|
დადგენილებები 2016 |
||
|
1. |
ოქმი #1. 29 იანვარი 2016წ. |
1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია ქ. კიგალში (რუანდა) სამეცნიერო მივლინების შედეგების შესახებ. 2. მოისმინეს: აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. 3. მოისმინეს: აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმისა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ. 4. მოისმინეს: აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ. 5. მოისმინეს: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შედეგების შესახებ (აკადემიკოს-მდივნები - გ. მრგველაშვილი, ჯ.გუგუშვილი, რ. მახარობლიძე, ნ. ბაღათურია, ზ. ცქიტიშვილი, ო. ქეშელაშვილი). მიმდინარე საკითხები: 1. მოისმინეს: აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია ნაშრომის "ხეხილის მოვლა_მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები" გამოცემასთან დაკავშირებით. 2. მოისმინეს: აკადემიკოს ნ. ჩხარტიშვილის ინფორმაცია ნაშრომის "ვენახის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები" გამოცემასთან დაკავშირებით. |
|
2 |
ოქმი #2. 23 თებერვალი 2016წ. |
მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს ნ. ქარქაშაძის ანგარიში 2015 წელს გაწეული მუშაობისა და 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი ბუღალტრის ნ. სოზიაშვილის ინფორმაცია აკადემიის მიერ 2015 წელს გაწეული ფინანსური საქმისნობისა და 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ. მოისმინეს: საექსპერო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის აკდ. ნ. ჩხარტიშვილის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 2015 წელს აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოვლენის შესახებ. აკადემიკოს გ. ურუშაძის, დოქტორ ა. თხელიძის და დოქტორ გ. ღამბაშიძის ნაშრომი „საქართველოს ნიადაგები“ (მომხრე 10, 3 წინააღმდეგი); აკადემიკოს ნ. ბაღათურიას ნაშრომი “ენოლოგია_ღვინის წარმოქმნა და დავარგება“ (ერთხმად 13 ხმა); ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ი. ყრუაშვილის ნაშრომი „ღვარცოფები და მასთან ბრძოლის მეთოდები“ (ერთხმად 13 ხმა); აკადემიკოს გ. ტყემალაძის ნაშრომი „ბიოქიმიის საფუძვლები“ (10 მომხრე, 3 წინააღმდეგი) აკადემიკოს ნ. ჭითანავას ნაშრომი „საქართველოს სოფლის მეურნეობა_ტრანსფორმაცია, პრობლემები“ (ერთხმად, 13 ხმა); მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ქ. დადიანის ნაშრომი “გარემოს ქიმიური დაბინძურების რისკის შეფასება” (12 მომხრე, 1 წინააღმდეგი). |
|
3 |
23 მარტი 2016 წ. ოქმი # 3 |
1. მოისმინეს: ჟურნალ “მოამბის” მთავარი რედაქტორის, აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია სამეცნიერო ჟურნალ “მოამბის” მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. 2. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, დოქტორ ა. გიორგაძის ინფორმაცია აკადემიის საინფორმაციო_სარეკლამო ბიულეტენის “აკადემიის მაცნეს” მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. 3. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ე. შაფაქიძის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2015 წელს გამოცემული რეკომენდაციების, აგროწესების, ინსტრუქციების, ბუკლეტების, ბროშურების და სხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სამეცნიერო_საინფორმაციო გამოცემების მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ. 4. მოისმინეს: აკადემიკოს ო. ქეშელაშვილის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურაში გამომცემლობა “აგროს” შექმნის შესახებ. 5. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს ნ. ქარქაშაძის ინფორმაცია სამეცნიერო საბჭოს 2016 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. მიმდინარე საკითხები: 1. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორების შესახებ. 2. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში აკადემიის აკადემიური საბჭოს შემადგენლობას გამოაკლდნენ ცნობილი მეცნიერები: აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი და აკადემიის წევრ_კორესპონდენტი ომარ ბედია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მან წინადადება შემოიტანა, რომ აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრთა გამონთავისუფლებულ ადგილზე არჩეული იქნას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, სოფლის მეურნეობის მაკადემიური დოქტორი ლევან უჯმაჯურიძე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გააუმჯობესებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ურთიერთთანამშრომლობასა და შემოქმედებით სამეცნიერო კავშირებს. აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. 3. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია, რომელმაც ასევე შემოიტანა წინადადება, რათა აკადემიის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არჩეული იქნას აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე. |
|
4 |
27 აპრილი2016 წელი ოქმი # 4 |
მოისმინეს: აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია გლობალური ფორუმის მესამე საერთაშორისო თათბირის შესახებ, რომელიც ჩატარდა 5-8 აპრილს ქალაქ იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა), სადაც ძირითადად განიხილებოდა პრიორიტეტული მიმართულებები თითოეული ქვეყნის აგრარულ სექტორში. სხდომაზე ასევე მოსმენილი იქნა ინფორმაცია მიმდინარე წლის 18-20 აპრილს, ქალაქ მარაკეში (მაროკო) ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ, რომელიც მიეძღვნა საკვებად გამოსაყენებელი პარკოსანი კულტურების შესწავლას მოისმინეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, დოქტორ გიგა ქვარცხავას ინფორმაცია ფაკულტეტის 2015 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისა და 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ. მოისმინეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს ნ. ბაღათურიას 2015 წლის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ. 4. მოისმინეს: აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. მოისმინეს: აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის საორგანიზაციო საკითხების შესახებ. 5. მიმდინარე საკითხები: 5.1 მოისმინეს: აკადემიკოს ო. ქეშელაშვილის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შიდასტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ფუნქციონალურ_თანამდებობრივი მოვალეობებისა და სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. 5.2 მოისმინეს: აკადემიკოს ო. ქეშელაშვილის ინფორმაცია სოფლის მეურნეობის გაძღოლის ტექნოლოგიური რეკომენდაციების ციკლის გამოცემის შესახებ. |
|
5 |
27 მაისი 2016 წელი ოქმი # 5 |
1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ინფორმაცია რომში (იტალია) ჩატარებული ჩGIAღ-ის ფონდის სხდომის შესახებ. 2. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, სამეცნიერო განყოფილებების კოოირდინატორის, დოქტორ ა. გიორგაძის ინფორმაცია ვინიცის (უკრაინა) აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 26-28 აპრილს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ „მეცხოველეობის პროდუქტების ხარისხის უვნებლობის, წარმოებისა და გადამუშავების თანამედროვე პრობლემები“. 3. მოისმინეს: აკადემიკოს თ. ყურაშვილის ინფორმაცია მსოფლიოში გავრცელებული საქართველოსათვის საშიშ ცხოველთა ინფექციური დაავადებების შესახებ. 4. მიმდინარე საკითხები: 4.1 მოისმინეს: აკადემიის ვიცე_ პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია აგრარულ დარგში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის პრემიის მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ. დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი დებულება გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით. 4.2 მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორის, დოქტორ ა. გიორგაძის მოხსენება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ადმინისტრაციული შენობის ფლიგელში გამარტივებული ელექტრონული ტენდერით სარემონტო_სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ. 4.3 მოისმინეს: აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნ`ეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორების დამტკიცების შესახებ. |
|
ოქმი # 6. 24 ივნისი 2016 წ. |
1. მოისმინეს: აკადემიკოს ნ. ჩხარტიშვილის მოხსენება "ადგილწარმოშობის დასახელების მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების სანედლეულო ბაზის რეგულაციისა და ახალი მიკროზონების აგროკლიმატური საზღვრების დაზუსტების შესახებ". დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და ადგილწარმოშობის დასახელების მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების სანედლეულო ბაზის რეგულაციისა და ახალი მიკროზონების აგროკლიმატური საზღვრების დაზუსტების შესახებ ეცნობოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 2. მოისმინეს: აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია 2016 წლის 10 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში ჩატარებული მრგვალი მაგიდის შესახებ თემა: “აგრარული მეცნიერებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები". დაადგინეს: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე შეიქმნას აგრარული მიმართულების განათლებისა და მეცნიერების არსებული მდგომარეობის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: აკადემიკოსები გ. ჯაფარიძე, ე. შაფაქიძე, ა. დიდებულიძე, გ. ტყემალაძე, ნ. ბაღათურია, გ. მარგველაშვილი. 2. უარყოფითად შეფასდეს განათლების სფეროების კლასიფიკატორის პროექტი, ამიტომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურმა საბჭომ თხოვნით მიმართოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გააანალიზოს კლასიფიკატორის მიმართ გამოთქმული შენიშვნები. |
|
| 7 |
ოქმი # 7. 21 ივლისი 2016 წ. |
მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავასთან შეხვედრის შედეგების შესახებ. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს კანონის _ “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია 2016 წლის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის” მზადების შესახებ. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო_კვლევითი ცენტრის დირექტორის, დოქტორ ლევან უჯმაჯურიძის მოხსენება სამეცნიერო –კვლევითი ცენტრის 2015 წლის საქმიანობის შესახებ. |
| 8 |
ოქმი #8, 23 სექტემბერი, 2016 წელი
|
1. მოისმინეს: აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების” მიოსამზადებელი ღონისძიებების შესახებ. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად. 2. მოისმინეს: ტელეკომპანია”საფერავის” დირექტორის დ. კოსტსრიოვის ინფორმაცია ტელეკომპანიის გეგმების შესახებ. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღაბული იქნას ცნობად. 3. სხდომაზე აკადემიკოსებს რევაზ მახარობლიძეს და ვაჟა კვალიაშვილს მათი 80 წლის იუბილესთან და აკადემიკოს პაატა კოღუაშვილს 60 წლისთავთან დაკავშირებით აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ მიულოცა ღირსშესანიშნავი თარიღები და საზეიმო ვითარებაში გადასცა ადრესები. |
|
9 |
ოქმი # 9, 28 ოქტომბერი, 2016 წელი |
1. მოისმინეს: აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია მიმდინარე წლის 11_13 ოქტომბერს ქ. პარიზში,საფრანგეთის სოფლის მეურნეობის აკადემიაში ჩატარებულ ევროპის სოფლის მეურნეობის აკადემიების მეცხრე გენერალური ასამბლეისა და კოლოქვიუმის შესახებ, რომელიც მიეძღვნა თემას: “აგრარული მეცნიერება: ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები”.დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. მოისმინეს: თინათინ ეპიტაშვილის ინფორმაცია, რომელიც 16-23 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრაციის აგრობიომრავალფეროვნების ეროვნულ ცენტრში. ვიზიტი განხორციელდა ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სადაც განხილული იქნა მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემა. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 3. მოისმინეს: აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს გ. მარგველაშვილის მოხსენება: “სასუქის როლი ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება_ ამაღლებაში”. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად. 4. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში “სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების” შექმნის შესახებ. დაადგინეს: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნას : “სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება” (სატყეო მეცნიერებები, სატყეო მეურნეობა, სატყეო ეკოლოგია, სანადირო მეურნეობა, ტყეთმოწყობა, ლანდშაფტის დაგეგმარება). 2. შეტანილი იქნას შესაბამისი ცვლილებები აკადემიი სსაშტატო სტრუქტურაში (პასუხისმგებელი ა.გიორგაძე, ი. კობახიძე). 3. აკადემიის ახლად შექმნილი სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის მოვალეობის შესრულება (საზოგადოებრივ საწყისებზე) აკადემიკოს-მდივნის არჩევნების ჩატარებამდე დაევალოს აკადემიკოს რევაზ ჩაგელიშვილს. 4. დამტკიცდეს აკადემიის “სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების” შემადგენლობა წარმოდგენილი სახით: აკად. რევაზ ჩაგელიშვილი -განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი; განყოფილების წევრები: აკადემიკოსები გ. ჯაფარიძე, შ. ჭალაგანიძე, აკადემიის წ\კორესპონდენტი თ. თურმანიძე. 5. აკადემიური საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებას. 6. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის 2016 წლის პრემიის მინიჭებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ კონკურსის გამოცხადების შესახებ. დაადგინეს: მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან გამოცხადდეს კონკურსი აგრარულ დარგში საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის 2016 წლის პრემიის მინიჭების შესახებ; აღნიშნული კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება გამოქვეყნდეს აკადემიის ვებ-გვერდზე – www. gaas. dsl. ge. |
პრეზიდიუმის დადგენილებები 2016
... თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00; 294 13 20;
ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com
