საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემია მიენიჭათ:
- აკადემიკოს ლეონარდ დეკაპრელევიჩის სახელობის პრემია
- სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ ცოტნე სამადაშვილს, სოფლის მეურნეობის დოქტორ გულნარი ჩხუტიაშვილს და ბიოლოგიის დოქტორ მარიამ ბეციაშვილს ნაშრომისათვის - „ქართული ხორბლის გერმოპლაზმა და მისი გენეტიკური და სელექციური ღირებულება» (ნაშრომი ინგლისურ ენაზე)“.
- პროფესორ ნესტორ გოცირიძის სახელობის პრემია
- სოფლის მეურნეობის დოქტორ კობა ნაცვალაძეს ნაშრომისათვის - „ნადირთმცოდნეობის საფუძვლები“;
- სოფლის მეურნეობის დოქტორ ნარგიზ ბარამიძეს, აგრონომიის მაგისტრ როენა ბოკუჩავას, სოფლის მეურნეობის მაგისტრებს: ლია მძელურსა და შორენა ხარატიშვილს, აგრონომიის ბაკალავრ მაკა სვანიძეს და მკვლევარ მაია მარტოძეს ნაშრომისათვის - „თუთის აბრეშუმხვევიას ქართული გენოფონდი“.
- აკადემიკოს შალვა კერესელიძის სახელობის პრემია
- ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ოთარ ქარჩავას და ტექნიკის დოქტორ გიორგი ქუთელიას ნაშრომისათვის - „ინოვაციური სამანქანო ტექნოლოგიები მემცენარეობაში სამთო პირობებში“;
- სოფლის მეურნეობის დოქტორ ოლღა ხარაიშვილს, ტექნიკის დოქტორ ნინო მებონიას, ავტომატიკა-ტელემექანიკის მაგისტრ ლალი ახვლედიანს ნაშრომისათვის - „საქართველოს სარწყავი რეგიონების ირიგაციული მაჩვენებლების და რწყვის საჭიროების დადგენა მუნიციპალიტეტების მიხედვით“.
- აკადემიკოს სერგი დურმიშიძის სახელობის პრემია
- სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორ ლალი ელანიძეს ნაშრომთა ციკლისათვის - „სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიური და ქიმიური კონტროლი“ და „ლაბორატორიული სამუშაოს პრაქტიკუმი კვების პროდუქტების ტექნოლოგიაში“;
- აკადემიკოს თემურ რევიშვილს, ტექნიკის დოქტორ თამაზ მიქაძეს და ტექნიკის დოქტორ ბახვა დოლიძეს ნაშრომთა ციკლისათვის - „ჩაის ქიმია, ტექნოლოგია, დეგუსტაცია და მოწყობილობა“ და „ჩაის კულტურა საქართველოში“.
- პროფესორ სოლომონ ქურდიანის სახელობის პრემია
- აკადემიკოს ვანო პაპუნიძეს ნაშრომისათვის - „აჭარის მთის ტყეების წყალმარეგულირებელი და ნიადაგდამცავი ფუნქცია და სამრეწველო პლანტაციების შექმნის ტექნოლოგია“;
- ბიოლოგიის დოქტორებს: გიორგი ვაჩნაძესა და ელენე ნაკაიძეს, სოფლის მეურნეობის დოქტორებს: ზვიად ტიგინაშვილსა და გიული წერეთელს, მეტყევე-ინჟინერ, მაგისტრ ბესარიონ აფციაურს ნაშრომისათვის - „საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიომასაში დეპონირებული ნახშირბადის მარაგები“ .
- აკადემიკოს ირაკლი მიქელაძის სახელობის პრემია
- აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს ნაშრომთა ციკლისათვის - „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარული დონის შეფასება“ და „ცირკულარული გზამკვლევი საქართველოსთვის“;
- ეკონომიკის დოქტორ გეგა ბაღათურიას ნაშრომისათვის - „სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა ეთეროვანიზეთების წარმოებისას საქართველოში“.
