საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

კონკურსი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თავისი წესდების II თავის მე-9 მუხლის თ) პუნქტის და გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი პრემიების მინიჭების დებულების შესაბამისად, აცხადებს კონკურსს  აგრარულ სფეროში სახელობითი პრემიების მისანიჭებლად

1. აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება - აკადემიკოს მიხეილ საბაშვილის სახელობის - 1 პრემია;

2. მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება - აკადემიკოს მიხეილ რჩეულიშვილის სახელობის - 1 პრემია;

3. აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება - აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის სახელობის - 1 პრემია;

4. გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება - აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის - 1 პრემია;

5. სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ანდრო ნიჟარაძის სახელობის - 1 პრემია;

6. ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის პეტრე ჟღენტის სახელობის - 1 პრემია.

    

პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომები, ამასთან გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებში მითითებული სამუშაოები წარმოდგენამდე ერთი წლით ადრე აპრობირებული უნდა იყოს წარმოებაში;

       პრემიაზე წარმოდგენილ ავტორთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ სამუშაო შეასრულეს ქართველ კოლეგებთან ერთად;

     კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოდგენილი იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.1.წარმომდგენი ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე   დაბეჭდილი წარდგინება, რომელშიც აღინიშნება ნაშრომის დასახელება, ავტორთა გვარი და სახელი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

1.2.წარდგინება უნდა მოიცავდეს: ნაშრომის მოკლე შინაარსს, ნაშრომის წარდგენის დასაბუთებას, ნაშრომის ზოგად შეფასებას;

1.3.პრაქტიკული ხასიათის ნაშრომისათვის წარდგინებაში ასევე უნდა აღინიშნოს გამოყენების ადგილი, მასშტაბები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;

1.4.წარდგინებას ხელს აწერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუ ხელმძღვანელი თვითონაა ავტორთა ჯგუფში, წერილს შეიძლება ხელი მოაწეროს მისმა მოადგილემ;

1.5.თუ ნაშრომს წარადგენს რამდენიმე ორგანიზაცია, წარდგინებას ხელს აწერს ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

1.6.ამონაწერი წარმომდგენი ორგანიზაციის შესაბამისი ორგანოს (კრება, კოლეგია, პრეზიდიუმი, საბჭო) სხდომის ოქმიდან, პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომის დასახელების, ავტორთა გვარების და სახელების მითითებით დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით;

1.7.ანოტაცია, არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთ) გვერდს. პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის ანოტაციაში საჭიროა აღინიშნოს სად, როდის, რა მასშტაბით არის რეალიზებული სამუშაოს შედეგები და როგორია მიღებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ანოტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ყველა ავტორის მიერ;

1.8.ნაშრომის რეცენზენტის/რეცენზენტების დასკვნა, დამოწმებული უნდა იქნეს იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, საიდანაც არის წარმოდგენილი ნაშრომი;

1.9.ცნობა ავტორთა   მონაცემების შესახებ (CV), ცნობა სამუშაო ადგილიდან და დაკავებული თანამდებობა, ბინის მისამართი, ფოტოსურათი ზომით 3X4.

1.10.       დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად.

1.11.       ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად შემდეგი სახით:

-            ფუნდამენტური ნაშრომი (მონოგრაფია, წიგნი);

-            გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი (სამუშაოთა აღწერა, თანდართული

   შეფასებებით, დასკვნებით, საავტორო მოწმობებისა და პატენტების ასლებით);

-            სახელმძღვანელო;

ნაშრომს შეიძლება დაერთოს ფოტოსურათების ალბომი, სქემები, რუკები და სხვა. სასურველია, რომ დამატებით მასალის ფორმატი იყოს ისეთივე, როგორც ნაშრომის ფორმატია.

1.12. ყველა საკონკურსო დოკუმენტის ელექტრონული ვერსია.

საკონკურსო მასალები მიიღება აკადემიის კანცელარიაში 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველი სამუშაო დღის 11 საათიდან 17 საათამდე.  

 

           შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ტ. 593 58 01 37

                             

           აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com