საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

მეცნიერების მსოფლიო დღე

სიახლეები

მეცნიერების მსოფლიო დღე -

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

f7e45edc d5a6 49fc b7d0 2076025e79c0მეცნიერების თითოეულ მიმართულებას უდიდესი როლი ენიჭება კაცობრიობის განვითარებაში. იგი პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს და ცოდნას ადამიანთა კეთილდღეობის, მშვიდობისა და პროგრესის სამსახურში აყენებს. ამ მხრივ, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ აგრარული დარგის მეცნიერები, რომელთა მრავალწლიანი თავდადებული შრომა, პროფესიონალიზმი და სამეცნიერო ძიებები მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს არა მხოლოდ აგრარული მეცნიერების განვითარებაში, არამედ მთლიანად კაცობრიობის წინსვლასა და მსოფლიო პროგრესში.

აგრარული მეცნიერების მიღწევები ქმნის საფუძველს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის, ხელს უწყობს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და წარმოების ეფექტიანობის ამაღლებას. სწორედ ამ მიმართულებებით გაწეული სამეცნიერო საქმიანობა განსაზღვრავს მომავლის განვითარების მნიშვნელოვან პერსპექტივებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური გამოწვევების პირობებში. d78bb684 2f32 4990 8fee 42d9ca032933

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ყოველწლიურად საზეიმოდ აღინიშნება მეცნიერების მსოფლიო დღე. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი.

საზეიმო სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან ყურადღება გაამახვილა აგრარიკოს მეცნიერთა ღვაწლსა და მათი კვლევების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც აგრარულმა მეცნიერებამ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მიაღწია. ამასთან, აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რადგან მოსახლეობის ზრდა და ბუნებრივ-კლიმატური ცვლილებები არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს როგორც მსოფლიოს მოსახლეობას, ისე აგრარულ მეცნიერებასა და მის წარმომადგენლებს. აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ ისიც აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ორმაგად საზეიმოა, რადგან დაჯილდოვდებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი პრემიების მოსაპოვებელ კონკურსში გამარჯვებული მეცნიერები.

ca8238e7 c481 47bd a82f 4d4a221800edდამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მეცნიერების მსოფლიო დღე მიულოცა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის, თავისებურებებს და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, აგრარულ მეცნიერებასა და სოფლის მეურნეობას ქვეყნის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მან თითოეულ დამსწრეს მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი დღე და წარმატებები უსურვა მათ საქმიანობაში.6cb1ad76 a30a 4629 ac9c 7fbb9e507ec0

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აკადემიკოსი თემურ რევიშვილი, რომელმაც განსაკუთრებული სითბოთი გაიხსენა სერგი დურმიშიძე. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მისთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან სერგი დურმიშიძის სახელობის პრემია მიენიჭა.

აუდიტორიის წინაშე წარდგა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ცოტნე სამადაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას მისთვის ლეონარდ დეკაპრელევიჩის სახელობითი პრემიის მინიჭებისთვის.

საზეიმო სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი; მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, დოქტორი მაია ფეიქრიშვილი და მოწვეული სტუმრები.

შემდეგ გაიმართა აკადემიის მიერ გამოცხადებულ გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი პრემიების მოსაპოვებელ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ თითოეულ გამარჯვებულს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი ჯილდო და შემდგომი შემოქმედებითი წარმატებები და ახალი სამეცნიერო მიღწევები უსურვა.

  e7479614 70de 46f8 82ce ef8594fb95ed

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com