განყოფილების აკადემიკოს მდივანი: ლაშა დოლიძე,სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
განყოფილების სწავლული მდივანი: - ტიგინაშვილი ზვიადი, სოფლის მეურნეობის დოქტორი.
განყოფილების მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები:
– საქართველოში სატყეო დარგის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების მიზნით, მაღალეფექტური და ქმედითუნარიანი ინოვაციური გარემოს შექმნა;
–სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო სატყეო პოლიტიკის ფორმირებისათვის, შესაბამისი საკანონმდებლო – სამართლებრივი უზრუნველყოფის მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებების რეკომენდირება,
– სატყეო საქმის სფეროში მოღვაწე სასწავლო, სასწავლო–პედაგოგიური პერსონალის, პრაქტიკოსი მუშაკებისა და კერძო მეწარმეთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და კონსულტირების მიზნით, შესაბამისი სამეცნიერო და სასწავლო–საინფორმაციო სისტემების მოდელირება;
– სატყეო და მონათესავე პროფილის სასწავლო, სამეცნიერო, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ფუნდამენტური თუ გამოყენებითი სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია მათი ეფექტურად წარმართვის მიზნით;
– შესაბამისი თანამედროვე, პროგრესული და მყარ მეცნიერულ საფუძვლებზე ფორმირებული რეკომენდაცია, მათი ეფექტურად წარმართვის მიზნით;
– შესაბამისი თანამედროვე, პროგრესული და მყარ მეცნიერულ საფუძვლებზე ფორმირებული რეკომენდაციების წარმოდგენა, სატყეო და სოფლის მეურნეობის სფეროებში მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემების პრევენციის უზრუნველსაყოფად;
– მსგავსი პროფილის, მონათესავე ან ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების შესაბამისად, საქართველოს სატყეო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება – ოპტიმიზაციაზე ზუნვა;
– განყოფილების წევრების აკადემიკოსებისა და წევრ–კორესპონდენტების სამუშაო გეგმების განხილვა და ანგარიშების წარმოდგენის უზრუნველყოფა;
– აკადემიის პრეზიდიუმზე და საერთო კრებაზე განსახილველი თემატიკის მომზადება, განხილვა და კვლევის ძირითადი შედეგების სახელმწიფო დონეზე მოსმენისათვის რეკომენდირება;
– შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, აკადემიის შემადგენლობაში ნამდვილი წევრობის კანდიდატურების მონაცემთა პერსონალური განხილვა და მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
– განყოფილების სხდომებზე სამეცნიერო მოხსენებების მოსმენა შესაბამისი დარგისა და პროფილის აქტუალურ საკითხებზე და უახლოეს მიღწევებზე;
– სატყეო საქმის პროფილის სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების (უნივერსიტეტები, ინსტიტუტები, ცენტრები, პროფესიული სასწავლებლებიდა სხვა) სამეცნიერო–კვლევითი თემატიკის განხილვა და წლიური ანგარიშების მოსმენა.
გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების შემადგენლობა:
1. აკად. ალექსიძე გურამი
2. აკად. ჯაფარიძე გივი
3. აკად. გიორგაძე ანატოლი
4. აკად. დოლიძე ლაშა
5. აკად. გაგოშიძე გიორგი
6. აკადემიის წ.კ. ქავთარაძე გიორგი
7. აკადემიის სტიპენდიატი ტიგინაშვილი ზვიადი
