გვინდა გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვაღიარებთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, მათ შორის, რა თქმა უნდა, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. გამოვხატავთ შეშფოთებას უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ახალი საფრთხის რისკებს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დღესუკრაინაში ომის შეჩერება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ მეცნიერებს და მეგობარ უკრაინელ ხალხს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება
... თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00; 294 13 20;
ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com
