|
პრეზიდიუმის დადგენილებები |
|||
| # | თარიღი და ოქმის # | დადგენილებები - 2020 წელი |
|
|
1. |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 2020 წლის 29 იანვრის სხდომის ოქმი # 1
|
1. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2020 წელს ჩატარებული მუშაობის მოკლე ანგარიში დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად. |
|
| 2 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 2020 წლის 7 თებერვლის სხდომის ოქმი # 2
|
მოისმინეს: აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ ტიტე აროშიძის მოხსენება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობისა და 2020 წლის სამომავლო გეგმების შესახებ. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად. |
|
| 3 |
|
1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის მოხსენება აკადემიის მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობისა და 2020 წლის აგრარული მეცნიერების ამოცანების შესახებ. დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობა შეფასდეს დადებითად. 2. მოისმინეს: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების გ. მარგველაშვილის, ჯ. გუგუშვილის, რ. მახარობლიძის, ზ. ცქიტიშვილის, ო, ქეშელაშვილის, აკადემიკოს-მდივნის მოადგილის გ. გაგოშიძის მოხსენებები სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2019 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2020 წლის ამოცანების შესახებ. დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების 2019 წელს ჩატარებული მუშაობა შეფასდეს დადებითად. |
|
| 4 | აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, ოქმი #3, |
I. მოისმინეს: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშომლობის განახლებული მემორანდუმის განხილვის შესახებ. დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმის განხილვის შესახებ შეფასდეს დადებითად და მხედველობაში იქნას მიღებული გამოთქმული სურვილები და შეხედულებები 2. აკადემიაში დამუშავებული თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი აკადემიასა და სამინისტროს შორის წინასწარი შეთანხმებისათვის გადაეცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს II მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების შექმნის შესახებ. დაადგინეს: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნას გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება; 2 უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ახლადშექმნილი სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს- მდივნისა და მისი მოადგილის არჩევნები; 3. განისაზღვროს გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების მუშაობის ძირითადი მიმართულებები (პასუხისმგებელი აკადემიკოსი გ. გაგოშიძე); III მოისმინეს: ინფორმაცია კოვიდ-19-ის კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად IV მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს თემურ რევიშვილის მიერ 2019 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური მუშაობისა და საზოგადოებრივი საქმიანობის ანგარიში. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად. |
|
პრეზიდიუმის დადგენილებები 2020
... თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00; 294 13 20;
ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com
