საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

მილოცვა

სიახლეები

ჭეშმარიტი მამულიშვილი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

თამაზ ბაციკაძე - 80

 

aaaaaaaaaaaaaaa  2024 წლის 10 ოქტომბერს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 57 წელი შეუსრულდა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ბატონ თამაზ ბაციკაძეს.

        საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრმა (აკადემიკოსმა), საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, პრეზიდიუმის წევრმა, სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ღირსების მედლისა და ღირსების ორდენის კავალერმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწემ, ბატონმა თამაზ ბაციკაძემ უკვე მრავალი წელია საყოველთაო აღიარება ჰპოვა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მეცნიერთა შორისაც.  

           ბატონი თამაზ ბაციკაძე დაიბადა 1944 წლის 10 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1967წ. წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1967-1973 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის ასისტენტი. 1973 წლიდან, საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდგომ, ამავე კათედრის დოცენტია. 1977-78 წლებში ის პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა საფრანგეთში პარიზის მეშვიდე უნივერსიტეტში, ხოლო 1990-91 წლებში მოღვაწეობდა აშშ-ში ვისკონზინის და მედისონის უნივერსიტეტებში. 1982-85 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1987-2005 წლებში - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი ჯერ დაუსწრებელი სწავლების, შემდეგ კაპიტალური მშენებლობისა და პერსპექტიული განვითარების დარგში. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში აშენდა და ექსპლუატაციას გადაეცა: მეტალურგიის ფაკულტეტის სასწავლო-ლაბორატორიული კორპუსი, გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო ლაბორატორიული კორპუსის 1 რიგი, მუზეუმი, სპორტული დარბაზი, მიკროელექტრონიკის ცენტრის შენობა, სპორტული მოედნები, დახურული საცურაო აუზი, საცხოვრებელი სახლები თანამშრომლებისთვის, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი ნუცუბიძის პლატოზე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბაზა დაბა ლესელიძეში და სხვა. შეიქმნა ექსპერიმენტული სამშენებლო-სასწავლო სამმართველო, სადაც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ძირითადად სამშენებლო და მონათესავე ფაკულტეტების სტუდენტები ასრულებდნენ.

            1998 წელს პროფესორ თ. ბაციკაძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

ბატონმა თ. ბაციკაძემ 1998 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის წოდება. 1997-1999 წლებში იგი შეთავსებით ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სამშენებლო მექანიკის“ კათედრას. 1999 წელს აირჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის განყოფილების გამგედ და პრეზიდიუმის წევრად.

           2005-2009 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო დეპარტამენტის უფროსი და მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის სრული პროფესორია. 2006-2016 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრია. 2009 წლიდან 2022 წლამდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების სამსახურისა და საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის უფროსი. 2022 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო, საგამოცდო ლაბორატორიას.

          პროფესორი თამაზ ბაციკაძე 2021 წლის აგვისტოდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე საერთო საკითხებში (საერთაშორისო ურთიერთობები, პროგრამები და საგრანტო პროექტების მიმართულებები).

            ბატონი თამაზი 2010 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი, სამეცნიერო შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი, ევროკავშირის მეცნიერებებისა და განათლების განვითარების შეფასების ჟიურის წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნიკური ჟურნალის „მშენებლობა“ სარედაქციო კოლეგიის თავჯდომარის მოადგილე. მისი სამეცნიერო მიმართულებაა მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკა. მიღებული აქვს მნიშვნელოვანი შედეგები ფილების და გარსების პლასტიკური დეფორმაციების და მზიდუნარიანობის პრობლემების გადაწყვეტაში.

            განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბატონი თამაზის ღრმა ფილოსოფიური ნაშრომები, რომელთა შორისაა: „რას ვაკეთებთ „სიკვდილის“ შემდეგ“; „როგორ დავრწმუნდეთ სულის უკვდავებაში“; „ვინ ვართ და სად ვიმყოფებით გარდაცვალების შემდეგ“ და სხვა.

           პროფესორი თ. ბაციკაძე არის საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი. დაჯილდოებულია ღირსების მედლით (1998 წ), ღირსების ორდენით (2003წ). არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გამოცემული აქვს 11 სახელმძღვანელო, მათ შორის ფრანგულ და რუსულ ენებზე, აგრეთვე 4 მონოგრაფია და მეთოდური ხასიათის ნაშრომები. სახელმძღვანელოებს მინიჭებული აქვთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გრიფი და რეკომენდირებულია ყველა ტექნიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

 

ბატონო თამაზ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ თქვენ, ღირსეულ მამულიშვილს, აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ მეუღლეს, მამასა და ბაბუას დაბადების მე-80, სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 57-ე წლისთავს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი