საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

პრეზიდიუმის დადგენილებები 2017

   

დადგენილებები 2017

1.

27. 01. 2017 წელი

ოქმი # 1

1. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2016 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადებისა და გამოცემის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად.

2. მოისმინეს: აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს –მდივნის, აკადემიკოს გ. მარგველაშვილის ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობისა და 2017 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს: აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

3. მოისმინეს: აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს ჯ. გუგუშვილის ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობისა და 2017 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს : აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილების მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

4. მოისმინეს: აკადემიის აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს რ .მახარობლიძის ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობისა და 2017 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს : აკადემიის აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

5. მოისმინეს : აკადემიის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს ნ. ბაღათურიას ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობისა და 2017 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს: აკადემიის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

6. მოისმინეს: აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ზ. ცქიტიშვილის ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობისა და 2017 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს: აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთოO კრებას.

7. მოისმინეს: აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს ო. ქეშელაშვილის ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობისა და 2017 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს : აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეფასდეს დადებითად და განსახილველად წარედგინოს აკადემიის საერთო კრებას.

8. მიმდინარესაკითხები:

აკადემიური საბჭოს სხდომაზე აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა აკადემიის ყოფილი თანამშრომლები ჯ. ჯავახიშვილი, შ. ჭყონია, ვ. ნადარეიშვილი.

2

21. 02. 2017 წელი

ოქმი # 2

1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი ბუღალტრის Nნ. სოზიაშვილის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2016 წლის ფინანსური ანგარიშისა და 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ.

დაადგინეს: 1.ინფორმაცია აკადემიის 2016 წლის გაწეული ფინანსური საქმიანობისა და 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ მიღებული იქნას ცნობად.

2. დამტკიცდეს აკადემიის 2017 წლის ბიუჯეტის ძირითადი
მიმართულებები წარმოდგენილი სახით.

2. მოისმინეს: აკადემიკოს ჯ. გუგუშვილის ანგარიში აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობისა და 2017 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად

3. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - აგრარულ სფეროში 2016 წელს საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოვლენის შესახებ.

არჩეული იქნა ფარული კენჭისყრის ხმის დამთვლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: აკად. რ ჩაგელიშვილი, დოქტ. ა. გიორგაძე, პროფ. ლ. უჯმაჯურიძე.

ჩატარდა Fფარული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აკადემიური საბჭოს 14 წევრმა.

დაადგინეს:აკადემიის აკადემიურ საბჭოზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო ნაშრომად აღიარებულია:

1. ც. სამადაშვილისა და პ. ნასყიდაშვილის საგანმანათლებლო ნაშრომი “კულტურულ მცენარეთა მეთესლეობა თესლმცოდნეობის საფუძვლებით (მომხრე-8, წინააღმდეგი - 2, ბათილი ბიულეტენი-4).

2. ჯ. გუგუშვილი, გ. გოგოლი, ზ. ლაშხი - საგანმანათლებლო ნაშრომი “სახეობათაშორისი და ჯიშთაშორისი ჰიბრიდიზაცია მეცხოველეობაში” (მომხრე-12, ბათილი ბიულეტენი-2).

3. რ. მახარობლიძის ფუნდამენტური ნაშრომი “ტრაქტორის თვლების გორვის აქტუალური საკითხები”, ინგლისურ ენაზე. (14 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი).

4. გ. ნიკოლეიშვილისა და ე. შაფაქიძის ფუნდამენტური ნაშრომების ციკლი:“საქართველოს მეაბრეშუმეობა_პრობლემები, რეაბილიტაცია, აღორძინება” და “მეაბრეშუმეობა_შავი, კასპიის ზღვების და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების (BACSA) საერთო საზრუნავია” (14 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი).

ინფორმაციისათვის: ზ. ბუკიას, ც.ათამაშვილის და ნ. გოგიას ნაშრომმა “მცენარის ბიომორფოლოგია და სელექცია მედიცინის სამსახურში” მიიღო ხმების შემდეგი რაოდენობა მომხრე-2, უარყოფითი - 8, ბათილი ბიულეტენი - 4.

4. მიმდინარე საკითხები:

მოისმინეს: აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია, რომელმაც სხდომის მონაწილეებს გააცნო წინადადებები აკადემიური საბჭოს მიერ (2016 წლის 25 მაისის ოქმი #5) დამტკიცებულ აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომის გამოსავლენი კონკურსის ჩატარების დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დაადგინეს: წარმოდგენილი ცვლილებები შეტანილი იქნას აგარარულ სფეროში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომის გამოსავლენი კონკურსის ჩატარების დებულებაში.

3

31 მარტი 2017 წ.

ოქმი # 3

1. მოისმინეს: აკადემიკოს არჩილ ვაშაკიძის ინფორმაცია 2016 წელს გაწეული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2.მოისმინეს: აკადემიკოს ნ. ბაღათურიას ინფორმაცია ყურძნის ქართული არყის ჭაჭის მიღების ახალი ტექნოლოგიის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

3. მოისმინეს: აკადემიკოს ო. ქეშელაშვილისსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო შრომათა კრებულის “მოამბის” ხაზით 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

დაადგინეს:წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

4.მიმდინარე საკითხები:

აკადემიური საბჭოს სხდომაზე აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ დაბადებიდან 69 წლისთავთან და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ნაყოფიერი საქმიანობისათვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი.

4

28 აპრილი2017 წელი

ოქმი # 4

1. მოისმინეს: ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექთორის მოადგილის. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის რაულმოხსენება უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის მიერ 2016 წელს ჩატარებული სამეცნიერო_კვლევითი მუშაობის შედეგებისა და 2017 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად

2. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის

უფროსის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ ფართნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

3. მიმდინარე საკითხები:

3.1. მოისმინეს: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ე. საფაქიძის ინფორმაცია სექსი (აზერბაიჯანი) ჩატარებული მეაბრეშუმეობის ასოციაციის (ბაცსა) მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებულიიქნას ცნობად.

3.2. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, დოქტორ ანათოლი გიორგაძის ინფორმაცია ქ. ვინიცაში (უკრაინა) ჩატარებული მეიხ საერთაშორისო სამეცნიერო_პრაქტიკული კონფერენციის “მეცხოველეობის პროდუქტების ხარისხის უვნებლობის, წარმოებისა და გადამუშავების ამაღლების თანამედროვე პრობლემები” შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

3.3. აკადემიური საბჭოს სხდომაზე აკადემიის ვიცე_პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ სათყეო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ბატონები დავით გიგაური და ელდარ გაგუა.

5

25/V, 2017წ.

ოქმი # 5

1.მოისმინეს : საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის რეზო ჯაბნიძის 2016 წელს ჩატარებული პედაგოგიური, სამეცნიერო_კვლევითი და საზოგადოებრივი საქმიანობის ანგარიში.

დაადგინეს:წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2. მიმდინარე საკითხები :

1.მოისმინეს : აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია მიმდინარე წლის 8 მაისს ქ. ათენში (საბერძნეთი) ჩატარებული ევროპის ქვეყნების “ჰორიზონტის” საერთაშორისო კონფერენციის შესახებ, რომელიც მიეძღვნა ამ ქვეყნებში არსებულ მეცნიერულ მიღწევებს და კვლევების კოორდინაციას.

დაადგინეს : წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

2.მოისმინეს : აკადემიკოს ზ. ცქიტიშვილის ინფორმაცია დანიელი მეცნიერის პროფესორ სტინ სტენდერის საჯარო ლექცია_სემინარის შესახებ, რომელიც ჩატარდა 2017 წლის 19 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში.

დაადგინეს:წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

3.მოისმინეს : აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავის აღსანიშნავად მოსამზადებელი საიუბილეო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

დაადგინეს : დამტკიცდეს ინფორმაცია წარმოდგენილი სახით.

აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სოფლის მეურნეობის დარგების შესაბამისი ექსპერტის მოწმობები გადაეცათ აკადემიკოსებს: გ. ალექსიძეს, გ. ჯაფარიძეს, ნ. ბაღათურიას, ჯ. გუგუშვილს, თ. კუნჭულიას, გ. მარგველაშვილს, რ. მახარობლიძეს, ე. შაფაქიძეს, რ. ჩაგელიშვილს, ზ. ცქიტიშვილს, დოქტორებს მ. ბარვენაშვილს და რ. ლოლიშვილს.

აკადემიური საბჭოს სხდომაზე დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეოი ადრესი გადაეცა აკადემიკოს ჯ. კაციტაძეს.

აკადემიური საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ აკადემიკოსები: ჯემალ კაციტაძე, რევაზ მახარობლიძე, შოთა ჭალაგანიძე და ელგუჯა შაფაქიძე.

     
7

28 /VII- 2017.

 

ოქმი # 7

1. მოისმინეს:აკადემიის ვიცე_პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების მომზადება_ჩატარების გრაფიკის შესახებ.

დაადგინეს : 1.წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

1.1. დაევალოთ აკადემიური საბჭოს წევრებს თავისი მოსაზრებები, წინადადებები და შენიშვნები წარმოდგენილი საიუბილეო ღონისძიებების გრაფიკის შესახებ წარმოადგინონ საიუბილეო კომისიაში.

2. მოისმინეს:აკადემიკოს თამაზ კუნჭულიას მოხსენება პრობლემების შესახებ, რომელთა მოგვარებაც უნდა მოხდეს სახელმწიფოს ძალისხმევით, რადგან ისინი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მექანიზმებს არ ექვემდებარებიან.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

3. მოისმინეს:. აკადემიკოს ნუგზარ ბაღათურიას ინფორმაცია ყურძნის გადამუშავების ახალი ტექნოლოგიის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად.

4 მიმდინარე საკითხები:

აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სოფლის მეურნეობის დარგების შესაბამისი ექსპერტის მოწმობები გადაეცათ აკადემიკოსებს: ა, დიდებულიძეს, ი. ვასაძეს, ვ. კვალიაშვილს, თ. ურუშაძეს, გ. ცაგურიშვილს, თ. თურმანიძეს, აგრეთვე ა. გიორგაძეს, ლ. უჯმაჯურიძეს, ზ. ფუტკარაძეს, თ. კანდელაკს.

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის აკადემიური საბჭოს სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ აკადემიკოსები: ნ. ბაღათურია, ა. დიდებულიძე, ნ, ჩხარტიშვილი, ი. ვასაძე, პ. კოღუაშვილი, ო. ქეშელაშვილი, თ. ნანიტაშვილი, გ. ცაგურიშვილი.

1. მოისმინეს: აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის მოხსენება ცხოველთა სოკოვანი დაავადებების გავრცელების შესახებ.

დაადგინეს :წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად.

2. მოისმინეს:პროფესორ გიორგი გაგოშიძის ინფორმაცია ქალაქ თბილისისა და მისი შემოგარენის ტყემცენარეულობის თანამედროვე მდგომარეობისა და ოპტიმიზაციის სატყეო_სამეურნეო ღონისძიებების შესახებ.

დაადგინეს:წარმოდგენილიღონისძიებებიშეფასდესდადებითად.

3. მოისმინეს: აკადემიური დოქტორის მარინა ბარვენაშვილის ინფორმაცია საქართველოში “clarivate analytics”- ის მომსახურეობის შესახებ.

დაადგინეს:წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

8

03. 11. 2017

oqmi # 9

 

1. მოისმინეს:აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივნის, აკადემიკოს გ. მარგველაშვილის ინფორმაცია ნიადაგის ნაყოფიერების მართვის შესახებ ორგანული და ინტენსიური მიწათმოქმედების პირობებში.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებულ იქნას ცნობად.

2. მოისმინეს:აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში, ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები” შედეგების შესახებ.

დაადგინეს:აღინიშნოს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების განსაკუთრებული მაღალი ორგანიზაციული და სამეცნიერო დონე. კონფერენციის შედეგები ფართოდ გაშუქდეს პრესით და ტელევიზიებით.

3. მიმდინარესაკითხები.

3.1. მოისმინეს:აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკად. გივი ჯაფარიძის ინფორმაცია აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ.

დაადგინეს : 1. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკად. გივი ჯაფარიძის ინფორმაცია მიღებული იქნეს ცნობად;

3.2. აკადემიის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა ჩატარდეს 2017 წლის 12 დეკემბერს დღის 12-00 საათზე აკადემიის საკონფერენციო დარბაზში;

3.3 დაევალოს აკადემიის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს აქტიურად ჩაერთონ იუბილეს ჩატარების სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საიუბილეო ღონისძიებების მაღალხარისხოვნად და დროულად შესრულებაში.

3.4.კონტროლი აღნიშნულ დადგენილებაზე დაევალოს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკად. გივი ჯაფარიძეს.

9

15. 11. 2017

oqmi # 10

1. მოისმინეს:საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ვაკანტურ ადგილებზე არჩევნების გამოცხადების შესახებ .

დაადგინეს: 1.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდეს აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში სპეციალობა 0101 “აგრონომია”, სპეციალიზაცია: 010101 “აგროეკოლოგია”, 010103 “აგროტექნოლოგია”-1 ადგილი; აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილებაში-სპეციალობა 0415 “აგროინჟინერია”, სპეციალიზაცია 041502 “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია” (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის)-1 ადგილი; სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებაში

_სპეციალობა 0104 “სასურსათო ტექნოლოგია”-1 ადგილი.

2. ა.წ. 28 დეკემბერს დღის 12 საათზე მოწვეული იქნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება დღის წესრიგით: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსების ვაკანტურ ადგილებზე აკადემიის ნამდვილი წევრების არჩევნები.

მოისმინეს : სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვაკანტურ ადგილებზე აკადემიკოსთა ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საექსპერტო_ საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

დაადგინეს : 1. დამტკიცდეს საექსპერტო_საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1 აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა _თავმჯდომარე

წევრები:

აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი

აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი

2. საექსპერტო_საკონკურსო კომისიამ უზრუნველყოს აკადემიკოსად ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების დოკუმენტაციის შესწავლა_ექსპერტიზა და განსახილველად და დასკვნისათვის შესაბამის სამეცნიერო განყოფილებებისათვის გადაცემა.

3. საექსპერტო_ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ აცნობოს აკადემიის საერთო კრებას კომისიის მიერ ჩატარებული მუშაობისა და აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად ) წამოყენებული ცალკეული კანდიდატურის მონაცემების, მათ სამეცნიერო შრომებზე დასკვნების, აგრეთვე სამეცნიერო განყოფილებების (გაერთიანებული განყოფილებების) წინადადებებისა და მათ შორის ყველაზე ღირსეულისათვის რეკომენდაციების გაწევისა და Dდაშვების შესახებ.

10

01.12.2017

ოქმი #11

1.მოისმინეს:აკადემიკოს რევაზ ასათიანის მოხსენება სასოფლო_ სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის შესახებ.

დაადგინეს:წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2.მოისმინეს:აკადემიკოს ე. შაფაქიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მე-60 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარებული გასვლითი სამეცნიერო კონფერენციების შესახებ (ქ.ქ. ბათუმი, ქუთაისი, გორი).

დაადგინეს : წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

3.მოისმინეს:აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შემოსული დოკუმენტაციის შესახებ.

დაადგინეს : 1. ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შემოსული დოკუნეტაციის შესახებ მიღებული იქნას ცნობად;

2. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შემოსული დოკუმენტაციის მასალები შემდგომი განხილვისათვის გადაეცეს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ საექსპერტო_საკონკურსო კომისიას (თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა), რომელიც იხილავს ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) ასარჩევი კანდიდატურების მიერ წარმოდგენილ საბუთებს და მათი სრულყოფის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას წარუდგინოს შესაბამის სამეცნიერო სამეცნიერო განყოფილებებს სათანადო მასალები ყველა დაშვებულ კანდიდატზე;

3. ასარჩევი კანდიდატების ფართო განხილვისათვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილება, სადაც ნამდვილ წევრთა რაოდენობა მცირეა, მიზანშეწონილია გაერთიანდეს მომიჯნავე აგროსაინჟინრო და სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილებებთან და დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით: აკადემიკოსები, ნ. ბაღათურია, გ. პაპუნიძე, ა. დიდებულიძე, ა. ვაშაკიძე, ჯ. კაციტაძე, რ. მახარობლიძე, ე. შაფაქიძე, შ. ჭალაგანიძე, ზ. ცქიტიშვილი.

მიმდინარე საკითხები:

მოისმინეს:აკადემიკოს გ. ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განმარტების შესახებ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” (2017 წლის 16 ნოემბერი) გამოქვეყნებული განცხადების “საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად სამეცნიერო განყოფილებების ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსის” შესახებ.

აღნიშნული განმარტება ასახულია აკადემიის ვებ გვერდზე ა.წ. 24 ნოემბერს.

მენიუ

  • მართვა
  • სტრუქტურა
  • პრეზიდიუმი
    • დადგენილებები
      • დადგენილებები 2021 წელი
      • დადგენილებები 2020 წელი
      • დადგენილებები 2019 წელი
      • დადგენილებები 2018წელი
      • დადგენილებები 2017 წელი
      • დადგენილებები 2016 წელი
      • დადგენილებები 2015 წელი
      • დადგენილებები 2014 წელი
      • დადგენილებები 2013 წელი
    • დებულებები
  • დეპარტამენტები
  • სამეცნიერო განყოფილებები
    • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
    • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
    • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
    • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
    • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
    • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
  • სასწავლო ცენტრი
  • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
  • გამომცემლობა "აგრო"
  • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
  • სსმმ აკადემიის შემადგენლობა

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი