საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შეფასების შედეგები

უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და ფიზიკური პირების სამეცნიერო საქმიანობის 2024 წლის წლიური ანგარიშების შეფასების შედეგები

        

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ მოქმედ კანონში მე-161 მუხლის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი, ფუნქციები, ამოცანები და წევრის ანაზღაურება მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ აკადემია „იხილავს და აფასებს აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში  გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციებიდაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს.

წინა წლებში აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშების შეფასება/ რეცენზირება ხდებოდა მხოლოდ ხარისხობრივად.   მიმდინარე წლის 18 მარტს აკადემიის პეზიდიუმის 2025 წლის 27 თებერვლის 2 სხდომის დადგენილების საფუძველზე, აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის მიერ ხელმოწერილი იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების და ფიზიკური პირების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშებისა და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შეფასების ჩატარების ახალი დებულება, რომლის თანახმად შეფასება ხორციელდება რაოდენობრივი მაჩვენებლების გამოყენებით. ამ დებულების შესაბამისად 28 მარტს სარეცენზიო მასალა დაეგზავნათ თითოეული სამეცნიერო/სასწავლო ერთეულისათვის გამოყოფილ ორ-ორ შემფასებელს.

ახალი დებულებით ჩატარდა შვიდი უნივერსიტეტის 18 სამეცნიერო/სასწავლო ერთეულის შეფასება, მ.შ. 11 შეფასება - ორ-ორი შემფასებლის მიერ. იმ შემთხვევაში, როდესაც ქულებში განსხვავება 8-ს აღემატებოდა, დამატებით ხდებოდა მესამე შემფასებლის გამოყოფა. ანალიზის ჩასატარებლად, აგრეთვე შემოსული წინადადებებისა და შენიშვნების განსახილველად აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე დამტკიცდა სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები: რ. ასათიანი, ა. დიდებულიძე, ლ. დოლიძე, პროფესორი თ. ბაციკაძე და დოქტორი თ. ეპიტაშვილი. სწორედ ჯგუფის წევრთა მიერ 6 შემთხვევისთვის ჩატარდა დამატებითი რეცენზირება.

კვლევით/სასწავლო ერთეულებს შორის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტიკოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილებამ; შეფასება „კარგი“ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სუბტროპიკული კულტურების პროდუქტთა ტექნოლოგიის დეპარტამენტებმა, ასევე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა. სამწუხაროდ, ორმა ერთეულმა ვერ მიიღო დადებითი შეფასება.

რაც შეეხება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 19 სამეცნიერო ერთეულის 2024 წლის ანგარიშებს, ისინი შეფასდა ახალი დებულების მიღებამდე გაცილებით ადრე, ანუ ძველი დებულების შესაბამისად. აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთმა ერთეულმა (ბიოაგროწარმოების განყოფილება) მიიღო უმაღლესი შეფასება, ხუთმა - კარგი, თორმეტმა - დადებითი, ხოლო ერთი ერთეულის შეფასება ვერ ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებაში მონაწილეობა მიიღი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 16 წევრმა და სტიპენდიატმა, აგრეთვე აგრარული მიმართულების 11 წამყვანმა მეცნიერმა.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com