საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

სიახლეები

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის პრეზენტაცია აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე

Achara XII 1

2018 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოსმენილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის პრეზენტაცია სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა და მისი შემდგომი განვითარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტული სფეროა და წარმოადგენს სოფლად დასახლებული მოსახლეობის შემოსავლების ერთ–ერთ ძირითად წყაროს. ამასთან, მისი ძირითადი ფუნქციაა რეგიონში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც დამოკიდებულია ადგილობრივი პროდუქციის წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებასა და აგრარულ სექტორში დასაქმებულების ცოდნის გაფართოვებაზე.Achara XII 2

მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონის სოფლის მეურნეობის უმთავრეს სექტორებს წარმოადგენს: მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა და სხვა. რეგიონში მცირე მიწიანობასთან ერთად დაბალია სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოების მაჩვენებელი, რაც განპირობებულია დაბალი აგროტექნიკური ფონით, ამორტიზირებული ნარგავებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის დაბალი დონით. შესაბამისად, რომ განხორციელდეს აგროსასურსათო სექტორში პროდუქციის წარმოების ზრდა და საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა, აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და პროგრამების განხორციელება, , დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, რაც დადებითად აისახება ფერმერებზე, აგრომეწარმეებსა  და ზოგადად მოსახლეობის შემოსავლებზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019–2022 წლების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებაზე, იგი შემუშავებულია აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების (ა.მ.ა.გ-ი) მიერ წამოდგენილი საჭიროებების საფუძველზე და შესაბამისობაშია „აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების“ და „აჭარის სოფლის განვითარების“ სტრატეგიებთან.

Achara XII 3პრეზენტაციაზე განხილული იქნა აგრეთვე აკადემიის ინიციატივა, რათა აჭარაში განხორციელდეს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირძველი დარგის - მეაბრეშუმეობის აღორძინება და განვითარება. აღნიშნული ინიციატივა უკვე 2018 წელს დაიწყო და განხორციელდა  საინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში, სადაც ჩატარდა თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ნედლი პარკიდან აბრეშუმის ძაფის ამოხვევა, რაც აჭარის ფერმერულ მეურნეობებში მეაბრეშუმეობის აღდგენის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.

            მინისტრის მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია პრეზიდიუმზე დამსწრე საზოგადოებაში. დიკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა გ. ჯაფარიძემ,  ნ. ჭითანავამ, თ. კუნჭულიამ, ზ. ჩანქსელიანმა, ო. ქეშელაშვილმა, ე. შაფაქიძემ, ზ. ფუტკარაძემ, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გ. ნიკოლეიშვილმა.

აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ თავის დასკვნით გამოსვლაში აღნიშნა რეგიონალური დარგობრივი სამინისტროს და აკადემიას შორის თანამშრომლობის სრული ჰარმონია, რომელიც ასახულია ამ ორ ორგანიზაციას შორის 2013 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმში და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება, რაც ბევრ სიკეთეს მოუტანს საერთოდ ქვეყნის სოფლის მეურნეობას, აგრეთვე აჭარის რეგიონის მთავრობის მიმდინარე კურსი სამაგალითო უნდა იყოს ქვეყნის სხვა რეგიონებისათვის. 

 

* * *

 

 მრგვალი მაგიდა

მრგვალი მაგიდა

სოფლის მეურნეობაში წარმატებული პროექტების შესახებ - ორგანიზატორები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და

ტელეკომპანია “საფერავი TV”

 

Mrgv magida 20 XII 2018 1მრგვალი მაგიდის გახსნა - სსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე

 

2018 წლის 20 დეკემბერს, სსმმ აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “საქართველოს სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი და წარმატებული ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია”.

            მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  წევრებმა, აკადემიის აგრარული მიმართულებების დარგობრივმა კოორდინატორებმა, მოწვეულმა სტუმრებმა; მონაწილეთა შორის იყვნენ:   ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკური და აგრარულმა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, აიპი “ჯორჯიან გაპი”; შ.პ.ს  „ ადმირალი“; შ.პ.ს   „გრინ სოლუშენი“; შ.პ.ს  „ ALLLAgro – Georgia LLC”; შ.პ.ს „ჯეოვეტი“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი  ცენტრი;Mrgv magida 20 XII 2018 2

           მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ;

მრგვალ მაგიდაზე გაკეთდა საინტერესო მოხსენებები:

1.  საქართველოს სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი და წარმატებული ინოვაციური პროექტები, მომხსენებელი: გოჩა ცოფურაშვილი - ტელევიზია “საფერავი TV”;

2. ტელევიზიის  ფუნქცია და ხედვა აგრარული პოლიტიკის ფორმირებაში, მომხსენებელი: დიმიტრი კოსტაროვი - ტელევიზია “საფერავი TV”

 3. კარგი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკა, მომხსენებელი: ნოდარ მინდიაშვილი -  აიპი “ჯორჯიან გაპი”;

  4. საერთაშორისო კომპანიის პლატფორმა საქართველოში  სოფლის მეურნეობის      განვითარების შესახებ, მომხსენებელი: ედვარდ ლოზოვსკი - შ.პ.ს 

      „ „ ALLLAgro – Georgia LLC”;

  5. სასოფლო სამეურნეო ბაღების გაშენების თანამედროვე ევროპული   ტექნოლოგიები საქართველოში, მომხსნებელი რომან ჩხენკელი -   შ.პ.ს   „გრინ სოლუშენი“;

   6.  მეცხოველეობაში თანამედროვე ბიოდანამატების გამოყენება და მისი   საწარმოო ეფექტი, მომხსნებელი: მანუჩარ ცეცხლაძე - შ.პ.ს „ჯეოვეტი“;

Mrgv magida 20 XII 2018 3მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწე საზოგადოების შეკითხვებს. მრგვალ მაგიდაზე მოხსენებების ირგვლივ გაიმართა დისკუსია და აზრთა გაზიარება. გამოსვლებში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა ნოდარ ჭითანავამ, ჯემალ კაციტაძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, ელგუჯა შაფაქიძემ, არჩილ ვაშაკიძემ,  ჯემალ გუგუშვილმა, ზაურ ჩანქსელიანმა, თენგიზ ყურაშვილმა, პროფ. მარინა გიორგობიანმა, პროფ. ა. მესხიშვილმა, შპს „ლომთაგორას“ დამფუძნებელმა, დოქტ. კ. ლაშხმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს მეცნიერების მიმართ, რათა მათ სულყოფილად ითანამშრომლონ სოფლის მეურნეობის დარგების წარმატებული პროექტების განხორციელებაში.

მრგვალ მაგიდაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ, რომელსაც აშუქებს ტელევიზია „საფერავი-ტვ“, პერიოდულად მოხსენდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას პრეზიდიუმის სხდომებზე ან მრგავალი მაგიდის ფორმატით და განხილვის შედეგად  მიღებული გადაწყვეტილებები ეცნობოს საქართველოს მთავრობას, დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ფერმერებს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს და მოსახლეობის ფართო ფენებს.

  

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი