის  გაიმართა საქმიანი საუბარი, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა შეიცვალოს  ანგარიშის ფორმა, რადგან არსებული სრულად ვერ გამოხატავს ინფორმაციას შესრულებული სამუშაოების ირგვლივ; აუცილებელია  კვლევით ცენტრში შეიქმნას ლაბორატორია, სადაც მეცნიერებს სრულყოფილი კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავითარ შედეგს ვერ მივიღებთ; გარდა ამისა საჭიროა გაფართოვდეს მკვლევართა წრე, რადგან აღნიშნული რესურსებით წარმოუდგენელია არსებული სამუშაოების სრულფასოვნად შესრულება. 11 V 2018 3

            სხდომაზე სიტყვით გამოვიდა დოქტორი ნარგიზ ბარამიძე, რომელმაც ისაუბრა მეაბრეშუმეობის დარგში არსებულ პრობლემებზე. მან აღნიშნა, რომ შენობა, რომელიც აშენდა თუთის აბრეშუმხვევიას ჯიშების შესანარჩუნებლად საკმარისი არაა, რომ მას არავითარი საშუალება არა აქვს საწარმოო გრენის დასამზადებლად, არ არის ჭიის საკვები ბაზა, არ ჰყავს დამხმარე კადრები. აღნიშნულთან დაკავშირებით აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ, რომელიც გახლდათ რეცენზენტი მეაბრეშუმეობის დარგში შესრულებულ სამუშაოებზე, აღნიშნა, რომ აუცილებელია აბრეშუმის ჭიის არსებული 65-ვე ჯიშის შენარჩუნება, კარგი იქნებოდა რომ ჭიის გამოკვების პროცესი ცენტრში წარმოებდეს და რაც მთავარია, აუცილებელია მუშა ჯგუფის შექმნა, რომელიც გაუკეთებს ორგანიზებას ამ დარგის აღორძინებას საქართველოში. სხვაგავარად შეუძლებელია აღნიშნულ დარგში რაიმე წარმატებაზე ან წინსვლაზე საუბარი, რადგან ასეთ ტიტანურ საქმეს ერთ ქალბატონი დახმარების  გარეშე ვერანაირად ვერ გაუძღვება. მისი რეცენზიის მიზანიც, სწორედ ეს არის, მუშა ჯგუფის გაძლიერება.

სხდომის ბოლოს შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა სხდომის მუშობაში აქტიური მონაწილეობისათვის. მან აღნიშნა, რომ შენიშვნების მიუხედავად,  მათ მიერ შესრულებული სამუშოები დადებითად უნდა შეფასდეს. გარდა ამისა გულისწყრომა გამოთქვა კვლევითი ცენტრის ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ, რომლებიც არ ესწრებოდნენ მიმდინარე სხდომას, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, რომელიც ეხება ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებას, დარგში არსებულ პრობლემებს, როდესაც არის შენიშვნები, მოსაზრებები, მითითებები, საკითხის წარმატებით გადაჭრისათვის აუცილებელია ორივე მხარის ყოფნა, როგორც სამუშაოების შემსრულებლების, ასევე მათი რეცენზენტების.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com