საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფიტოსანიტარული მეთოდების შესახებ

Parosana 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში 11–14 მარტს  ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია,  რომელიც  მიეძღვნა   აზიურ  ფაროსანასთან  ბრძოლის ფიტოსანიტარულ  მეთოდებს.  კონფერენციის  მუშობაში  მონაწილეობას  ღებულობენ  მსოფლიოს   26 ქვეყნის  მეცნიერები,   რომელთა შორის  არიან ევროპის წამყვანი ქვეყნების, აზიის, აშშ-ს, რუსეთის, ავსტრალიის, ასევე ქართული სამეცნიერო წრეების, დარგობრივი გაერთიანებების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებულები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკდემიკოსი გ. ალექსიძე, პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ა.გიორგაძე, აკადემიკოსები ჯ. გუგუშვილი და  გ. მარგველაშვილი, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი მ. ბარვენაშვილი.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში.

კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  ქართველი მეცნიერების წარმატებულ გამოცდილებას და მავნებლის გასანადგურებლად გატარებულ ღონისძიებებისა და მეთოდების განიხილვას. კონფერენციის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც მოგვიანებით განიხილავენ რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფიტოსანიტარიული ზომების  კომისიის სხდომაზე.

        კონფერენციაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაჟღერდა ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე განხილული იყო ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც დაგროვდა ქართველი მეცნიერების მავნებელთან ბრძოლის  პროცესში. აღინიშნა, რომ 2018 წელს, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ,  27  მუნიციპალიტეტის  523  სოფელში  დამუშავებული  იქნა  790 000  ჰექტრამდე ფართობი.

აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის 2019 წლის პროგრამა ეფუძნება მსოფლიოს წამყვანი და ქართველი   მეცნიერების რეკომენდაციებს და 2017-2018 წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად  მიღებულ გამოცდილებას. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა, მოსავლის  დანაკარგებისა და ეკონომიკური ზარალის შემცირება. აქედან გამომდინარე გამოიკვეთა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 4 ძირითადი მიმართულება: 1) აქტიური საინფორმაციო კამპანია – რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; 2) მონიტორინგი – რაც გულისხმობს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენას, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და  ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრას; 3)აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები– მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა; 4) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები–  საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლა, ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის დადგენა.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო განახორციელებს მავნებელთან ბრძოლის  ღონისძიებებს ქვეყნის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებსა და კერძო საკუთრებაში არსებულ ერთწლიანი კულტურების დიდ მასივებში. თხილის კულტურაში მავნებელთან და სოკოვან დაავადებებთან  ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ტექნიკური საშუალებებს გადასცემს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელების პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროსთან ერთად, ჩართულია შესაბამისი უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები.

საეთაშორისო კონფერენცია, ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის  (CIB) მხარდაჭერით გაიმართა.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი