საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

გადაწყვეტილება ნიუ-დელიში (ინდოეთის რესპუბლიკა) გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის UNESCO-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე იქნა მიღებული.

       UNESCO-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.

     4საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უშუალოდ მონაწილეობდა და კოორდინაციას უწევდა იმ სამუშაოებს და ღონისძიებებს, რომლებიც წინ უძღოდა „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანას.

      საქართველოს   პარლამენტის   აგრარულ   საკითხთა   კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჩართულობით და კოორდინაციით წარიმართა სამეცნირო-კვლევითი   სამუშაოები,   რომლის მიზანი იყო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის   წარმომადგენლობით   სიაში   „ქართული   ხორბლის მოყვანისა და გამოყენების ტრადიციების“ შეტანა. საქართველოს სოფლის   მეურნეობის   მეცნიერებათა   აკადემიას   საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უდიდესი მხარდაჭერით გამოეყო თანხა, რომლითაც დაფინანსდა   სამეცნიერო-კვლევითი   ექსპედიციები   ქვეყნის   მასშტაბით.   ექსპედიციებში   მონაწილეობა   მიიღეს   მეცნიერ-მკვლევარებმა და ტექნიკურმა პერსონალმა.   განხორციელდა   მნიშვნელოვანი   აქტივობები   შემდეგ რეგიონებში: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქართლი, ზემო და ქვემო   სვანეთი,   თუშეთი,   გურია.   მოძიებული   და   დაფიქსირებული   იქნა: მეცხრამეტე   საუკუნის   თემატური   ფოტოები;   არქეოლოგიური   ენდემური ხორბლის   ნიმუშები; შესწავლილი   იქნა ენდემური   და   ტრადიციული ხორბლის ნამზადის მონაწილეობა შემოდგომა-ზამთრის წეს-ჩვეულებებში და რიტუალურ ციკლში. განხორციელდა პურის ფესტივალის კინო-ფოტო გადაღება მესხეთში,   ქალაქ   ახალციხეში,   სადაც   წარმოდგენილი   იყო ქართული   ხორბლიდან   მიღებული   ფქვილით   გამომცხვარი   პურის მრავალფეროვანი   ასორტიმენტი;   ჩაწერილი   იქნა   ინტერვიუები ფერმერებთან, პურის მცხობელებთან. შესწავილი იქნა   ტრადიციული და ადგილობრივი, ენდემური ხრბლის თესვის, მოსავლის აღებისა და თონეში ქართული პურის ცხობის პროცესები, სადაც გამოყენებული იქნა ქართული ხალხური   ტრადიციული   ხელსაწყოები,   ჩატარდა   მასტერკლასები. განხორციელდა   დაცული საინტერესო   არტეფაქტების (უნიკალური   კარბონიზირებული ხორბლის ნიმუშების,   რომელიც   აღმოჩენილია   ქვემო ქართლში,     ასაკი   8   თასი   წელი ძვ.   წ.   მე-6 ათასწლეული)   კინო-ფოტო გადაღებები   საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის და გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმებში. ასევე გადაღებულ იქნა     ნეოლითის   პერიოდის,   ე.   წ.   შულავერ-შომუთეფეს   კულტურის ხორბლის ხუთი ეგზემპლარი; ერთმარცვლიანი, ორმარცვლიანი და რბილი ხორბალი (სამი ეგზემპლარი) და   მთლიანად კოლექცია: ხორბალი, ქერი, უგრეხელი,   პარკოსნების   ნიმუშები, არტეფაქტი - თავთავის   ანაბეჭდი ალიზის აგურზე. ასევე   გადაღების ობიექტი იყო გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ   მუზეუმში   დაცული   ექსპონატები,   რომლებიც დაკავშირებულია   ხორბლის   თესვა-მოყვანა,   დაუნჯებასთან;   სახვნელი საშუალებების სხვადასხვა ტიპები მთისა და ბარისა (დიდი გუთანი), კევრი, კოდი   და   სხვ. ერთი   დღე   დაეთმო თბილისში   არსებული   ქართული პურის ტრადიციულ    საცხობებს. შესწავლილი   იქნა ხორბლის   ენდემური   სახეობებიდან მიღებული ფქვილიდან ნამზადის მონაწილეობა       საშობაო   წეს-ჩვეულებებში   და   რიტუალებში გურიაში.      597266179 1170937181888969 3430106474534155723 n

       მოპოვებული და შესწავლილი მასალების საფუძველზე შეიქმნა ფილმი   (შეზღუდული მოთხოვნების გამო ფილმის ხანგრძლივობა 10 წუთია) იუნესკოში   წარსადგენად.   ჩატარებული კვლევების მასალებზე დაყრდნობით მომზადდა სამეცნიერო სტატიები, რომლებიც გამოქვეყნდა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.

       ასევე 2024 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი; FAO-გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

       კონფერენციის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი წარმოდგენილი იყო 4 ქვეყნის (საქართველო, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი) მეცნიერთა შემადგენლობით, ხოლო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს 6 ქვეყნის (საქართველო, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, აშშ, თურქეთი) მეცნიერ-მკვლევარებმა.    

     იუნესკო-ს 2003 წლის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციას საქართველო 2007 წლიდან შეუერთდა. განვლილი პერიოდის განმავლობაში კონვენციის ქვეშ არსებული მსოფლიო წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოს ოთხი ელემენტია აღიარებული: „ქართული მრავალხმიანობა“ (2001, 2008), „ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი“ (2013), „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ (2016) და „ქართული ჭიდაობა“ (2018). სასიხარულოა, რომ 2025 წელს მათ რიცხვს შეემატა „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დამტკიცებულმა კომისიამ ეროვნული

პრემიის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა

 

1.0  საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით დამტკიცებული სპეციალური კომისია ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ეროვნული პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული 10 000 ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს პრემიას, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.

9 წევრით დაკომპლექტებული კომისიის პირველი სხდომა დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტის განკარგულებით დამტკიცებული ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობაში არიან:

კომისიის თავმჯდომარე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია

კ ო მ ი ს ი ი ს    წ ე ვ რ ე ბ ი:

      1.ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ჯაბა სამუშია;

2.ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით გურგენიძე;

3.ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი-მდივანი ვლადიმერ პაპავა;

4.ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე;

5.ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე;

6.მედიცინის დოქტორი, პროფესორი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი;

7.ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზია ქუთათელაძე;

8.ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი.

კანდიდატთა წარდგენის წესი/ნაშრომის წარდგენისათვის დადგენილი პირობები:

პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს; პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ მეცნიერების შესაბამის დარგში; პრემიის მოსაპოვებლად შესაძლებელია ავტორთა ჯგუფის/თანაავტორთა წარდგენა; პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ ავტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაშრომი გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს; პრემიის მოსაპოვებლად წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და/ან მისი პრაქტიკული გამოყენების შემდეგ; დაუშვებელია ერთი და იმავე ნაშრომის განმეორებით წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაშრომი საკონკურსოდ არ იქნა დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

წარდგინება ნაშრომის აღწერა-დახასიათებითა და იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რომელთა გამოც ხდება მისი ავტორის პრემიის მოსაპოვებლად წარდგენა. დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი/საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი; საკონკურსო ნაშრომის შესახებ მედიაში გამოქვეყნებული რეცენზიები და/ან სხვა მასალა ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად; სამეცნიერო ნაშრომი - მატერიალურად წარმოდგენის შემთხვევაში 9 ეგზემპლარად (მათ შორის, ერთი ორიგინალი მაინც); კანდიდატის ბიოგრაფია (CV), სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი; კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.

 

 

 

 

 5 დეკემბერი - ნიადაგის მსოფლიო დღე

 

80bf5ece ebf7 4ceb a00b 535a55fddf00  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 5 დეკემბერს ტრადიციულად ჩატარდა ნიადაგის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი, აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიკოსები: ჯემალ გუგუშვილი და ზაურ ჩანქსელიანი, წევრ-კორესპონდენტი გიზო გოგიჩაიშვილი, აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, დოქტორი გიორგი ღამბაშიძე, ასევე აკადემიის აპარატის, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მისალმების შემდეგ ქალბატონმა გოგოლამ მოკლედ მიმოიხილა ნიადაგის მსოფლიო დღის დაარსების ისტორია, მისი მიზანი და ამოცანები. აღინიშნა, რომ ყოველწლიურად FAO ამ დღესთან დაკავშირებით აცხადებს სლოგანს. 2025 წლის სლოგანი გახლდათ: „ჯანსაღი ნიადაგები-ჯანსაღი ქალაქებისთვის“, რითაც ხაზი გაუსვეს იმას, რომ ნიადაგი არა მარტო სოფლის მეურნეობისათვისაა მეტად ღირებული, არამედ ქალაქებში შენობებისა და გზების ქვეშ არსებულსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

აკადემიკოსი გ. მარგველაშვილი აუდიტორიის წინაშე ასევე წარსდგა მოხსენებით თემაზე: „ქართულ მიწას მიწას მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება“.    3351e10a 04c2 4d73 8212 d421c7991b39

         „ნიადაგის გამოფიტვა, მისი დეგრადაცია - ეს უდიდესი პრობლემაა ნებისმიერი ქვეყნისათვის და, პირიქით, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლება, ესაა ძირითადი, რაზეც დგას ყველა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის წარმოება“ -აღნიშნა ქალბატონმა გოგოლამ. შემდეგ მიმოიხილა ის ქვეყნები, სადაც დიდ ყურდღებას უთმობენ ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლებას, მათ შორის შეეხო ნიდერლანდებსაც, როგორც მცირემიწიან ქვეყანას, სადაც განსაკუთრებით ზრუნავენ ნიადაგზე, იმდენად ძლერ, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა საურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობით. ქალბატონმა გოგოლამ ასევე განიხილა საქართველოში ნიადაგების არსებულ მდგომარეობაც. ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო 35 წელია ნიადაგი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიღმა დარჩა; არ ჩატარებულა ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგი და არ გატარებულა სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებები. ამიტომ არის, რომ ჩვენს ისედაც მცირემიწიან ქვეყანაში მიწის მნიშვნელოვანი ფართობები (400-450 ათას ჰა-ზე მეტი) დაუმუშავებელი და დაუთესავია, ათასობით ჰექტარი მიტოვებული მიწა დეგრადაციას განიცდის, უდაბნოდ გადაქცევის საფრთხის ქვეშ დგას. შემდეგ მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადაში გამოსწორდეს არსებული მდგომარეობა. აუცილებელია აღდგეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ადრე არსებული „აგროქიმიისა და ნიადაგის ნაყოფიერების დაცვის სახელმწიფო სამსახური“, ჩატარეს ნიადაგების პასპორტიზაცია და სხვ.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიზო გოგიჩაიშვილი. მისი მოხსენების თემა იყო: „საქართველოს ნიადაგებში ნიადაგწარმოქმნის პროდუქტიულობა“. ბატონმა გიზომ ისაუბრა კოსმოგენურ იზოტოპებზე, მათი წარმოქმნის მექანიზმზე. აღინიშნა, რომ კოსმოგენური ნუკლიდების გაზომვა გვიჩვენებს თუ როდის შექმნეს ვულკანურმა აქტივობებმა რელიეფი, როდის გამოიწვია კლიმატის ცვლილებამ მყინვარების ზრდა ან კლება, რამდენად სწრაფად იშლება მთები მდინარეების ეროზიული მოქმედებით და სხვ. აღნიშნული ნუკლიდების გამოყენება ამჟამად რევოლუციას ახდენს დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე პროცესების გაგებაში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დედამიწის 65a87a2a 76ae 4d0b 8cdf ae061c6dbe40შემსწავლელი მეცნიერებების მრავალი დისციპლინის განვითარებაში. კოსმოგენური ნუკლეოდიტით (TCN-ით) მიღებული (10Be) ნიადაგწარმოქმნის მაჩვენებლების (n=226) გამოქვეყნებული შედეგები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან (ავსტრალია, ჩრდილოეთი და სამხრეთ ამერიკა), ადასტურებს, რომ ნიადაგის ფორმირება ექსპონენციურად მცირდება ნიადაგის სისქის ზრდასთან ერთად. რაც შეეხება ნიადაგის პასპორტიზაციის ჩატარებას, საქართველოს ნიადაგებში ნიადაგწარმოქმნის პროდუქტიულობას, ბატონმა გიზომ მსმენელებს წარმოუდგინა საქართველოს ტერიტორიისთვის ნიადაგწარმოქმნის წლიური ინტენსივობის გამოსათვლელი ფორმულა, რომელშიც ნაჩვენები იყო საშუალო წლიური ტემპერატურის (0C), საშუალო წლიური ნალექის (მმ) კავშირი ქანების დაწევის სიჩქარესთან. ამ ფორმულის მეშვეობით გამოთვლილი იქნა ნიადაგწარმოქმნის პროდუქტიულობა (ტ/ჰა) ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სვანეთის, იმერეთის, კახეთის, რაჭის და ა.შ. რეგიონებში.

მოხსენებით „მიწათსარგებლობის გავლენა ნიადაგში ორგანული ნახშირბადის დაგროვებაზე შირაქის ველის შავი ნიადაგების მაგალითზე“ აუდიტორიის წინაშე წარსდგა სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე. თავის მოხსენებაში მან ყურადღება გაამახვილა ნიადაგში არსებული ნახშირბადის მნიშვნელობაზე, მის დანიშნულებაზე, როგორც ნიადაგის: სტრუქტურის, გვალვისა4fa8bcb7 2ccc 4ed5 ba88 163471a2b27f და კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გამაუმჯობესებელ; წყლისა და საკვები ნივთიერებების შემაკავებელ; წყლის ინფილტრაციის; მიკრობული ფუნქციის გამაძლიერებელ; ეროზიის შემამცირებელ; ნიადაგის pH-ის შემანარჩუნებელ და ა.შ. ფაქტორზე. შემდეგ ისაუბრა შირაქის ველის ძირითად მიწათსარგებლობის ფორმებზე-სახნავზე, საძოვრებსა და ქარსაფრებზე და მათში ჰუმუსის სახით არსებულ ორგანულ ნახშირბადზე. ყურადღება გაამახვილა ნიადაგში ორგანული ნახშირბადის ხანგრძლივი დროით დაგროვების ხელშემწყობი ფაქტორებზე, კერძოდ: ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოქიმიურ სტაბილიზაციაზე.

            აღსანიშნავია, რომ თითოეულმა მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გ. ალექსიძემ, ჯ. გუგუშვილმა, მ. ბარვენაშვილმა. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

            კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს საინტერესო მოხსენებებისათვის, ხოლო დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და კონფერენციის მუშობაში აქტიური მონაწილეობისათვის.

 

 

 

ეროვნული სამუშაო შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

საქართველოში მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის განხილვა

 

7 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით 2025 წლის 20 ნოემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა ეროვნული სამუშაო შეხვედრა საქართველოში მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე.

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა მიწის კონსოლიდაციის პროცესის აუცილებლობას, ამავე დროს, ხაზი გაუსვა  აღნიშნული პროცედურის განხორციელების სირთულეს და დასძინა, რომ მისი დაწყების საფუძველს სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი წარმოადგენს.77

საქართველოს მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის პროექტი აუდიტორიას წარუდგინა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიწის პოლიტიკის სპეციალისტმა დავით ეგიაშვილმა. მან მიმოიხილა საქართველოში მიწის კონსოლიდაციის ხედვა, მიზნები, პრინციპები და ეტაპები, ასევე, მიწის კონსოლიდაციის ინსტიტუციური ჩარჩო და დაფინანსების წყაროები. დოკუმენტის შექმნით საფუძველი ჩაეყარა მიწის კონსოლიდაციის პოლიტიკის შემდგომ განხილვასა და კონსულტაციებს.

შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ესწრებოდნენ აკადემიკოსები: ნოდარ ჭითანავა და ალექსანდრე დიდებულიძე, რომლებმაც დამსწრეთ გააცნეს აკადემიის პოზიცია განსახილველ საკითხთან 

 

 

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:

 

1. ლევან ყანჩაველის სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გურამ ალექსიძეს წიგნისათვის „მცენარეთა დაცვა“.

2. ვარლამ შამათავას სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გურამ ტყემალაძეს სახელმძღვანელოსათვის „ბიოქიმიის საფუძვლები“ და ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორ ლევან მაკარაძეს და ვეტერინარიის დოქტორ ზურაბ მაკარაძეს სახელმძღვანელოსათვის „ცხოველისა და ფრინველის დაავადებების პათოლოგიური ანატომია“.

3. კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ომარ თედორაძეს და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ნუგზარ სარჯველაძეს მონოგრაფიისათვის „მარცვლეული და ბალახეული კულტურების ამღები მანქანების გაანგარიშების და კონსტრუირების საფუძვლები“ და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ზაზა მახარობლიძეს და ტექნიკის დოქტორებს: ვლადიმერ მარგველაშვილს და სერგო შარაშენიძეს ნაშრომთა ციკლისათვის: „სასოფლო-სამეურნეო მიწების რეაბილიტაციის სამანქანო ტექნოლოგიისა და მანქანათა კომპლექსის დამუშავება“.

4. ვასილ პეტრიაშვილის სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ნუგზარ ბაღათურიას მისი საერთო რედაქციით და ავტორობით, ავტორთა ჯგუფთან ერთად შესრულებულ დამხმარე სახელმძღვანელოსათვის „კვების პროდუქტების ტექნოლოგია“ და ტექნიკის დოქტორ თამაზ კობაიძეს ნაშრომისათვის „მევენახეობა-მეღვინეობის ენციკლოპედიური ლექსიკონი“.

5. მიხეილ მურვანიშვილის   სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ გიზო გოგიჩაიშვილს მონოგრაფიაში „საქართველოს ნიადაგები“ წარმოდგენილი თავებისათვის: „მიწის გამოყენება“ და „ნიადაგის ეროზია“.

6. ივანე ჯაშის სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებს: რევაზ ასათიანს და პაატა კოღუაშვილს (გარდაცვალების მერე) წიგნისათვის „ინდუსტრიული სოფელი - მომავლის გლობალური გამოწვევა“.


საზეიმო სხდომა

10 ნოემბერი - მეცნიერების საერთაშორისო დღე

    19c7e785 f6d5 49b8 983b a52e89b21f7e    საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 10 ნოემბერს ტრადიცილად გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების საერთაშორისო დღეს.

სხდომას ესწრებიდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი; მეცხოველეობის და ვეტერინარიი მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი; გარემოსა დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, ასევე აკადემიის აპარატის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

საზეიმო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მისალმების შემდეგ, მან მოწვეულ სტუმრებს გააცნო აკადემიის ისტორია, სტრუქტურა, საქმიანობა. ისაუბრა ცალკეულ მეცნიერებათა განყოფილებების საქმიანობაზე, აკადემიაში არსებული აგრარული დარგის სხვადასხვა მიმართულებების კოორდინატორების ინსტიტუტზე, აკადემიის საქმიან ურთიერთობაზე სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თუ სამეცნიერო-საგანმანათლებლო და აკადემიურ წრეებთან. ყურადღება გაამახვილა ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმებზე, რომელიც აკადემიას დადებული აქვს, როგორც ადგილობრივ სამეცნიერო დაწესებულებებთან, ასევე აგრარული მიმართულების საზღვარგარეთის მეცნიერებათა აკადემიებთან და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან. ბატონმა გივიმ ხაზი გაუსვა აკადემიის რეგიონებთან კავშირის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია სერიოზული ნაბიჯები. ჩამოყალიბებულია აჭარის და დასავლეთ საქართველოს სასამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრები. თუმცა ეს საკმარისი არაა. აკადემიასთან არსებული მსგავსი ტიპის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრების ჩამოყალიბება იგეგმება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მ. შ. ჯავახეთში, კახეთში და სხვ.ecf55dd1 a908 41fe ac11 98a5b354c88d

            საზეიმო სხდომის დასასრულს აკადმიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ აკადემიის საპატიო სიგელით და სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა აგრარული დარგში მოღვაწე წარმატებული მეცნიერები:

ვარლამ აპლაკოვი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი;

ემზარ კილასონია - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, აგროინჟინერიის დოქტორი;

ნუნუ ჩაჩხიანი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი;

ლია კოპალიანი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სუბტროპიკული კულტურების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი;

იზოლდა ხასაია - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ტურიზმისა და ლანდშაფტური არქიტექტურის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;

ომარ ლომსაძე - ვეტერინარული კლინიკა ფორვეტის” ფართო პროფილის ვეტერინარი ექიმი, ვეტერინარიის მაგისტრი;

გიორგი ბუცხრიკიძე - საქარველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, დოქტორანტი;

ვლადიმერ ბარათაშვილი - საქარველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, ვეტერინარიის დოქტორი;

თამაზ ბიჭიაშვილი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, ტექნიკის დოქტორი;

ბაგრატ რაზმაძე - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი,   ეკონომიკის მაგისტრი;

ივანე კაპანაძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, აგროინჟინერიის დოქტორი;

ირინე ჩარგეიშვილი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა ბიოლოგიის ლაბორატორიის ლაბორანტი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი;

ანა თავართქილაძე - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, დოქტორანტი;

ქეთევან მაჭარაშვილი - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ქიმიის მაგისტრი;

ზურაბ ანდღულაძე - ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ინჟინერ-კონსტრუქტორი;

ეკატერინე გობრონიძე - ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნიკის დოქტორი;

ქეთევან ჩიკაშუა - ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი.

            დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ სტუმრებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტო, დაათვალიერეს აკადემიის საინფორმაციო ცენტრი და საგამოფენო დარბაზი.

0291b57a 5ed0 4270 9b15 8568532eb80b

მეცნიერების საერთაშორისო დღე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

 

34     საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ტრადიციისამებრ, ყოვეწლიურად აღნიშნავს იუნესკოს მიერ დაარსებულ მეცნიერების საერთაშორისო დღეს. წელს, 10 ნოემბერს ამ დღის აღნიშვნა მეცნიერების მუზეუმის საზეიმო გახსნით დაიწყო. მუზეუმი გახსნეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მუზეუმის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის აკადემიკოს ლია მელიქიშვილს. აკადემიის მუზეუმის მიზანია მეცნიერების ისტორიული მემკვიდრეობის გაცოცხლება და საზოგადოებისთვის წარდგენა. ამ სივრცეში ასახულია აკადემიის ისტორია დაარსების დღიდან დღევანდელობამდე; მისი პრეზიდენტები, სამეცნიერო განყოფილებები, კვლევითი ინსტიტუტები, ფოტო მასალა და სამახსოვრო ნივთები, ქართული ენციკლოპედიის და რუსთაველის კომიტეტის ბანერები და . .

   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ციცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.211

   ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მან მეცნიერების მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრა. შემდეგ სიტყვა გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს, რომელმაც საზოგადოებას გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მილოცვა ქართველ მეცნიერებს. შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

       ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, აკადემიკოსები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

       ღონისძიების დასასრულს, აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიები გადაეცათ მეცნიერების სხვადასხვა დარგში გამარჯვებულ 40-ზე მეტ მეცნიერს.

მეცნიერების საერთაშორისო დღე

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საიუბილეო თარიღი – 20 წლისთავი და

მეცნიერების საერთაშორისო დღე

   მინისტრი  2025 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საიუბილეო თარიღი – 20 წლისთავი აღინიშნება. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, ღონისძიების ფარგლებში ფონდის საქმიანობის მიზნების, ძირითადი მიმართულებების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პრიორიტეტების   შესახებ პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”. აღნიშნული ღონისძიება მეცნიერების საერთაშორისო დღეს დაემთხვა.

       2025 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია: „ნდობა, გარდაქმნა და მომავალი - როგორი უნდა იყოს მეცნიერება 2050 წელს‘‘.მოადგილე

     ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტების რექტორებმა, მეცნიერებმა, მკვლევრებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

   ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი.

   როინი    მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ღვაწლმოსილ და   ახალგაზრდა მეცნიერებს გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სიგელები და საპატიო ჯილდოები გადასცა. მან სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერებისდარბაზი განვითარების საქმეში თითოეული მათგანის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მინისტრთან ერთად მეცნიერებს საპატიო ჯილდოები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა გადასცა.

     ღონისძიების ფარგლებში სიგელები და საპატიო ჯილდოები გადაეცათ – რუსთაველის ფონდის პრემიის „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ 10 ლაურეატ მეცნიერს, რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ შვიდი სამეცნიერო მიმართულებით გამარჯვებულ   ახალგაზრდა მეცნიერებს და რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსის „ქალები მეცნიერებაში - განსაკუთრებული მიღწევებისათვის მათემატიკის მიმართულებით“ გამარჯვებულ ქალ მეცნიერს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

  მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩარტარდა აკადემიის საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ აკადემიკოსები: გივი ჯაფარიძე, გურამ ალექსიძე, რევაზ ასათიანი, ივერი ახალბედაშვილი, მარინე ბარვენაშვილი, ნუგზარ ბაღათურია, ანატოლი გიორგაძე, ჯემალ გუგუშვილი, ალექსანდრე დიდებულიძე, ლაშა დოლიძე, ჯემალ კაციტაძე, ვაჟა კვალიაშვილი, ედიშერ კვესიტაძე, როლანდ კოპალიანი, გოგოლა მარგველაშვილი, გურამ პაპუნიძე, თემურ რევიშვილი, გურამ ტყემალაძე, ლევან უჯმაჯურიძე, ზაურ ფუტკარაძე, თენგიზ ყურაშვილი, ზაურ ჩანქსელიანი, ზურაბ ცქიტიშვილი, ნოდარ ჭითანავა.

555d787c 8c06 44b4 98c5 a5c3c5e33401აკადემიის საერთო კრების თავმჯდომარემ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ მოკლე მისალმების შემდეგ კრების მუშაობაში მონაწილე აკადემიკოსებს გააცნო დღის წესრიგი:

1. ინფორმაცია აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ასარჩევად კონკურსის მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით, პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო-საექსპერტო კომისიის მიერ განხილული კონკურსში მონაწილე კანდიდატების განცხადებების, საბუთების შესაბამისობისა და აკადემიის მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრებების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეკომენდებული და დაშვებული კანდიდატების შესახებ.

მომხსენებელი: საკონკურსო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

2. ინფორმაცია აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ.

მომხსენებლები:

აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიზო გოგიჩაიშვილი, სოფლის მეურნეობის დოქტორი დავით მაღრაძე.

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კერესელიძე.

აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ომარ თედორაძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გელა ჯავახიშვილი;

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: ტექნიკის დოქტორი მალხაზ დოლიძე, ტექნიკის დოქტორი ეკატერინა კაციტაძე, ბიოლოგიის დოქტორი ქეთევან ლაფერაშვილი.

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატი: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე;

ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატი: ეკონომკის დოქტორი ეკატერინე ზვიადაძე.

3. აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კანდიდატებისათვის ხმის მიცემა (ფარული კენჭისყრა).

4. კონკურსის შედეგების გამოცხადება.

5. მიმდინარე საკითხები.4e0c095b 57eb 4880 be9b f548beb48dd3

კრება წარიმართა წარმოდგენილი დღის წესრიგის შესაბამისად.

აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად ფარული კენჭისყრის პროცედურის დამთავრების შემდეგ, კრების თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ გამოაცხადა კენჭისყრის შედეგები აგრონომიულ, მეცხოველეობის და ვეტერინარიის, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებებში, რომლის თანახმად აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილე კანდიდატები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიზო გოგიჩაიშვილი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და ეკონომიკის დოქტორი ეკატერინე ზვიადაძე არჩეული იქნენ აკადემიის წევრ-კორესპონდენტებად.

რაც შეეხება აკადემიის დანარჩენ ორ: აგროინჟინერიის და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებებში წევრ-კორესპონდენტების არჩევას, საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება. ფარული კენჭისყრის პროცედურის თანახმად, რომლის შედეგებიც ასევე კრების თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ გამოაცხადა გამოვლინდა, შემდეგი: აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილებაში აკადემიის წევრ-კორესპონდენტად არჩეული იქნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ომარ თედორაძე, ხოლო სურსათის

უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში ტექნიკის დოქტორი მალხაზ დოლიძე.

აკადემიის ახლად არჩეულმა წევრ-კორესპონდენტებმა: ბატონებმა: გიზო გოგიჩაიშვილმა, დავით გოდერძიშვილმა, ომარ თედორაძემ, მალხაზ დოლიძემ, გიორგი ქავთარაძემ და ქალბატონმა ეკატერინე ზვიადაძემ მადლობა გადაუხადეს კრებაში მონაწილე აკადემიკოსებს მათდამი გამოხატული მხარდაჭერისა და ნდობისათვის.

სტუმრად ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

 

      მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა “მეცნიერების ფესტივალი 2025”-ის დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც დაესწრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ბატონი გივი მიქანაძე.

უკვე ტრადიციად იქცა საქართველოში მასშტაბური სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზება. წლიდან წლამდე იზრდება სამეცნიერო აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობა, მზარდია ფესტივალის ცნობადობაც. ამას მოწმობს ის, რომ მასში, საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებთან ერთად, სულ უფრო მეტი უცხოური უნივერსიტეტი მონაწილეობს.

2a33ce5c 9ac0 44ac 8129 506385ae95b7  სამეცნიერო საქმიანობის განვითარება და მისი პოპულარიზაცია არის ის კონკრეტული პრიორიტეტი, რაც ქვეყნის წინსვლისთვის, ეკონომიკური მდგრადობისთვის არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამას ემსახურება ფესტივალი და შესაბამისად აქტიურად გავაგრძელებთ და მომავალშიც მხარს დავუჭერთ მსგავსი ინიციატივების განხორციელებას,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენრული ბიომედიცინის ცენტრის, ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული ოფისის “ჰორიზონტი ევროპა”, კოლეჯი “პრესტიჟის” და სხვა ორგანიზაციების წარმომდგენლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ფესტივალის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოსმა მარინე ბარვენაშვილმა, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულმა ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრმა, დოქტორმა ირინე ჩარგეიშვილმა და აკადემიის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის და ავტომატიზაციის მიმართულების კოორდინატორმა, დოქტორმა თამაზ ბიჭიაშვილმა.

ფესტივალის საგამოფენო სივრცეში დემონსტრირებული იყო მასპინძელი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალის, სტუდენტების, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ინოვაციური გამოგონებები და ბეჭდვითი პროდუქცია. 229774ec 140a 4b96 a4f2 f699cc339a03

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პავილიონში გამოფენილი იყო აგრარული დარგის სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით გამოცემული რეკომენდაციები, სამეცნიერო შრომათა კრებულები, წიგნები, ბროშურები და სხვა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს აკადემიკოსებმა: ა. დიდებულიძემ და მ. ბარვენაშვილმა. მნახველთა მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ექსპონატებმა, რომლებიც ეხებოდა ქართულ აბრეშუმს, მის წარმოებას და მეაბრეშუმეობის დარგის დღევანდელ მდგომარეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით დამთვარიებლების მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც დოქტორმა ი. ჩარგეიშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა. გარდა ამისა, დიდი ინტერესი გამოიწვია დოქტორ თ. ბიჭიაშვილის მიერ წარმოდგენილმა ფიტოტესტერმა, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მემცენარეობის დარგით დაკავებულ პირებს.

            აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პავილიონს ეწვივნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე: ბატონი ზვიად გაბისონია, მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ქეთევან ქოქრაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი შალვა ჭკადუა და მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

ფესტივალის დასასრულს გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა.

მეტყევის დღე

38342d1a 9fa1 439b b25f 429f57d27687 1 მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მეტყევის დღისადმი (10 ოქტომბერი) მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი, განყოფილების სტიპენდიატი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, აკადემიის აპარატის მუშაკები....

თემატური სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მისალმების შემდეგ, მან მეტყევეებს მიულოცა პროფესიული დღე და უსურვა წარმატება თავიანთ საქმიანობაში.

თემატური სხდომის მუშაობა წარიმართა დღის წესრიგის შესაბამისად და დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა აკადემიის სტიპენდიატის ზვიად ტიგინაშვილის მოხსენება: „ცივ-გომბორის რეგიონში ქართული მუხის (Querqus petraea aubsp. Iberica) წმინდა კორომების აღნაგობის თავისებურებანი“.

მომხსენებელმა მიმოიხილა მსოფლიო მასშტაბით მუხნარებში მიმდინარე დეგრადაციის, არადამაკმაყოფილებელი განახლებისა და ტყეების ხმობის პროცესები, რომლის პირველი სიმპტომები ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში აღინიშნა ევროპაში, შემდგომ ამერიკასა და აზიაში.

აღინიშნა, რომ მუხნარების აღდგენის, მათში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის საკითხი კავკასიის რეგიონში, კერძოდ კი საქართველოში ძალზე აქტუალურია. პრობლემა არა მარტო ეკონომიკური (მუხნარების ძალზე დაბალი პროდუქტიულობისა და მის ძვირადღირებულ მერქანზე მოთხოვნილების გამო), არამედ სოციალურ-ესთეტიკური ხასიათისაცაა. დღეისათვის საქართველოში მუხნარებს უკავიათ 0,29 მლნ ჰა.5c4f3ebe b571 4086 83c1 a44ea416925f

საქართველოში გავრცელებული მუხის 7 სახეობიდან ყველაზე დიდი ფართობი ქართულ მუხას უკავია, იგი მთელ ტყიან საქართველოში გვხვდება. მუხის ტყის ცენოზები უაღრესად დიდი დაცვითი, მაღალი სამეურნეო ღირებულებებითა და ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ქართული მუხის კორომის ზრდა-განვითარების, ბუნებრივი განახლების, აღნაგობის ანალიზი მეცნიერულად დასაბუთებული მთელი რიგი საკითხის შესწავლის და გაშუქების შესაძლებლობას იძლევა. კორომის ფორმირება, აღნაგობა, ხნოვანებითი განვითარება დამოკიდებულია ადგილსამყოფელის ბუნებრივ პირობებზე და მის ბიოეკოლოგიაზე. ქართული მუხის ტყის ეკოსისტემების თანამედროვე მდგომარეობის, ბიოეკოლოგიური პოტენციალის, აღნაგობის, ზრდა-განვითარების შედეგები შეიძლება საფუძვლად დაედოს ტყის კვლავწარმოებას. ამიტომ, მუხნარების ფორმირების, ზრდა-განვითარების თავისებურებების შესწავლა გარემო პირობებთან დაკავშირებით მეტად აქტუალურია.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ცივ-გომბორის რეგიონში, თესლით წარმოშობილი ქართული მუხის ფორმაციებში გამოვლენილ ხეთა რიცხოვნობისა და სიმსხოს საფეხურებს შორის არსებულ კანონზომიერებაზე. აღინიშნა, რომ მუხის დიამეტრის ყველაზე წვრილ საფეხურებში ხეთა რაოდენობა მცირეა და 1.7-3.4%-ის ფარგლებში მერყეობს. შემდგომ, სიმსხოს საფეხურების მატების პარალელურად ხეთა რაოდენობა იზრდება და თავის პიკს 28-

36 სმ-იან საფეხურებში აღწევს (72.2%). სიმსხოს საფეხურების შემდგომი მომატებისას ხეთა რაოდენობა მკვეთრად ეცემა და 3.1-1.7%-ის ფარგლებშია წარმოდგენილი. გამოყვანილია კორომში ხეთა განაწილების რიგის საშუალო მაჩვენებლები.

1d326e95 fd55 46b3 8bcd d3e8fd870e0fდოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქართული მუხის კორომში ხეთა რაოდენობა სიმაღლის საფეხურების მატებასთან ერთად მკვეთრად მატულობს და განსაზღვრულ საფეხურზე მაქსიმუმს აღწევს, მხოლოდ შემდგომ ასევე მკვეთრად ეცემა. კორომში ხეების სიმაღლე სიმსხოს საფეხურების ფარგლებში მცირედ ცვალებადობს. ერთსართულიან მუხნარში საშუალო სიმაღლიდან გადახრა დაბალი და მაღალი სიმაღლეებისაკენ მხოლოდ 5-6%-ის ფარგლებშია. ამით იგი მკვეთრად განსხვავდება რთული აღნაგობის ნაირხნოვანი კორომებისაგან.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა დადებით კორელაციურ კავშირზე ქართული მუხის კორომში მუხის ხის დიამეტრსა და სიმაღლეს შორის. იმაზე რომ ქართული მუხის კორომის სიმაღლეში შემატება დიამეტრში მატების პირდაპირპროპორციულია; 120-140 წლის ასაკში მუხის სიმაღლეში შემატება ჯერ კიდევ აღმავალი ხაზით მიმდინარეობს. 190 წლიანი მუხნარების შემთხვევაში სიმაღლეზე მატების პროცესი უკვე შეჩერებულია. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ თესლით წარმოშობილი ქართული მუხის კორომები უფრო ხშირად წარმოდგენილია მარტივი, ერთსართულიანი და რთული, ორსართულიანი კორომებით. მუხით გაბატონებულ კორომებში, სადაც რცხილა და ჯაგრცხილა 1-2 ერთეულითაა შერეული, ხეთა დიფერენციაციის შედეგად გამოვლენილია არსებული ვერტიკალური აღნაგობა, რაც ორსართულიანი კორომის ჩამოყალიბებაში აისახება. პირველი სართული წარმოდგენილია მუხით, მეორე – რცხილით და ჯაგრცხილით.

მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა, დოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა.

მრგვალი მაგიდის მუშაობის დასასრულს აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და დასძინა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვას და მათ გადაწყვეტას.

მ ი ლ ო ც ვ ა

7ee49682 f3e9 4a16 8c70 239d6abd25e1 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული აგროქიმიკოსთა სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბატონი ზაურ ჩანქსელიანი

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს არჩეული იქნა ლენტეხის საპატიო მოქალაქედ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ ზაურს ამ დიდ ჯილდოს, უსურვებს წელთა სიმრავლეს, ბედნიერებას და წარმატებას სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში  ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com