საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

სიახლეები

e011292d 872c 41b2 92f9 4dc80665e04c  2025 წლის 19 მარტს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ კომისიის წევრები - აკადემიკოსები, მეცნიერები, პარლამენტის, სამინისტროების, მასმედიის და მეფუტკრეთა ასოციაციების წარმომადგენლები, ფერმერები - ინდივიდუალური მეწარმეები, ექიმები. სხდომაზე მოისმინეს ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის, ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მედეა ბურჯანაძის მოხსენება თემაზე:     ნოზემოზი: დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა, მკურნალობა ინოვაციური პრეპარატებით.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ფუტკარი მონაწილეობას ღებულობს მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურის დამტვერვაში. ბოლო წლებში ფუტკრის პოპულაცია მსოფლიო მასშტაბით საგანგაშო ტემპით მცირდება. საქართველოში მეფუტკრეებისთვის საშუალო წლიური ოჯახების ზარალი 30%-40%-ია, ხოლო 2020 წელს ზოგიერთ რეგიონში ფუტკრის პოპულაციის 70-80% დაიღუპა. ეს დანაკარგები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ასევე თაფლის, ცვილისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების წარმოებას.

ევროპული ფუტკრის - Apis mellifera-ს სიკვდილიანობა და ფუტკრის ოჯახების დაღუპვის შედეგად რაოდენობის შემცირება მჭიდრო კავშირშია ვაროას ტკიპასთან - ვაროოზთან და დაავადება ნოზემოზთან, რომელსაც იწვევს მიკროსპორიდია Nozema Apis (NA) და Nozema Ceranae (NC). დაავადება ნოზემოზი ზრდასრული ფუტკრის ყველაზე საშიში დაავადებაა, თუმცა მისი მიმდინარეობა ხშირად შეუმჩნეველია მეფუტკრეებისათვის, რადგან დამახასიათებელი აშკარა სიმპტომები არ ჩანს. ინდივიდუალურ დონეზე, NA-თი ინფიცირდებიან ძირითადად მუშა ფუტკრები, ხოლო NC მეტად არის გამოხატული ხანდაზმულ მუშა ფუტკრებში.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ფინანსური ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ჩატარდა კვლევები ფუტკრის პოპულაციებში NC-ს გამოსავლენად ორი მეთოდის გამოყენებით: 1. მიკროსკოპულ დიაგნოსტიკაზე დაფუძნებულით, რომლითაც ხდება პათოგენი Nosema spp-ის აღმოჩენა და სპორების დათვლა; 2. პჯრ (PCR)-ზე დაფუძნებულით, რომლის საშუალებითაც ხდება მხოლოდ სახეობის დადასტურება. მიკროსკოპული დიაგნოსტიკა ჩატარდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ხოლო მოლეკულური დიაგნოსტიკა - ცხოველთა ჯამრთელობის დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში (BIOR რიგა, ლატვია).

ნოზემოზის წინააღმდეგ გამოყენებული იყო ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებები: ანტინოზემა H1 (AN H1), რომელიც გამოიყენებოდა 3 დღეში ერთხელ, ხუთჯერადად; ანტინოზემა 18 (AN 18) - გამოიყენებოდა 3 დღეში ერთხელ, ხუთჯერადად; ბიფიტო (BeePhyto) - გამოიყენება ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ყოველ 2 დღის ინტერვალით ოთხჯერ, აპიბიო (ApiBio) - ეძლევა ყოველ მე-5 დღეს. ამ პრეპარატების მიერ ფუტკრის სკებში ნოზემოზის ინფექციის შემცირების მაჩვენებლები მაღალია და შეადგენს: AN 18 – 72%, AN H1 – 68,75%, ApiBio – 57,9%, BeePhyto – 83,3%. მიღებული შედეგების საუძველზე გამოცემულია წიგნი „ნოზემოზი: დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა, მკურნალობა ინოვაციური პრეპარატებით“, 2024.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოკლე მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი თეიმურაზ ღოღობერიძე, აკადემიის მეფუტკრეობის მიმართულების კოორდინატორი რამაზ თავართქილაძე, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება შპს ,,ეიჩ-ენდ ზეტი“-ს თავმჯდომარე წოვინარ ნაზაროვა და ექიმი - ჰომეოპათი თეიმურაზ ყენია.

დამსწრე საზოგადოებამ მოიწონა წარმოდგენილი მოხსენება და ერთხმად აღნიშნა, რომ ფუტკრების ზამთრის სიკვდილიანობის აღმოფხვრა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის გრძელვადიან ფინანსურად მომგებიან საქმიანობას, საფუტკრეებიის მართვის ხარჯების კონტროლს, ფუტკრის ოჯახების დანაკარგების შემცირებას და პროდუქტიულობის გაზრდას, იმ გარემოების, რომლის თანახმადაც 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ნატურალური თაფლის ექსპორტი 70%-ით შემცირდა (ექსპორტზე გავიდა 260 ათასი დოლარის ღირებულების 32.5 ტ თაფლი მაშინ, როდესაც 2023 წელს გავიდა 747 ათასი დოლარის ღირებულების 109 ტ) და სხდომაზე წამოჭრილი საკითხების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა აკადემიაში აგრარული ინოვაციების კომისიის, მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა სამეცნიერო განყოფილებისა და მეფუტკრეობის მიმართულების საკოორდინაციო ჯგუფის ძალებით უმოკლეს დროში ქვეყანაში მეფუტკრეობის დარგის განვითარების პრობლემებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის ჩატარება.

 

 

საქმიანი ვიზიტი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

 

20250317 132724  მიმდინარე წლის 17 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრა საქართვლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი აპოლონ კაკაბაძე. სტუმარს თან ახლდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბატონი კახა ცერცვაძე და მისი მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. ვიზიტის მიზანი იყო სატყეო სექტორში განხორციელებული რეფორმის განხილვა, ასევე ტყესთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და ეროვნული სატყეო სააგენტოს როლის წარმოჩენა მათ გადაჭრაში.

           ვიზიტის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, პრეზიდიუმის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, კონსულტანტი აგრარული პროფილის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან, აგრარული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, საქართვლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, დოქტორი ომარ კაჭარავა, ასევე აკადემიის აპარატის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

            შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ მან ისაუბრა ტყის მნიშვნელობაზე ქვეყნისათვის, მის სიკეთეზე. სტუმრებს გააცნო აკადემიაში არსებული გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების საქმიანობა, ყურადღება გაამახვილა აკადემიისა და სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობაზე.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართვლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემაც, ბატონმა აპოლონ კაკაბაძემ. აღინიშნა რომ ის ურთიერთობა, რომელიც აკადემიასა და სამინისტროს შორის არის დამყარებული კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო საქმიან იერს შეიძენს. შემდეგ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ვიზიტის მიზანი. აღნიშნა, რომ დღეისათვის ქვეყნის ტყეებში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება. მართალია, ბევრი რამ გაკეთდა, შეიქმნა ტყის კოდექსი, მაგრამ ყოველივე ეს ფრაგმენტულია. პრობლემების დასაძლევად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ სატყეო სააგენტოსთან ერთად შეიმუშავა გარკვეული შეხედულებები. სწორედ ამ შეხედულებებს გააცნობენ ისინი შეხვედრის მონაწილეებს.20250317 133543

                სატყეო სექტორის რეფორმასა და ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების 2025-2028 წწ. გეგმაზე ისაუბრა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა ნათია იორდანიშვილმა. საუბარი წარიმართა გარკვეული სქემით, რომელშიც წარმოდგენილი იყო საქართვლოს ტყეებში ამჟამად არსებული პრობლემები, მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები და გადაწყვეტის გზები, საჭირო ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსები, არსებული დამხმარე პროცესები, შედეგები. ძირითად პრობლემად დასახელდა ტყეების დეგრადაცია, რომელიც ქვეყნის ტყით დაფარული ფართობის 807 178 ჰა - 35.4%-ს შეადგენს. უსისტემო ჭრების შედეგად დაკნინებულია ტყის ხარისხი, მომატებულია ბუნებრივი კატასტროფების საფრთხე, აღნიშნულის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ტყის დაცვის გაძლიერება, რომელშიც მოიაზრება ტყის მოვლა და აღდგენა, ტყითსარგებლობის რეგულირება. ტყის ფიზიკური დაცვის ორგანიზების მიზნით იგეგმება ტყის ტერიტორიაზე სამცველოების გამოყოფა სატყეოს დონეზე, კვარტლების მიხედვით, სამცველოში კვარტლები უნდა გაერთიანდეს მათი ტერიტორიული მდებარეობის, ბუნებრივი პირობების და გეოგრაფიული მახასიათებლების და ა.შ. გათვალისწინებით. ყურადღება უნდა მიექცეს ტყის მცველის საქმიანობასაც, რომელიც მოიცავს: სამოქმედო ტერიტორიაზე ტყის ფიზიკური დაცვას, უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენას და ა.შ. ცვლილებების შეტანას მოითხოვს არსებული ნორმატიული დოკუმენტებიც; უნდა გაუმჯობესდეს ტყის მცველის სამუშაო პირობები; მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კანონიერი ჭრის პრაქტიკა - უპირატესად სოციალური ჭრა და ა.შ.

            მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ, აკადემიკოსმა ნ. ჭითანავამ, აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ, ბატონმა კ. ცერცვაძემ. საუბარი შეეხო ტყის ინვენტარიზაციას, მეტყევეების მდგომარეობას, ტყის ეროვნულ აღრიცხვას და სხვ.

            შეხვედრა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საჭიროა კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაცია აკადემიასა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის. შემდეგ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და ვიზიტის საქმიანობაში აქტიური ჩართულობისათვის.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი