საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სსმ სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ანგარიში

სიახლეები

საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა  აკადემიაში

 

2018 წლის 30 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოსმენილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების მე-2 თავის 5-ბ მუხლის შესაბამისად: „აკადემია იხილავს და აფასებს აგრარული სფეროს  სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართ­ლებრივი ფორმის მიუხედავად) სამეცნიერო საქმიანობის ამსა­ხ­ველ წლიურ ანგარიშებს და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლება­მო­სი­ლია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორ­მა­ცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები - დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს“.

აკადემიის პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები და მოწვეული სტუმრები სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან - დირექტორი პროფ. ლევან უჯმაჯურიძე, დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, ცენტრის დეპარტამენტების და სამსახურების ხელმძღვანელები.Centri 2018 1

უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრის ხელმძღვანელის ძირითად პრეზენტაციამდე ცენტრის თითოეული დეპარტამენტისა და სამსახურის ანგარიშები ფართოდ იქნა განხილული აკადემიის დარგობრივ სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე, სადაც გამოითქვა მრავალი მოსაზრება და სურვილები ცენტრის ამა თუ იმ განყოფილების მუშაობის შეფასების დროს.

პრეზენტაცია „სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში“ პრეზიდიუმის სხდომას წარუდგინა  ცენტრის დირექტორმა, პროფ. ლ. უჯმაჯურიძემ. მომხსენებელმა ფართოდ მიმოიხილა 2017 წელს განხორციელებული პროექტები, დეტალურად გააცნო მსმენელებს თითოეული დეპარტამენტისა და სამსახურის მიერ საანგარიშო წელს გაწეული მუშაობა; სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ახორციელებს 4 ძირითად პროგრამას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში და აგრარული მეცნიერების განვითარების მიმართულებით, რომელშიც ჩართულია 90 მეცნიერი და მუშავდება 52-ზე მეტ სამეცნიერო პროექტი, რომელთა ძირითადი მიმართულებებია:

მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება და გაუმჯობესება, მცენარეთა ახალი ჯიშების გამოცდა და სელექციური სამუშაოების აღდგენა;  ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება, დეგრადირებული ნიადაგების რეაბილიტაცია; ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისა და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობა; თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემის შემუშავება; ახალი ტექნოლოგიების ადაპტაცია და გავრცელება; სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფა;  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის ამაღლება; ბიომეთოდების შემუშავება და ბიომეურნეობების განვითარების ხელშეწყობა;  სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა ექსტენცია და სხვა.

Centri 2018 2მოხსენების შემდეგ  ცენტრის მუშაობა შეაფასეს სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა. ერთხმად აღინიშნა, რომ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს საანგარიშო პერიოდში ჰქონდა  საკმაოდ  კარგი შედეგები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და გამოიკვეთა დადებითი პერსპექტივები, რომელიც ცენტრს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციად წარმოაჩენს. გამომსვლელებმა გამოთქვეს საინტერესო წინადადებები და სურვილები, რომელიც ცენტრის სამომავლო საქმიანობას შეეხებოდა. მათ შორის აკად. ნ. ჭითანავამ დადებითად შეაფასა ცენტრის მუშაობა და შესთავაზა ცენტრის ხელმძღვანელობას ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება საქართველოს მიწის რესურსების მართვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

სხდომის თავმჯდომარემ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ შეაჯამა პრეზიდიუმის სხდომის მუშაობა და დადებითად შეაფასა სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განვლილი საქმიანობა და წინადადება შემოიტანა, რომ მიზანშეწონილია ცენტრსა და აკადემიას შორის გაფორმდეს თანამშრომლობის მემორანდუმი, გამოყენებული იქნეს აკადემიის სამეცნიერო პოტენციალი და გამოცდილება, რაც კიდევ უფრო მეტად ჩართავს აკადემიის მეცნიერებს ცენტრის სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ცენტრის მომავალ საქმიანობას.

Centri 2018 3

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა.
სხდომის თავმჯდომარე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე
(30.05.2018)

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი