საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძის ხსოვნა

სიახლეები

e24f2326 0484 4865 8d04 673826769d02    საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და აგრარიკოს- მეცნიერთა საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოხატავენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, მისი პრეზიდიუმის წევრისა და ყოფილი პრეზიდენტის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრის, აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძის გარდაცვალების გამო.

მისი გარდაცვალებით ქართულმა აგრარულმა მეცნიერებამ, უმაღლესმა განათლებამ და საზოგადოებამ დაკარგა ღვაწლმოსილი მეცნიერი, ნიჭიერი ორგანიზატორი და ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურების მქონე პიროვნება, რომლის მრავალწლიანი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების ისტორიაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს.

ნაპოლეონ ქარქაშაძე დაიბადა 1935 წლის 15 მაისს, თბილისში, პედაგოგების ოჯახში. 1943 წელს სწავლა დაიწყო თბილისის ვაჟთა პირველ საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1951 წელს, სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტზე. უმაღლესი სასწავლებელი 1959 წელს წარჩინებით დაამთავრა.

იგი განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებდა თავის მასწავლებლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთა დამსახურებასაც ხშირად აღნიშნავდა სამეცნიერო ნაშრომებსა და პუბლიკაციებში. მიაჩნდა, რომ მათგან ახალგაზრდა თაობა არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, არამედ ქვეყნისა და ერის მსახურების პასუხისმგებლობასაც სწავლობდა.

1961 წელს, საქართველოსთვის გამოყოფილი ლიმიტის საფუძველზე, იგი მოსკოვში გაემგზავრა და ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. ასპირანტურის დასრულებისა და შესაბამისი აპრობაციის გავლის შემდეგ საქართველოში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.

თავის ცხოვრებაში ერთ-ერთ გარდამტეხ მოვლენად ნაპოლეონ ქარქაშაძე 1956 წელს მიიჩნევდა. სწორედ ამ წელს, ლაიფციგში, მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, მან წარადგინა მოხსენება თემაზე: „საქართველო, კულტურული მიწათმოქმედების უძველესი ქვეყანა“. როგორც თავად იგონებდა, მიღებულმა დიპლომმა მისი ცხოვრების შემდგომი მიმართულება განსაზღვრა.

პროფესიული საქმიანობის დასაწყისშივე გამოიკვეთა მისი ორგანიზატორული ნიჭი და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის უნარი. ოთხი წლის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრას, რომელიც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ერთ-ერთ წამყვან საუნივერსიტეტო კათედრად ჩამოყალიბდა.

1975 წელს ნაპოლეონ ქარქაშაძე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან 16 წელი იმუშავა და თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი აფხაზეთსა და ქართული აგრარული განათლების განვითარებას მიუძღვნა.

მისი რექტორობის წლებში ინსტიტუტში განხორციელდა ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური გარდაქმნები: აშენდა სასტუმროს ტიპის ოთხი საერთო საცხოვრებელი, ინსტიტუტის სასწავლო-საცდელ მეურნეობა „ეშერაში“, ზღვის სანაპიროზე მოეწყო სტუდენტთა დასასვენებელი კომპლექსი; შეიქმნა ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა თანამედროვე საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზებითა და კვლევითი ლაბორატორიებით. მთლიანად განახლდა კაბინეტებისა და ლაბორატორიების აღჭურვილობა, გაიხსნა რამდენიმე პრობლემური ლაბორატორია და ფუნქციონირება დაიწყო სადისერტაციო საბჭოებმა. შედეგად, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევისა და სწავლების საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრად ჩამოყალიბდა.

ნაპოლეონ ქარქაშაძის მოღვაწეობის ეს პერიოდი განსაკუთრებით რთული იყო აფხაზეთში. რუსეთის მიერ წაქეზებული სეპარატისტული ძალები ანტიქართულ მოთხოვნებს აყენებდნენ და კატეგორიულად მოითხოვდნენ აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. ამ ვითარებაში იგი სათავეში ჩაუდგა ქართული საზოგადოების ბრძოლას ერთიანი ქართული სივრცის შესანარჩუნებლად. თავისი მაღალი ავტორიტეტისა და პრინციპული პოზიციის წყალობით, მან მრავალი აფხაზი თანამოქალაქის მხარდაჭერა მოიპოვა და მათი ნაწილის ქართული პოზიციისადმი ერთგულების შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

1982 წელს ნაპოლეონ ქარქაშაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩაის მეურნეობასა და მისი განვითარების პერსპექტივებს ეხებოდა. კვლევა მოიცავდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ჩაის მეურნეობის განვითარების საკითხებსაც. მისი სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი დებულებები განიხილა სრულიად საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ. 1990 წლის სექტემბერში იგი ამ აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს, 1995 წელს – რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო 1996 წელს ამავე აკადემიის უცხოელ წევრად გადაიყვანეს.

1990 წლის ივლისში ნაპოლეონ ქარქაშაძე საკონკურსო წესით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან 14 წელი იმუშავა. ეს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი იყო, რაც, ბუნებრივია, აგრარულ უმაღლეს სასწავლებელსაც დიდ სირთულეებს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, მისი ძალისხმევით შენარჩუნდა ინსტიტუტის სამეცნიერო-პედაგოგიური კადრები, გაიხსნა ახალი სპეციალობები, გაფართოვდა საერთაშორისო თანამშრომლობა და დამყარდა მჭიდრო ურთიერთობები ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან. აგრარული უნივერსიტეტი რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი გახდა, მის ბაზაზე რეგულარულად ტარდებოდა საერთაშორისო სიმპოზიუმები.

სწორედ ამ პერიოდში, მისი ინიციატივით, 1991 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს შეეცვალა სახელწოდება და იგი აგრარულ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა.

ნაპოლეონ ქარქაშაძის საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს მისი არჩევა საერთაშორისო ორგანიზაცია „იკარდას“ თანათავმჯდომარედ, სან-ფრანცისკოში არსებული უმაღლესი სკოლების მსოფლიო ასოციაციის ევროპის სექციის პრეზიდიუმის წევრად, საზღვარგარეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად და პროფესორად, სან-ფრანცისკოსა და უმაღლესი სკოლების საერთაშორისო აკადემიების ნამდვილ წევრად.

1990 წელს საქართველოში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიის აღდგენის შემდეგ, ნაპოლეონ ქარქაშაძე მისი პირველი შემადგენლობის წევრად აირჩიეს. იგი აქტიურად მონაწილეობდა აკადემიის საქმიანობაში და მისი პრეზიდიუმის წევრიც გახდა. 2004 წელს კი აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.

ფართო და მრავალმხრივია აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძის სამეცნიერო მოღვაწეობა. იგი 316 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 10 მონოგრაფიისა და 7 სახელმძღვანელოს, ასევე  ერთი გამოგონების ავტორია. მისი სამეცნიერო კვლევების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მსოფლიო სოფლის მეურნეობა იყო, რომელსაც ორი მონოგრაფია მიუძღვნა. მან აღზარდა ასპირანტებისა და დოქტორანტების არაერთი თაობა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აგრარული მეცნიერების ახალი კადრების მომზადებაში.

სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის აღიარებაა მისი სახელმწიფო ჯილდოებიც. ნაპოლეონ ქარქაშაძე დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნისა“ და „ღირსების“ ორდენებით. 1984 წელს იგი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.

აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი, სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი, სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალისა და ქართული ენციკლოპედიის სოფლის მეურნეობის სექციის წევრი იყო. მისი ინიციატივითა და თანამონაწილეობით, 1992 წელს დაარსდა საქართველოს უმაღლესი სკოლების რექტორთა საბჭო, რომლის პირველი პრეზიდენტიც თავად გახდა.

ნაპოლეონ ქარქაშაძე სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა აქტიურ კავშირს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან და მონაწილეობდა მის სამეცნიერო საქმიანობაში. იგი იყო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის კონსულტანტი აგრარული პროფილის უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან, აგრეთვე აგრარულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში. ამასთანავე, მონაწილეობდა პოპულარული სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიების მუშაობაში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნაპოლეონ ქარქაშაძის პუბლიცისტური და ლიტერატურული მოღვაწეობაც. მას ეკუთვნის არაერთი მწვავე პუბლიცისტური სტატია. იგი სამი პოლიტიკური რომანის – „სტალინის“, „ხრუშჩოვისა“ და „ბრეჟნევის“ ავტორია. მათგან რომანი „სტალინი“ მოსკოვში რამდენჯერმე გამოიცა. 2013 წელს მკითხველმა მიიღო მისი სათავგადასავლო რომანი „აკადემიკოსი გისოსებს მიღმა“, რომელმაც მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია.

აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე იყო გამორჩეული მეცნიერი, ნიჭიერი ორგანიზატორი, უმაღლესი განათლებისა და აგრარული მეცნიერების განვითარების ერთგული მოამაგე, ფართო საზოგადოებრივი ინტერესების მქონე პიროვნება. მისი მოღვაწეობა სცდებოდა ერთი სამეცნიერო დაწესებულების ან ერთი დარგის ფარგლებს. იგი ემსახურებოდა ქართული აგრარული მეცნიერების საერთაშორისო აღიარებას, უმაღლესი განათლების განვითარებასა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეროვნული ინტერესების დაცვას.

მისი სახით ქართულმა მეცნიერებამ დაკარგა ღვაწლმოსილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ხოლო კოლეგებმა, მეგობრებმა და აღზრდილებმა — ღირსეული პიროვნება, რომლის მრავალწლიანი შრომა, პროფესიული გამოცდილება და ქვეყნისადმი ერთგულება მომავალ თაობებს სამაგალითოდ დარჩება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და აღზრდილებს ამ მძიმე დანაკარგს და პატივს მიაგებს მის ნათელ ხსოვნას, რომელიც მუდამ დარჩება მათ გულებში.

                                           საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com