საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

პროექტის განხილვა

სიახლეები

სწავლულ ექსპერტთა რეესტრის პორტალის პროექტის განხილვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

329777032 854136465675677 7987617863996383650 n  მიმდინარე წლის 2 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია „სწავლულ ექსპერტთა რეესტრის“ პორტალის შექმნის საკითხებთან დაკავშირებით. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა, დალი თარხნიშვილი, ქეთევან ჭიპაშვილი და მარიკა მოსაშვილი.

ინფორმაცია „სწავლულ ექსპერტთა რეესტრის“ პორტალის შექმნასთან დაკავშირებით აუდიტორიას მიაწოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ფილოსოფიის დოქტორმა ზურაბ ჯიბლაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, თითქმის ორი წელია მუშაობს წარმოდგენილი პორტალის შექმნაზე. უკვე მომზადებულია პირველი სამუშაო ვერსია, განისაზღვრა ძირითადი პარამეტრები, რომელი კრიტერიუმებითაც შეირჩევიან სწავლული ექსპერტები.

ბატონმა ზურაბმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში მომრავლდა ე. წ. „ექსპერტად“ წოდებული პირები, რომელთა პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია ხშირ შემთხვევაში გარკვეულ კითხვებს ბადებს. ამიტომ საჭირო გახდა ქვეყანაში შექმნილიყო ერთიანი ბაზა, სადაც თავს მოიყრიდნენ სხვადასხვა დარგის ქმედუნარიანი მეცნიერ-სპეციალისტები,   რომელთა კომპეტენციაც ეჭვს არ გამოიწვევდა. შესაბამისად, სწავლული ექსპერტად უნდა იწოდებოდეს სამეცნიერო ხარიხის და/ან სხვა სამეცნიერო წოდებების მქონე პირი, რომლის კომპეტენციაც დადასტურებული იქნება მისი სამეცნიერო-პრაქტიკული მოღვაწეობის აღიარებული შედეგებით. რაც შეეხება სწავლულ ექსპერტთა რეესტრის მიზანს, ესაა სახელისუფლო ორგანოებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, ბიზნეს სექტორისთვის, კვლევითი დაწესებულებებისთვის და გადაწყვეტილების მიმღები სხვა პირებისთვის, გამართული მექანიზმის უზრუნველყოფა, რათა მსურველებმა ადვილად მიიღონ ინფორმაცია, კონსულტაციები და შესაბამისი ექსპერტული მომსახურება, სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად. შემდეგ ბატონმა ზ. ჯიბლაძემ აუდიტორიას წარუდგინა „სწავლულ ექსპერტთა რეესტრის“ პორტალის სამუშაო ვერსია, ფილტრები (მიმართულება, დარგი, ქვედარგი, რეგიონი, უცხოეთი), რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ექსპერტის მოძიება სასურველი სფეროსა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

პრეზენტაციის ბოლოს, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი „სწავლულ ექსპერტთა რეესტრის“ პორტალი ჯერ-ჯერობით მხოლოდ სამუშაო ვერსიაა და მასზე მომუშავე ჯგუფი სიამოვნებით გაითვალისწინებს შენიშვნებსა და სურვილებს.

„სწავლულ ექსპერტთა რეესტრის“ პორტალთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორმა, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რევაზ მახარობლიძემ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ შესრულებულია მეტად მნიშვნელოვანი, რთული და დიდი მოცულობის სამუშაოები, და რომ ის პარამეტრები, რომელი კრიტერიუმებითაც შეირჩევიან სწავლული ექსპერტები, საუკეთესოდ გამოავლენს დარგის ჭეშმარიტ პროფესიონალებს.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ. მან თავისი და დამსწრე საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა ბატონ ზურაბ ჯიბლაძეს მობრძანებისა და საინტერესო პრეზენტაციისათვის.  

„სწავლულ ექსპერტთა რეესტრის“ პორტალი შეგიძლიათ იხილოთ  

             ვებ.გვერდზე: rle.gtu.ge

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი