საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სემინარი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში თემაზე: „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“.

სიახლეები

 

საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2021 წლის 17 ივნისს, აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებამ ჩაატარა სემინარი, რომელიც მიეძღვნა გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს. სემინარი ჩატარდა დევიზით: „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“.

            სემინარს ესწრებოდნენ: აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს- მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიკოსები: ნუგზარ ბაღათურია, იუზა ვასაძე, ზაურ ჩანქსელიანი, ნოდარ ჩხარტიშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები, სოფლის მეურნეობის დოქტორები მარინე ბარვენაშვილი და რევაზ ლოლიშვილი.

            სემინარი გახსნა აკადემიკოს-მდივანმა გოგოლა მარგველაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო გაეროს ასამბლეის გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მასში შემავალმა ქვეყნებმა უნდა დაიცვან გარემო ამ ნეგატიური მოვლენისაგან და დააფინანსონ საჭირო პრევენციული პროგრამები.

            ამის შემდგომ სემინარზე მოხსენებით გამოვიდნენ: აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი - „გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - 17 ივნისი“ და სოფლის მეურნეობის დოქტორი რევაზ ლოლიშვილი 1. „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“ და 2. “კლიმატის ცვლილების გავლენა აღმოსავლეთ საქართველოს დამლაშებული ნიადაგების ფართობის ზრდაზე, ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის გაუარესებაზე“.

            აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ დედამიწის ხმელეთის ტერიტორიის მეოთხედი უდაბნოდ გადაქცევის საფრთხის ქვეშ დგას. არსებობს წარმოდგენა - თითქოს უდაბნო ეს სრულიად უდაბური ადგილია, მაგრამ სინამდვილეში ის არის მკაცრ პირობებთან ადაპტირებული უამრავი ცხოველისა და მცენარის საარსებო გარემო. დედამიწის მოსახლეობის 1/6 ნაწილი უდაბნოს პირობებში ცხოვრობს. ადამიანებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან უდაბნოს შესახებ და აუცილებელია გაიმიჯნოს უდაბნო გაუდაბნოებისაგან. არავინ არ იცის რამდენი ცივილიზაციაა დამარხული ქვიშის ქვეშ, ან რამდენი საიდუმლოა კიდევ აღმოუჩენელი. ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ უდაბნო არაფრითაა საინტერესო და გამორჩეული, თუმცა თავისი უნიკალური თვისებების გამო მრავალ მოგზაურსა თუ თავგადასავლის მოყვარულს იზიდავს.

            მომხსენებელმა - დოქტორმა რევაზ ლოლიშვილმა თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, თუ როგორ პირობებში მიმდინარეობს გაუდაბნოება. მან აღნიშნა, რომ გაუდაბნოება არის მიწის დეგრადაცია სუბჰუმიდურ და არიდულ ადგილებში გამოწვეული სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით, მათ შორის კლიმატის ცვლილებით და ადამიანის საქმიანობით. აღნიშნული პროცესის შედეგია ნიადაგი, რომელზეც ფაქტიურად არაფერი არ იზრდება. ამ პრობლემის წინაშე იმიტომ აღმოვჩნდით, რომ ზედმეტად გულგრილი ვიყავით მიწის მიმართ. ჩვენ ვაწარმოებდით მიწის გადაჭარბებულ ექსპლუატაციას. არარაციონალურად ვიყენებდით და უპასუხისმგებლოდ ვცდილობდით მისგან უკანასკნელი რესურსის ამოღებას. გაუტყეურებამ (ტყისგაჩეხვა), ცხოველების გადამატებულმა ძოვებამ, არასწორმა რწყვამ - დააქვეითა და კვლავ მიმდინარეობს ნიადაგის ნაყოფიერების დაცემა. ამ მხრივ „ცეცხლზე ნავთს ასხამს“ კლიმატის ცვლილებაც. გაუდაბნოებას დაქვემდებარებული ეკოსისტემები ძალზე მგრძნობიარეა. მათ უზარმაზარი ტერიტორიები უკავიათ, მათ შორის მშრალ მიწებს - ხმელეთის ერთი მესამედი.

            გამოსავალს არსებული სიტუაციიდან წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შერბილება სათბურის გაზების ემისიის შემცირებით. ეს შესაძლებელია ფოტოზინთეზის გაძლიერებით. კერძოდ, ცარიელი ფართობების მცენარეებით ათვისებით, ტყის ფართობების გაზრდით, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებით და ჯანსაღი ეკოსისტემების აღდგენით.

            წარმოდგენილ საკითხების აქტუალობასა და სემინარის თემის მნიშვნელობაზე თავის აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა ნოდარ ჩხარტიშვილმა, იუზა ვასაძემ და ნუგზარ ბაღათურიამ. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დეგრადირებული მიწების აღდგენა უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, სურსატის უსაფრთხოებასა და უვნებლობას. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების აღდგენას.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი