საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
1 სექტემბერი , 2026
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიის მოსაპოვებლად:
1. აგრონომიის დარგში - ლეონარდ დეკაპრელევიჩის სახელობის პრემია
2. მეცხოველეობის და ვეტერინარიის დარგში - ნესტორ გოცირიძის სახელობის პრემია
3. აგროინჟინერიის დარგში - შალვა კერესელიძის სახელობის პრემია
4. გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის დარგში - სოლომონ ქურდიანის სახელობის პრემია
5. სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის დარგში - სერგო დურმიშიძის სახელობის პრემია
6. ეკონომიკის დარგში - ირაკლი მიქელაძის სახელობის პრემია
პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თვალსაჩინო თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომი (მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული შრომა ან შრომათა ციკლი), რომელიც საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ პირთა მიერ არის შესრულებული.
კოლექტიურ ნაშრომში პრემია მიეცემა იმ ავტორებს, რომელთაც რეკომენდაციას გაუწევს წარმომდგენი ორგანიზაცია.
პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა ბოლო ათი წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ექვსი თვისა განცხადების გამოქვეყნებამდე.
ნაშრომი, რომელსაც ადრე მიენიჭა სახელმწიფო პრემია ან რომელიმე სხვა სამეცნიერო პრემია, ამ კონკურსში არ მიიღება.
ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.
იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში პრემიის მოსაპოვებლად წარმოადგენენ კანდიდატს, უნდა მიუთითონ პრემიის დასახელება.
კონკურსში მონაწილემ საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) საკონკურსო სამეცნიერო ნაშრომი სამ ცალად;
ბ) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის მეცნიერულ
დახასიათებას, მის თეორიულ ან პრაქტიკულ მნიშვნელობას
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის;
(ნაშრომი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო საზოგადოებების, სამეცნიერო ცენტრების ან შესაბამისი დარგის წამყვან მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ).
გ) მონაცემები ავტორის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV); ძირითად
სამეცნიერო შრომათა და გამოგონებათა ნუსხა;
დ) წარმომდგენის დასტური იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს
ადრე არ ჰქონია მინიჭებული პრემია.
ე) ყველა საკონკურსო დოკუმენტის ელექტრონული ვერსია.
მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს 2026 წლის 1
სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ივანე ჯავახიშვილის 51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კანცელარია.
საბუთები მიიღება ყოველი სამუშაო დღის 1100 – დან 1700 საათამდე.
დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელ. 593 58 01 37.
