საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

11 თებერვალი - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

სიახლეები

   326467321 1038039490509858 5738394643510236075 n  მიმდინარე წლის 13 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს. სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოს გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის ბრძანდებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი ზაზა მარუაშვილი, მეცნიერების დეპარტამენტის თანამშრომელი ზურაბ ხუციშვილი და აგრარულ დარგში მოღვაწე მეცნიერ-აგრარიკოსი ქალბატონები.

სხდომა გახსნა და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ.   მან მოკლედ მიმოიხილა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის დაარსების მიზანი. აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში მეცნიერების სხვადასხვა დარგში არაერთი მეცნიერი ქალბატონი მოღვაწეობს, რომელთა შორის მრავლად არიან წარმატებული მეცნიერი აგრარიკოსი-ქალბატონები. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის აგრარული მეცნიერების და შესაბამისად დარგის განვითარებაში, რის გამოც აღნიშნული ქალბატონების შრომა და ღვაწლი მეტად საგულისხმო და დასაფასებელია. შემდეგ ბატონმა გურამმა სიტყვა გადასცა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულ მდივანს, დოქტორ მარინე ბარვენაშვილს, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით: „საქართველოს აგრარული დარგის გამოჩენილი მეცნიერო ქალები“. 326703791 572984761376929 7306959582007716235 n

დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა მიმოიხილა აგრარულ დარგში მოღვაწე წარსულის და თანამედროვეობის გამოჩენილი მეცნიერი ქალბატონების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ამსახველი მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მ. შ. ქსენია ბახტაძის, რომელიც გახლდათ პირველი ქართველი აკადემიკოსი ქალბატონი. მის მიერ გამოყვანილი ჩაის 19 ჯიშიდან, "ქართული სელექციური ჩაი №1"-ს, და "ქართული სელექციური ჩაი №2"-ს, შექმნისათვის 1948 წელს ქალბატონ ქსენია ბახტაძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია. ქვეყნის წინაშე არანაკლები დამსახურება მიუძღოდა ქალბატონ რუსუდან ხუბუტიასაც, რომლის სამეცნიერო მოღვაწეობა ეხებოდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასარეველიანობის პრობლემას, აგროცენოზის ფორმირების კანონზომიერებებს, სარეველების მავნეობის, ბიოეკოლოგიის ასპექტებს. ქალბატონი რუსუდანი გახლდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ/კორესპონდენტი.

რაც შეეხება დღევანდელობას, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსზე, ქალბატონ გოგოლა მარგველაშვილზე, რომელიც ამავდროულად გახლავთ აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. სპეციალობით აგროქიმიკოსი, იგი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში ერთადერთი ქართველი აკადემიკოსი ქალია. საყურადღებოა ისიც, რომ აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი ითვლება აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგებში ფოსფორიანი სასუქების ეფექტური გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების დამუშავების ქართული სამეცნიერო სკოლის ხელმძღვანელად. შემდეგ დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ლამარა ჯიქიას, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ზაირა ქაფიაშვილის, ბიოლოგიის მეცნირებათა დოქტორის მზაღო ლობჟანიძისა და სოფლის მეურნეობის დოქტორის ნატალია დიაკოვას სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის შესახებ, მათ ღვაწლზე აგრარული მეცნიერების განვითარების საქმეში.

მოხსენების დასასრულს დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა დარბაზში მყოფ მეცნიერ-ქალბატონებს კიდევ ერთხელ მიულოცა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, უსურვა დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და წარმატება სამეცნიერო საქმიანობაში.

331477159 930377924979545 2060607649350904352 nდოქტორ მ. ბარვენაშვილის მოხსენების შემდეგ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ სიტყვა გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსს, ბატონ ზაზა მარუაშვილს. ბატონმა ზაზამ დარბაზში მყოფ ქალბატონებს მიულოცა ღირსშესანიშნავი თარიღი და წინსვლა უსურვა თავიანთ დარგებში. შემდეგ ისაუბრა ქართველ მეცნიერ ქალბატონებზე,   მათ როლზე ქვეყანაში მეცნიერების განვითარების მიმართულებით, ასევე ქვეყნის მასშტაბით ზემოაღნიშნულ თარიღთან ჩატარებულ ღონისძიებებზე და აქტივობებზე. ბატონმა ზაზამ იმედი გამოთქვა, რომ მეცნიერი ქალი-აგრარიკოსები კვლევაც ჩვეული შემართებითა და ენთუზიაზმით გააგრძელებენ თავიან საქმიანობას და საკუთარ სიტყვას იტყვიან როგორც სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ასევე მომავალი თაობის განათლების კუთხით.

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის ბოლოს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ აგრარულ დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა 19 წარმატებული ქალბატონი, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.  327106856 1553379305128378 8240946318558531430 n

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოებულმა ქალბატონებმა მადლობა გადაუხადეს აკადემიის პრეზიდენტს ესოდენ დიდი დაფასებისათვის და აღუთქვეს, რომ კვლავაც დიდ შემართებით გააგრძელებენ შემოქმედებით და სამეცნიერო საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.            

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი