საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

ველური ბუნების მსოფლიო დღე

სიახლეები

3 მარტი ველური ბუნების მსოფლიო დღე

1bfcdd5b 9815 4d25 89fa a9da1ee6169a მიმდინარე წლის 4 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ტრადიციისამებრ გაიმართა ველური ბუნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, ს/მ დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, განყოფილების სტიპენდიატი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი - ნანა გოგინაშვილი, აკადემიის აპარატის მუშაკები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, ასოცირებულმა პროფესორმა, სსმმ აკადემიის სტიპენდიატმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ერუშეთის ეროვნული პარკის ტყის ბიომასისა და მასში დეპონირებული ნახშირბადის დადგენა’’.

დოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა თავისი მოხსენება დაცული ტერიტორიების მნიშვნელობით დაიწყო, ყურადღება გაამახვილა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალურ სახეობებზე, ლანდშაფტების მრავალფეროვნებაზე, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება. ისაუბრა დაცული ტერიტორიების მმართველობაზე, მიზნებზე, კატეგორიებზე, რომელშიც შედის: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. შემდეგ შეეხო საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსების ისტორიას, იმას, რომ საქართველოში ბუნებრივი ტერიტორიების დაცვის ისტორია ჯერ კიდევ XII საუკუნიდან იწყება, თუმცა დაცულ ტერიტორიების ოფიციალურად დაარსებას მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი. აღინიშნა, რომ უკანასკნელ წლებში (2021-2023) ქვეყანაში შეიქმნა 7 დაცული ტერიტორია, მ.შ. ერუშეთის ეროვნული პარკი (11385ჰა). ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე კარგადაა გამოხატული შემდეგი სარტყლები: უროიანი სტეპების, მთის ქსეროფიტების (900-1300მ); ფართოფოთლოვანი ტყის (1300-1900მ); სუბალპური (1850- 2400(2500 მ) არყნარებით (Betula litwinowii), ჭნავით (Sorbus caucasigena, მდგნალით (Salix caprea), მაღალმთის მუხნარებით (Quercus macranthera), ნაძვნარებითა (Picea orientalis) და სუბალპური მდელოებით; ალპური (2500-2950 მ) მაღალმთის მდელოების სხვადასხვა ვარიანტებით მარცვლოვან-ნაირბალახოვანი, მარმუჭიანი (Alchemilla erythropoda), ძიგვიანი (Nardus stricta) და ალპური ხალებით (Campanula aucheri, Carum caucasicum). ცხოველთა სამყაროდან აქ გვხვდება: ამფიბიების - 5 სახეობა; ქვეწარმავლების - 15 სახეობა ქვეწარმავლებიდან გამორჩეულია დარევსკის გველგესლა – სახეობა, რომელსაც უმაღლესი კატეგორია აქვს მინიჭებული IUCN-ის წითელ ნუსხაში; თევზების 16 სახეობა, რომეთაგან აღსანიშნავია საქართველოს წითელი ნუსხის სახეობა – ნაკადულის კალმახი“; ფრინველების - 108 სახეობა, რომელთაგან  საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია, კავკასიური როჭო და კასპიური შურთხი, ასევე, გლობალურად გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ფასკუნჯი და ბექობის არწივი; ძუძუმწოვრების - 45 სახეობა დიდი ზომის ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: მურა დათვი, ევრაზიული ფოცხვერი და არჩვი – საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები; ჩვეულებრივი მაჩვი, შველი და გარეული ღორი; მცირე ზომის ძუძუმწოვრებიდან ყურადღებას იმსახურებს გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი ჭრელტყავა. ერუშეთის დაცულ ტერიტორიები გამოირჩევა მცენარეთა მრავალფეროვნებითაც. აქ გვხვდება უნიკალური სახეობრივი შემადგენლობის მქონე ტყეები, ბუჩქნარები და ბალახეული თანასაზოგადოებები. ასეთია, მაგალითად, სამხრეთ კავკასიური ტიპის ნაძვნარები და ნაძვნარ-სოჭნარები. ასევე, ორიგინალური სახეობრივი კომპოზიცის მქონე - მუხნარების, წიფლნარების და ფიჭვნარების თანასაზოგადოებები. ეროვნული პარკის მცენარეულობის მრავალფეროვნებას, ასევე, ქმნიან მაღალმთის ნაირგვარი მდელოები და მდელოსებრი სტეპები. წითელი ნუსხის ძირითადი სახეობებია: მაღალმთის მუხა (Quercus macranthera) უხრავი (Ostrya carpinifolia) პატარა თელადუმა (Ulmus minor) კაკალი (Juglans regia) ტიგრანის დიდგულა (Sambucus tigranii). ერუშეთის ეროვნული პარკის არსებობა რეგიონში, უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ეკოტურისტულ სერვისებში. რაც შეეხება ერუშეთის ეროვნული პარკის ტყის ბიომასასა და მასში დეპონირებული ნახშირბადის რაოდენობას, ერუშეთის ეროვნული პარკის ტყის ბიომასა, სადაც გაბატონებულ მერქნიან სახეობებს შორის აღსანიშნავია არყი (ლ), არყი (მ), ვერხვი, მდგნალი, მუხა ქ., მუხა (მმთ.), ნაძვი, რცხილა, უხრავი, ფიჭვი - შეადგენს სულ 913781 ტონას, ხოლო მასი დეპონირებული ნახშირბადი - 491770 ტ-ს.

სხდომა შეაჯამა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის სხდომის მუშაობაში აქტიური ჩართულობისათვის. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვა-გადაწყვეტას.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

20240301 130550   2024 წლის 1 მარტს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ. 

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.          

2.2030 წლამდე პერიოდისათვის სოფლისა დასოფლის მეურნეობის განვითარება-მოდერნიზაციის პროგრამის შედგენის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი - სამეცნიერო მიმართულებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

3.აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა დa 2024 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

4.აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

5. აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

6.აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

7.აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

8.აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ასათიანი; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 9. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

     მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების  კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

10. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და 2024 წლის ამოცანების შესახებ.

   მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი   ჯემალ გუგუშვილი.

11. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრების არჩევის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

12. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის არჩევის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

13. ინფორმაცია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში „ქართული ხორბლის მოყვანისა და გამოყენების ტრადიციების“ შეტანის მიზნით მიმდინარე პროექტის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

სხდომის თავმჯდომარე: აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;

მდივანი: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

კრებას ესწრებოდნენ აკადემიკოსები: ალექსიძე გურამი, ასათიანი რევაზი, ბაღათურია ნუგზარი, გიორგაძე ანატოლი, გუგუშვილი ჯემალი, დიდებულიძე ალექსანდრე, დოლიძე ლაშა, კაციტაძე ჯემალი, კვალიაშვილი ვაჟა, კვესიტაძე ედიშერი, კოპალიანი როლანდი, მარგველაშვილი გოგოლა, მახარობლიძე რევაზი, პაპუნიძე გურამი, რევიშვილი თემური, ტყემალაძე გურამი, უჯმაჯურიძე ლევანი, ფუტკარაძე ზაური, ყურაშვილი თენგიზი, ჩანქსელიანი ზაური, ჩხარტიშვილი ნოდარი, ცანავა ვალერიანი, ცქიტიშვილი ზურაბი, ჭითანავა ნოდარი, ჯაბნიძე რეზო, ჯაფარიძე გივი.

აკადემიის სტიპენდიატები: ბენაშვილი მამუკა, დუღაშვილი დარეჯანი, კაციტაძე ეკატერინა, ტიგინაშვილი ზვიადი, ქავთარაძე გიორგი, ქუთელია გიორგი, ქვარცხავა გიორგი, ჯაბნიძე ნატო.

მოწვეული სტუმრის სტატუსით: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, აკადემიის პრეზიდიუმის წევრი ტექნიკის დოქტორი, ომარ კაჭარავა; აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე საერთო საკითხებში (საერთაშორისო ურთიერთობები, პროგრამები და საგრანტო პროექტების მიმართულებები), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბაციკაძე თამაზი; იურიდიული სამსახურის უფროსი ქარქაშაძე თენგიზი; აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და საქმიანობის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი; აკადემიური დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტები: ჩაიკა ლარისა; თარხნიშვილი დალი, მოსაშვილი მარიამი; აკადემიის კადრების ინსპექტორი მიგრიაული ეკატერინე.

     აკადემიის საერთო კრების მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ.

     აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის სრული მოხსენება შეგიძლიათ იხილოთ აკადემიის ვებ-გვერდზე

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი