საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სიახლეები

BACSA -ს საერთაშორისო კონფერენცია მეაბრეშუმეობაში

სიახლეები

      2017 წლის 01 - 07 აპრილს, Aზერბაიჯანის ქალაქ შეკში ჩატარდა შავი, კასპიის ზღვების და ცენტრალური აზიის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე “კლიმატის და სასუქების ცვლილება-ახალი გამოწვევები მეაბრეშუმეობაში”. Bacsa 2

       კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, საქართველოს, Aზერბაიჯანის, რუსეთის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, ტაილანდის და კუბის მეაბრეშუმეობის წამყვანმა მეცნიერებმა, ბიზნესმენებმა, მეაბრეშუმეობის კოოპერატივებმა და კერძო დამსაქმელებმა.

    საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ე. შაფაქიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ნ. ბარამიძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ი. გუჯაბიძე და ლაბორატორიის თანამშრომელი ზ. წყარუაშვილი.

     Bacsa 3კონფერენციის მუშაობას ხელმძღვანელობდა BACSA -ს პრეზიდენტი, პროფ. პანომირ ცენოვი (ბულგარეთი). მანვე გააკეთა შესავალი მოხსენება “კლიმატის ცვლილებების გავლენა ევროპის, კავკასიის რეგიონის და ცენტრალური აზიის მეაბრეშუმეობაზე”.

     საინტერესო მოხსენებებით და წინადადებებით გამოვიდნენ კონფერენციის მონაწილე ყველა დელეგაციის წევრები. აკადემიკოსმა ე. შაფაქიძემ კონფერენციის პლენარულ სხდომაზე გააკეთა მოხსენება თემაზე: “საქართველოს მეაბრეშუმეობა – გუშინ, დღეს და ხვალ”, ხოლო კონფერენციის მეორე დღეს აკად. ე. შაფაქიძემ გააკეთა პრეზენტაცია “თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები მეაბრეშუმეობაში”, რომელმაც მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

     კონფერენციის მსვლელობისას ხაზი გაესვა მოსაზრებას, რომ საჭიროა ქმედითი დახმარება გაეწიოს ყოფილი საბჭოთა კავშირის მეაბრეშუმეობის მწარმოებელ რესპუბლიკებს – საქართველოს, აზერბაიჯანს, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, უკრაინას და კონფერენციამ თხოვნით მიმართა მეაბრეშუმეობის წამყვან ქვეყნებს ჩინეთს და ტაილანდს ქმედითი დახმარება გაუწიონ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს ამ მიმართულებით.Bacsa 4

          კონფერენციის პროგრამით ჩატარდა გამსვლელი სემინარი ქ. შეკის მეაბრეშუმეობის კომბინატში, სადაც ძალზე საინტერესო მასალაა წარმოდგენილი ძაფის ამოსახვევი თანამედროვე მანქანების, საქსოვი და სამღებრო საამქროების სახით.

       კონფერენციის ფარგლებში გაიმართა BACSA -ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც პროფ. პანომირ ცენოვის წინადადებით კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის თხოვნით მიმართვის შესახებ, რათა საქართველოს მთავრობამ განიხილოს  2019 წლისათვის BACSA -ს მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესაძლებლობა საქართველოში. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ეს იქნება დიდი სტიმული არა მარტო საქართველოს მეაბრეშუმეებისათვის, არამედ მთლიანად მეაბრეშუმეობის დარგისათვის.

Bacsa 1

მარცხნიდან: BACSA -ს პრეზიდენტი პროფ. პ. ცენოვი, დოქტ. ნ. ბარამიძე და

აკად. ე. შაფაქიძე.

 

საერთაშორისო კონფერენცია ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში

სიახლეები

         ვინიცის (უკრაინა) ეროვნულმა აგრარულმა უნივერსიტეტმა 29-30 მარტს უმასპინძლა მე-IX საერთაშოროსო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას “მეცხოველეობის პროდუქტების ხარისხის,  უვნებლობის, წარმოებისა და გადამუშავების ამაღლების თანამედროვე პრობლემები”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.

     Ukraina 2017 2კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო მეცხოველეობის ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების თანამედროვე სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული გამოცდილების განვრცობა-გაზიარება, მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება და საწარმოო და გადამამუშავებელი წარმოებების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლი გზების ძიება. კონფერენციაზე მუშაობდა ოთხი სექცია: კლასიკური და ალტერნატიული ტექნოლოგიები მეცხოველეობაში; ინოვაციები სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და აკვაკულტურის კვებაში; სამეცნიერო კვლევების მდგომარეობა და პერსპექტივები ცხოველთა სელექციაში, გამრავლებასა და ჰიგიენაში; ინოვაციური საკვები პროდუქტების და ნედლეულის ფორმირება, ხარისხისა და უვნებლობის კონტროლი.

      Ukraina 2017 3კონფერენიცია გახსნა ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა გრიგორი კალეტნიკმა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა ვიქტორ მაზურმა, პრორექტორმა ალექსანდრე იარემჩუკმა.

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები მოლდოვადან, საქართველოდან, ბელორუსიდან, ასევე უკრაინის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან და უნივერსიტეტებიდან. პლენარულ სხდომაზე და ოთხ სექციაში მოსმენილი იქნა სულ 142 სამეცნიერო მოხსენება.

     კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ფაკულტეტის დეკანმა ოქსანა სკორომნამ. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

 Ukraina 2017 1

მარცხნიდან: გრიგორი კალეტნიკი - ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პრეზიდენტი; ანატოლი გიორგაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე; ვიქტორ მაზური - ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის რექტორი


სემინარი მიძღვნილი ტყის საერთაშორისო დღისადმი

სიახლეები

2017 წლის 22 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სემინარი მიძღვნილი  ტყის საერთაშორისო დღისადმი.

Seminari satkeo 1                                           დღის წესრიგი:

1. „ტყის საერთაშორისო მნიშვნელობა და სატყეო მეურნეობის ოპტიმიზაციის პერსპექტივები“ .

მომხსენებლები: აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე, სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, აკადემიკოსი რ. ჩაგელიშვილი; სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გ. გაგოშიძე.

2. ქ. თბილისის მწვანე საფარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებები.Seminari satkeo 2

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნ. ლომიძე

სემინარს ესწრებოდნენ სატყეო დარგის მოწვეული სპეციალისტები: ს/მ მეცნიერებათა დოქტორი ლ. დოლიძე, ს/მ დოქტორი, მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ბუნებრივი რესურესების უფროსი სპეციალისტი ზ. ტიგინაშვილი, მეტყევე–ექსპერტი მ. დვალი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი ა. სუპატაშვილი, ასევე სატყეო დარგის წარმომადგენლები – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები გ. ვაჩნაძე, ბ. თავაძე, გ. წერეთელი, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დაცვის განყოფილების უფროსი მ. ებრალიძე და რეინჯერი ბ.დიღმელაშვილი.

Seminari satkeo 3სემინარის მონაწილეებს ტყის საერთაშორის დღე მიულოცა და მის დიდ მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, მანვე მიმოიხილა საქართველოს ტყეების თანამედროვე მდგომარეობა, შეფასება მისცა მიმდინარე სატყეო–სამეურნეო ღონისძიებათა ეფექტურობას და ხაზი გაუსვა საქართველოს სოფლის სეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და კონკრეტულად სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების როლს დარგობრივ უწყებებთან და ზოგადად სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, სატყეო მეურნეობის ოპტიმიზაციის ღონისძიებების დასახვისა და რეალიზაციის საქმეში.Seminari satkeo 4 აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ უპირველეს და უმთავრეს ამოცანად სატყეო–სამეურნეო საქმიანობათა საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოფა და „ტყის კოდექსის“ საპარლამენტო განხილვისათვის მზადების  დაჩქარება მიიჩნია.

მოხსენების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკად. რ. ჩაგელიშვილმა, აკად. შ. ჭალაგანიძემ, მეტყევე–ექსპერტმა მ.დვალმა, ს/მ მეცნიერებათა დოქტორმა ლ.დოლიძემ, პროფესორებმა ა.სუპატაშვილმა, ბ. თავაძემ, ნ. ლომიძემ და გ.გაგოშიძემ.

სემინარის მუშაობა შეაჯამა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. 

 

 

აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა

სიახლეები

       2017 წლის 20 მარტს ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელსაც საბჭოს წევრების და მოწვეული სტუმრების გარდა ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური, საქართველოს აგრარული და გრ. ფერაძის უნივერსიტეტების სტუდენტები.

            დღის წესრიგი:

1.     საქართველოს ბრუცელიოზის პრევენციისა და კონტროლის პროგრამის შესახებ. მომხსენებელი-ვეტერინარიის დოქტორი ლაშა ავალიანი;

2.     დავუბრუნოთ ქართულ ფუტკარს თავისი სახელი. მომხსენებელი - ლიზა ბალიაშვილი.

20 marti 01საბჭოს სხდომის დასაწყისში აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ დამსწრე საზოგადოებას და სტუდენტებს გააცნო აკადემიის მოკლე ისტორია,  სტრუქტურა, მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები, აკადემიის ეროვნული დარგობრივი კოორდინატორების ინსტიტუტი, აკადემიასთან არსებული ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების საქმიანობა, აკადემიის სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ მისასალმებელია საბჭოს სხდომაზე აგრარული მიმართულებების სტუდენტების დასწრება, რაც იმის წინა პირობაა, რომ აკადემიას განზრახული აქვს ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს ჩამოყალიბება, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებთან და სპეციალისტებთან ერთად მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული სტუდენტებიც.20 marti 02

           აღნიშნულ წინადადების ირგვლივ აზრი გამოთქვეს აკად. ჯ. გუგუშვილმა, აკად. გ. ტყემალაძემ. აკად. ვ. კვალიაშვილმა, აკად. ზ. ჩაქსელიანმა, სტუ-ის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გ. ქვარცხავამ.

            დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ძალზე საინტერესო მოხსენებები გააკეთეს სურსათის უვნებლობის სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა ლაშა ავალიანმა და აგრონომმა-მეფუტკრემ ქალბატონმა ლიზა ბალიაშვილმა. გამომსვლელებმა ამომწურავად უპასუხეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

 20 marti 2

აკადემიის პრეზიდენტ  აკად. გურამ ალექსიძის

შეხვედრა სტუდენტებთან საგამოფენო დარბაზში

აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა

სიახლეები

 Sxdoma 9 marti 1a      2017 წლის 09 მარტს ჩატარდა აკადემიის ეკონომიკის (აკადემიკოს-მდივანი აკად. ო. ქეშელაშვილი) და სურსათის უვნებლობის (აკადემიკოს-მდივანი აკად. ზ. ცქიტიშვილი) სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ სამეცნიერო განყოფილებების წევრები, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკად. გ. ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკად. ე. შაფაქიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აკად. რ. ასათიანი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნ. ხატიაშვილი და ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის თანამშრომელები, სურსათის სააგენტოს წარმომადგენლები, აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

      სხდომამ განიხილა ერთი საკითხი – “საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის თავისებურებები, ტენდენციები და პერსპექტივები”, მომხსენებელი აკად. ნოდარ ჭითანავა. მომხსენებელმა ძალზე საინტერესოდ და მაღალ მეცნიერულ დონეზე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, მიმოიხილა ძირითადად ის პროცესები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს ეხება სასურსათო უზრუნველყოფის და რისკის ფაქტორების გათვალისწინებით; ისაუბრა ინვესტიციებზე სოფლის მეურნეობაში და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და ცხოვრებაში მათ განხორციელებაზე და ა.შ. მომხსენებელმა ფართოდ გააშუქა განხილულ საკითხების განხორციელებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, როგორც მთავრობის მეცნიერული მრჩეველის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლი და მომავალი საქმიანობა.Sxdoma 9 marti 2

      Dდღის წესრიგის ირგვლივ  საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნ. ხატიაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა შ. ჩხეიძემ, აკად. პ. კოღუაშვილმა, სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკად. ზ. ცქიტიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკად. რ. ასათიანმა.

      სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომის მუშაობა შეაჯამა და შეაფასა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გივი ჯაფარიძემ.

Sxdoma 3a

 

 

 

 

 

 

 

Sxdoma 9 marti 3

 

 

 

 

 

 

 

 

 

* * *

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წლიური საანგარიშო კრება

სიახლეები

         2017 წლის 24 თებერვალს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წლიური საანგარიშო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2016 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2017 წლის ამოცანების შესახებ;
მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

2.      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2016 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2017 წლის ამოცანების შესახებ;

        მომხსენებლები: სამეცნიერო განყოფილებების  აკადემიკოს მდივნები: აკად. გ. მარგველაშვილი, აკად. ჯ. გუგუშვილი, აკად. რ. მახარობლიძე,  აკად. ზ.ცქიტიშვილი, აკად. ნ. ბაღათურია, აკად. რ. ჩაგელიშვილი,   აკად. ო. ქეშელაშვილი.

3.      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს მდივნად აკადემიკოს რევაზ ჩაგელიშვილის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;

4.      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ  გამოცხადებული კონკურსის აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო  ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომებისათვის პრემიების მინიჭების შესახებ.

           მომხსენებლები: აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;   აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

5. მიმდინარე საკითხები.

Acad kreba 2016 1

აკადემიის წლიურ საანგარიშო კრებას აკადემიის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრებიც: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკად. ოთარ ნათიშვილი და აკად. ბ. კორახაშვილი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატები გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეპარატმენტების უფროსები აკად. გ. ტყემალაძე და პროფ. ი. ყრუაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლები აკად. თ. კუნჭულია და ო. კაჭარავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლკავითი ცენტრის დირექტორი პროფ. ლ. უჯმაჯურიძე დაAcad saerto kreba 2016 2 დირექტორის მოადგილე ნ. ხატიაშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ა. მესხიძე, აჭარის აგროსერვისის ცენტრის დირექტორი გ. ბერიძე და დირექტორის მოადგილე ი. აბულაძე, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი პროფ. რ. კოპალიანი და პროფ. თ. ღვინიანიძე, გორის სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ვ. სუხიშვილი, შპს „ლომთაგორას“ გენერალური დირექტორი კ. ლაშხი, შპს „მარცვალის“ დირექტორი პროფ. ი. ზედგენიძე, შპს „ლაშარელას„ დირექტორი ზ. ლაშხი, აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორები და მათი ჯგუფების წევრები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-მუშაკები, აკადემიის აპარატის თანამშრომელები.

წლიურ საანგარიშო კრებაზე ვრცელი მოხსენება გააკეთა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ (იხილე ვრცლად ბმულზე). კრების მონაწილეებს მიესალმენ ბატონები გ. თოფაძე და ზ. ტყემალაძე.

Acad kreba 2016 3კრების დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებებით გამოვიდნენ აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები  აკად. გ.  მარგველაშვილი,  აკად. ჯ. გუგუშვილი,  აკად. რ. მახარობლიძე, აკად. ზ.ცქიტიშვილი,  აკად. ნ. ბაღათურია,  აკად. რ. ჩაგელიშვილი, აკად. ო. ქეშელაშვილი.

ძირითადი მოხსენებების შემდეგ  საინტერესო და კვალიფიციური გამოსვლები ჰქონდათ აკად. ნ. ჭითანავას, აკად. პ. კოღუაშვილს, ნ. ხატიაშვილს, კ. ლაშხს, ი. ზედგენიძეს.

          დღის წესრიგის ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე კრებამ მიიღო შესაბამისი დადგენილებები.

      აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ კრებას მოახსენა აკადემიაში ჩამოყალიბებული სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების შესახებ, აღინიშნა განყოფილების ძირითადი მიზნები და მისი როლი ქვეყნის სატყეო მეუნეობის განვითარების საქმეში. კრებამ სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნად დაამტკიცა აკად. რევაზ ჩაგელიშვილი.

 Acad kreba 2016 4

აკადემიის წლიურ საანგარიშო კრებაზე აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ დიპლომები გადასცა აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომების ავტორებს - აკად. რ.მახარობლიძეს, აკადემიის წ/კ გ.ნიკოლეიშვილს, აკად. ე.შაფაქიძეს, აკად. ჯ.გუგუშვილს, პროფ. გ.გოგოლს, დოქტორ ზ.ლაშხს, პროფ. ც.სამადაშვილს (ბრძანება კონკურსში გამარჯვებულების შესახებ იხილე  ქვემოთ).

 Acad kreba 2016 5

 

Diplomebi

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია , ბრძანება # 13

სიახლეები

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა

აკადემია

ქ. თბილისი                                                                                      21.02.2017წ.

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა # 13

       აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო  ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომის გამოსავლენად ჩატარებული კონკურსის შედეგების შესახებ:

1.         თანახმად აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო  ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომებისათვის პრემიის მინიჭების დებულებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს (ოქმი #2, 21. 02. 2017 წელი) გადაწყვეტილებისა, მიენიჭოთ პრემიები აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო  ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის შემდეგ ნაშრომებს:

1.1.      სპეციალობა 0401 “აგრონომია” - პროფესორ ც. სამადაშვილის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს პ. ნასყიდაშვილის ნაშრომს “კულტურულ მცენარეთა მეთესლეობა თესლმცოდნეობის საფუძვლებით”,  თბილისი, 2014 წელი;

1.2.      სპეციალობა 0103 “მეცხოველეობა” _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ჯ. გუგუშვილის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის გ. გოგოლის და აკადემიური დოქტორის ზ. ლაშხის ნაშრომს “სახეობათაშორისი და ჯიშთაშორისი ჰიბრიდიზაცია მეცხოველეობაში”, თბილისი, 2016 წელი;

1.3.      სპეციალობა 0415 “აგროინჟინერია” _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს რ. მახარობლიძის ნაშრომს  “ტრაქტორის თვლების გორვის აქტუალური საკითხები” (ინგლისურ ენაზე) გამომცემლობა “ლამბერტი”, ქ, საარბრუკენი, გერმანია, 2016 წელი;

1.4.      სპეციალობა 0201305 “აგრობიზნესის მენეჯმენტი” _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წ/კორესპონდენტს გ. ნიკოლეიშვილის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ე. შაფაქიძის ნაშრომს (მონოგრაფიების ციკლი):

“მეაბრეშუმეობა - შავი, კასპიის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების (BACSA) საერთო საზრუნავია, თბილისი, 2014წ.

     ”საქართველოს მეაბრეშუმეობა – პრობლემები, რეაბილიტაცია, აღორძინება”,  

      თბილისი, 2016 წელი.

2.         კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცეთ აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო  ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომის ტიტულის დამადასტურებელი დიპლომები და ფულადი ჯილდო.

3.         აკადემიის ბუღალტერიამ (ნ. სოზიაშვილი) უზრუნველყოს კონკურსში გამარჯვებულთათვის ფულადი ჯილდოს, თითოეული ნაშრომისათვის 300 (სამასი) ლარის გადაცემა.

        პრეზიდენტი                                                                            აკად. გ. ალექსიძე

     

წლიური ანგარიში 2016

სიახლეები

 

Cliuri angarishi 2016

               ვრცლად . . .

მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აკადემიაში

სიახლეები

      მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა შეხვედრა  მეცნიერებაში მოღვაწე ქალბატონებთან.

     11 Tebervali 1 როგორც ცნობილია გენდერული თანასწორობა, ქალებისა და გოგონების  უფლებათა  და შესაძლებლობათა გაფართოება   საშუალებას მისცემს მათ შეიტანონ თავიანთი წვლილი როგორც გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე 2030 წლამდე  პერიოდში    მდგრადი განვითარების მისაღწევად.

            2011 წლის 14 მარტს  გაეროს 55-ე სესიაზე ქალთა მდგომარეობის განმსაზღვრელ კომისიაზე მოსმენილი იქნა მოხსენება,  რომელშიც  ნათქვამი იყო ქალებისა და გოგონების შესაძლებლობაზე განათლების, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებში   მათ პროფესიონალური  მომზადებისა და დასაქმების შესახებ.  

    2015 წლის 22 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად 11თებერვალი  გამოცხადდა მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ.    

     11 Tebervali 3 ამ დღესთან დაკავშირებით, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ,  აგრარულ მეცნიერებაში მიღწეული წარმატებებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები და აგრარულ სფეროშო მოღვაწე ქალბატონები: ლამარა ჯიქია, მარინე ბარვენაშვილი, ნატო კაკაბაძე, თამარ კაჭარავა, ნანული ჭანუყვაძე,  ნინო ზაქარიაძე, მარიამ ხომასურიძე, ირინა დანელია, მაია მელაძე, თინათინ გოგიშვილი, მზაღო ლობჟანიძე, ირმა ინაშვილი, ქეთევან როყვა, თინათინ დარსაველიძე, ქეთევან დადიანი, მაია კერესელიძე, ლალი ტაბატაძე, მაკა მდინარაძე, ინგა ღვინერია, დიანა ძიძიგური, მზია თვალავაძე, ნელი ქისიშვილი, ირმა შიოშვილი, ნანა ჩინჩილიკაშვილი.

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს მეცნიერ ქალბატონებს „მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს“, უსურვებს წარმატებებს პირად ცხოვრებასა  და სამეცნიერო საქმიანობაში.

11 Tebervali 2 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომა

სიახლეები

      2017  წლის 27 იანვარს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომა.

დღის წესრიგი:

1.     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  2016 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადების,  გამოცემისა და აკადემიის წლიური საანგარიშო კრებისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების შესახებ.

       მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ალექსიძე;  აკადემიის ვიცე_პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე.

2.     აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობისა და 2017 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

      მომხსენებლები: სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნები -  აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, ჯ. გუგუშვილი, რ. მახარობლიძე, ნ. ბაღათურია, ზ. ცქიტიშვილი, რ. ჩაგელიშვილი, ო. ქეშელაშვილი.

2.     მიმდინარე საკითხები.

      აკადემიურ საბჭოს სხდომაზე აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა აკადემიის ყოფილი თანამშრომლები ჯ. ჯავახიშვილი, ვ. ნადარეიშვილი, შ. ჭყონია.

Sabcho 27 01 17

 2017

 

 

  1. სტუმრად აკადემიაში
  2. ინფორმაცია კორეაში ვიზიტის შესახებ
  3. დაჯილდოება აკადემიის საპატიო სიგელით
  4. FAO-ს რეგიონალური ბიურო ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგიონალური საკონსულტაციო თათბირი ელექტრონული სოფლის მეურნეობის საკითხებზე ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბიშკეკი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, 7-9 დეკემბერი 2016 წელი, სასტუმრო CityHotel
  5. ნიადაგების მსოფლიო საერთაშორისო დღე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
  6. ინფორმაცია: - საგრანტო პროექტების მიმდინარეობა აკადემიის წევრების ხელმძღვანელობით
  7. მრგვალი მაგიდა სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის საკითხებზე
  8. მეცნიერების საერთაშორისო დღე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
  9. ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების მე-9 გენერალური ასამბლეა.
  10. განჯის (აზერბაიჯანი) მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

გვერდი 54 სულ 59

  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com