საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია აგროინჟინერიაში

  აგროსაინჟინრო სფერო ქვეყნის აგრარული განვითარების თანამედროვე ეტაპზე, არის სოფლის მეურნეობის ძირეული რეფორმების ლოკომოტივი, განსაკუთრებით ეხლა-კორონავირუსის პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებამ 2020 წლის 17-18 სექტემბერს ჩაატარა ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „საქართველოს აგროსაინჟინრო სექტორის სტაბილიზაციისა და განვითარების პრიორიტეტები კორონავირუსის პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აგროინჟინერიის დარგის მეცნიერებმა და მკვლევარებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები სოფლის მეურნეობის მექანიზაციასა და ელექტრიფიკაციის, აგრეთვე ჰიდრომელიორაციის მიმართულებებში.

სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 42 მეცნიერმა, რომლებმაც წარმოადგინეს 24 მოხსენება, რომელთა საფუძველზე მომზადდა კონფერენციის მასალების შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია (რეცენზენტი აკად. რევაზ მახარობლიძე, რედაქტორი აკად. ელგუჯა შაფაქიძე). აღნიშნული შრომათა კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატები აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების მიერ დაეგზავნათ მოხსენებების ავტორებს მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან

120097403 1275548526122508 519578920358350609 n

აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი - 90

     

119706668 751630028993569 3538290046502418569 n

    2020 წლის 17 სექტემბერს გამოჩენილ მეცნიერსა და მკვლევარს, პედაგოგს და საზოგადო მოღვაწეს, „საპატიო ნიშნის“ ორდენის და საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს „წმინდა გიორგის ოქროს ორდენის“ ლაურეატს, საქართველოს დამსახურებულ მეღვინეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთელი შემადგენლობა გულითადად ულოცავს ღირსეულ მამულიშვილს, ბატონ ნოდარ ჩხარტიშვილს ამ საიუბილეო თარიღს , უსურვებს ჯანმრთელობას და მრავალ წარმატებებს სამეცნიერო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

      111709942 283336276287346 95626567759889622 n გამოჩენილ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას 2020 წლის 25 ივლისს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა.

ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 24 ივლისს გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას დაბადებიდან მე-100 წლისთავს.

საიუბილეო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, რომელმაც სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკად. ცოტნე მირცხულავას მეცნიერული საქმიანობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. აღინიშნა, რომ ბატონი ცოტნე აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა 1991 წლის იანვარში იმ ოთხ აკადემიკოსთან (გ. აგლაძე, ვ. მეტრეველი. ო. ონიანი, ე. სეხნიაშვილი) ერთად, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ განახლებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მელიორაციისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საიმედოობის თეორიის ჩამოყალიბებაში, აგრეთვე მრავალი სამეცნიერო შრომა მიუძღვნა მდინარეებისა და არხების კალაპოტის წარეცხვის საკითხებს. იგი სამი ათეული წლების განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა საქართველოს წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს, სადაც სამეცნიერო წარმატებებთან ერთად თავი გამოიჩინა როგორც მელიორაციისა და ჰიდროტექნიკის დარგის ხელმძღვანელმა და კარგმა ორგანიზატორმა. ყოველივე ამისთვის და კიდევ სხვა მრავალი დამსახურებებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უდიდეს პატივს მიაგებს ბატონ ცოტნეს, როგორც თვალსაჩინო მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, ტექნიკის მეცნიერეებათა დოქტორმა, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა ვრცლად ისაუბრა აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. აღინიშნა, რომ ბატონი ცოტნე იყო 600 სამეცნირო შრომისა და 26 მონოგრაფიის ავტორი, მრავალი სამეცნიერო ორგანიზაციის, ასოციაციის და ჯგუფის წევრი, 1970 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება, ხოლო 2000 წელს კი - საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში 1967-1993 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "ნიადაგისა და კალაპოტების ეროზია, პროგნოზი და დაცვა"; მეცნიერებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის აკად. ც. მირცხულავა დაჯილდოებული იყო   მრავალი ჯილდოებით და ორდენებით.

აკად. ცოტნე მირცხულავას წარმატებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობა გაიხსენეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ,გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატმა რობერტ დიაკონიძემ, ამავე ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა მარტინ ვართანოვმა,           აკადემიკოსებმა არჩილ ვაშაკიძემ და ჯემალ კაციტაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარძემ.

საიუბილეო სხდომის დასასრულს სხდომის ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებას სახელოვანი მეცნიერის გახსენებისათვის ოჯახის სახელით მადლობა გადაუხადა აკად. ცოტნე მირცხულავას შვილმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა დავით მირცხულავამ.

საიუბილეო სხდომის მონაწილეების საერთო აზრია, რომ აკად. ცოტნე მირცხულავას დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნას კრებული, რომლის რედაქტორობის სურვილი გამოთქვა აკად. ნ. ჭითანავამ.

20200724 120501

აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, თავმჯდომარე საქართველოს სოფლის მეურნეობის მენიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე

 

111009815 749974335797251 2210432295242381833 n

 

პოსტ პანდემიურ პერიოდში აკადემიის ინიციატივებისა და საქმიანობის შესახებ

                  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2020 წლის აპრილში დამუშავებული იქნა „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების წინადადებები (რეკომენდაციები) კორონავირუსის პანდემიისა და შემდგომი პერიოდისათვის“ და იგი რეაგირებისათვის გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, სადაც მოცემულია, თუ როგორ კონცეფციასა და მექანიზმს დაეფუძნება ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების მომავალი სტრატეგია. 

ამ დოკუმენტით აკადემიის საქმიანობა არ შეჩერებულა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკად. გურამ ალექსიძის ბრძანებით (ბრძანება #37, 20.07.2020) – პოსტ პანდემიურ პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით, შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით: აკად. გ. ალექსიძე (თავმჯდომარე), აკად. გ. ჯაფარიძე, აკად. ე. შაფაქიძე (პასუხისმგებელი მდივანი), აკად. ნ. ჭითანავა, აკად. ა. ვაშაკიძე, აკად. რ. ასათიანი, აკად. თ. კუნჭულია, აკად. ო. ქეშელაშვილი, აკად. გ.მარგველაშვილი, აკად. ჯ. გუგუშვილი, აკად. რ. მახარობლიძე, აკად. ზ. ცქიტიშვილი, აკად. გ. გაგოშიძე, დოქტ. ა. გიორგაძე, დოქტ. მ. ბარვენაშვილი.

აკადემიის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად კომისიის წევრებმა უახლოეს პერიოდში უნდა შეიმუშაონ წინადადებები და მოსაზრებები პოსტ პანდემიურ პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით სამთავრობო ორგანოებში წარსადგენად.

2020 წლის 22 ივლისს გაიმართა კომისიის პირველი სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ. კომისიის ფუნქციებსა და სამომავლო საქმიანობის შესახებ ისაუბრა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ. ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად საქართველოს სოფლის მეურნეობის პოსტ პანდემიურ პერიოდში სტრატეგიული გარღვევის შესახებ კომისიის წევრებს თავისი მოსაზრება გააცნო აკად. ნ. ჭითანავამ, რომელმაც აღნიშნული საკითხის დასამუშავებლად მიზანშეწონილად ჩათვალა საწყის ორიენტირად აღებული იქნეს აკადემიის მიერ 2014 წელს დამუშავებული დოკუმენტი „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლების პერიოდისათვის“, აგრეთვე აკად. რევაზ ასათიანის მიერ დამუშავებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა პოსტ პანდემიის პერიოდისათვის“.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვეს აკად. გ. მარგველაშვილმა, აკად. ზ. ცქიტიშვილმა, აკად. ა. ვაშაკიძემ, აკად. ჯ. გუგუშვილმა, აკად. ე. შაფაქიძემ.

სხდომის თავმჯდომარემ, აკად. გ. ალექსიძემ შეაჯამა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები; კომისიის წევრებს დაევალათ მიმართულებების მიხედვით 2020 წლის 15 სექტემბრამდე წარმოადგინონ მოსაზრებები, კონცეფციები და წინადადებები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაფართოების შესაძლებლობების შესახებ 2025 წლამდე და საკითხის ფართო განხილვის მიზნით აკადემიის კომისიამ შედეგები აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

ინფორმაცია აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2020 წლის ერთობლივი ქვეპროგრამის „საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის“ ფარგლებში, სატყეო მიმართულების შესახებ

მაღალმთიანი აჭარის ტყის შემქმნელ ძირითად ფორმაციებში

ბუნებრივი განახლებისა და აღმონაცენ-მოზარდის ფორმირების თავისებურებების შესწავლა

 

შემსრულებლები: პროფ. ლაშა დოლიძე, დოქტ. მერაბ მამულაძე,  დოქტ. არჩილ ძირკვაძე

      თემატიკიდან გამომდინარე, ნაძვნარ-სოჭნარებში ტყის ბუნებრივი განახლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით პროგრამაში მონაწილეებმა: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლაშა დოლიძემ; ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, ასისტენტ პროფესორმა მერაბ მამულაძემ და სოფლის მეურნეობის აკადემიურმა დოქტორმა არჩილ ძირკვაძემ 2020 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მარშუტული გამოკვლევებით შეისწავლეს ხულოში (გოდერძის უღელტეხილი), შუახევში (მთა ღომა) და ქედის სატყეო მეურნეობაში წიფლნარ- კორომებში ტყის ტიპის, ბონიტეტის,  შემადგენლობის,   ხნოვანების კლასის,   სიხშირის,   ზღვის   დონიდან   სიმაღლის, ექსპოზიციის და ფერდობთა დაქანების მიხედვით.

საკვლევ ობიექტებზე ნაძვისა და სოჭის კორომებს ტყით დაფარული ფართობების დაახლოებით 30 % უკავია. ისინი ქმნიან როგორც წმინდა, ისე შერეულ კორომებს, ხშირ შემთხვევაში წიფელთან ერთად. ნაძვს და სოჭს გარემო პირობებისადმი შეგუებაში თითქმის ერთნაირი ბიოლოგიურ-მეტყევეობითი თვისებები ახასიათებთ, ამიტომ ბუნებრივი განახლების მდგომარეობა შესწავლილ იქნა ნაძვნარ-სოჭნარ სხვადასხვა ტიპის კორომებში. მათი ვერტიკალური გავრცელების ზედა საზღვარი 2200-2400 მ-მდეა და ტყის მცენარეულობის ალპურ საზღვრამდე გადის. თუმცა მაღალი პროდუქტიულობის კორომებს 1200-1800 მ სიმაღლეზე ქმნიან.

       სანიმუშო ფართობებზე ნაძვისა და სოჭის აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობის დათვლის მიზნით აღებული იქნა სააღრიცხვო ბაქნები სიდიდით 2 X 2 მ, სადაც აღმონაცენ- მოზარდის დათვლა  ცალკეული სახეობების მიხედვით ხდებოდა. ზღვის დონიდან სიმაღლის დასადგენად გამოიყენეს JPS, სიმაღლისა და დიამეტრის დასადგენად შესაბამისად ეკლიმეტრი და სტანდარტული ორთითა, სიხშირისათვის კი ბიტერლიხის სიხშირმზომი, ხის ხნოვანების დასადგენად მოჭრილი ხის ძირკვები, რომელზედაც ხდებოდა წლიური რგოლების დათვლა და ხნოვანების დადგენა. მიღებული მონაცემები შეტანილია ცხრილის სახით სპეციალურ ჟურნალში.

     კვლევები გრძელდება.

                      

                        

ინფორმაცია - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი ქვეპროგრამის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ

 

   მიმდინარე წლის 27-29 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის აკადემიკოს გურამ ალექსიძის ხელმძღვანელობით    აჭარის შავი ზღვისპირა სუპტროპიკულ ზონაში შერჩეული საკვლევ ობიექტებზე ვიზიტისას განხორციელდა დაკვირვება ციტრუსების სხვადასხვა მავნებელების გავრცელების მასშტაბებზე და განისაზღვრა საკვლევი მიმართულებები, კერძოდ:

  • სამუშაო ჯგუფი ბატონი გურამ ალექსიძის ხელმძღვანელობით ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეციტრუსე ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას ციტრუსოვანთა მავნებლების გავრცელებასთან დაკავშირებით;

  • ციტრუსოვანთა ბაღების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ფერმერები სრულყოფილად ვერ ფლობენ ინფორმაციას მავნე ორგანიზმებით ციტრუსების დაზიანების სიმპტომებზე, მათი გავრცელების ხასიათისა და ეკოლოგიურ თავისებურებებთან დაკავშირებით;

  • საკვლევად შერჩეული იქნა ციტრუსოვანთა კულტურების ბაღები ზღვის დონიდან სიმაღლეების მიხედვით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის ზონის ორ სოფელში, კერძოდ სოფელ ხალასა და გორგაძეებში, ჩატარდა სამუშაოები კონკრეტული გეოგრაფიული არეალის, ლოკაციების განსაზღვრისათვის სადაც სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში განხორციელდება დაკვირვებები მავნებლებზე;

  • ადგილზე არსებულმა სიტუაციამ აჩვენა, რომ ამჟამად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს  ციტრუსოვანთა შავი ფრთათეთრას (aleurocanthus woglumi) გავრცელება. მწერის მავნეობა გამოხატება იმაში, რომ ის ჯდება მცენარის ფოთოლზე და ჯანმრთელი მცენარის ფოთლიდან წოვს ფერმენტებს და მცენარის საკვებ ნივთირებებს, რა დროსაც მცენარე ძალიან სუსტდება. შავი ფრთათეთრა მავნეობს არაპირდაპირი გზითაც, კერძოდ ფოთლზე ექსკრემენტების გამოყოფით ფოთლის ზედაპირი იფარება და გამოყოფილ ექსკრემენტებზე ადვილად სახლდება სიშავის გამომწვევი სოკო „კაპნოდიუმი“ (capnodium citri), ხშირ შემთხვევაში ფოთოლი მთლიანად იფარება რა დროსაც მცენარეს ხელი ეშლება ისეთ სასიცოცხლო პროცესების ნორმალურად წარმართვაში, როგორიცაა - ტრანსპირაცია და ფოტოსინთეზი. ამჟამად მავნებლის მიერ მანდარინის ნარგაობის მასიური დასნებოვნება შეინიშნება აღნიშნულ ზონაში;

  • ხელაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭარნალსა და კაპანდიბში ვიზიტისას ფერემერებს მვაწოდეთ ინფორმაცია თავიანთ ბაღებში გავრცელებული მავნებლების მრავალფეროვნებისა და ეკოლოგიურ თავისებურებებთან დაკავშირებით;

  • შერჩეულ საკვლევ სოფლებში ჭარნალი, კაპანდიბი, ხალა და გორგაძეები განხორციელდება აგრომეტეორორლოგიური მონაცემების შეგროვება, ციტრუსოვანთა ფრთაშავას გავრცელების ბიოეკოლოგიურ თავისებურებებზე დაკვირვება და მის წინააღმდეგ შემუშავდება ბრძოლის ეფექტური ღონისძიებები. ასევე ბრძოლს ღონსძებებში საცდელად გამოყენებული იქნება ინსექტო-აკარიციდული კომპოზიციური პრეპარატი „ანტისეპტის“ სახელწოდებით.

საკვლევი პერიოდის განმავლობაში განხორციელდება ციტრუსებში არსებული სასარგებლო მწერების ენტომოფაუნის შესწავლა, შეგროვდება ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილი იქნება საბოლოო კვლევის დოკუმენტებში.

 

 

საველე კვლევები თბილისის შემოგარენში აკადემიის წევრების მონაწილეობით

 

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, გარდა აგრარული მიმართულების წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა, აქტიურად არიან ჩართული საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ორგანიზაციებში სტუდენტების სასწავლო პროგრამებში.   მაგალითად, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე და დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სატყეო საქმის სპეციალობის სტუდენტთა საველე პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში სამეცნიერო და სასწავლო – საველე ღონისძიებას თბილისის შემოგარენის ტყეებში.

(თბილისის შემოგარენის ტყეებში საველე ღონისძიების ანგარიში იხილეთ ბმულზე).

ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების შესახებ

       მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ აკადემიის აკადემიკოსები და სტიპენდიატები. კრება გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის, რის შემდეგ გააცნო დღის წესრიგი. პირველი საკითხად იდგა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები. ამ თანამდებობაზე წარდგენილი იყო აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. გაიმართა დახურული კენჭისყრა. საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე ერთხმად იქნა არჩეული აღნიშნულ თანამდებობაზე. ბატონმა გ. ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისათვის და დასძინა, რომ იგი კვლავაც არ დაიშურებს ძალღონეს, რათა აკადემიის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური და ნაყოფიერი გახდეს. ამის შემდეგ კრებამ მოისმინა აკადემიის პრეზიდენტის აკად. გ. ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2020 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც დღის წესრიგი მეოე საკითხად იდგა. მომხსენებელმა დეტალურად განიხილა ყველა ის ღონისძიება, რომელიც აკადემიაში ჩატარდა წლის პირველ ნახევარში. იგი ასევე შეეხო აკადემიის საქმიან ურთიერთობებს საზღვარგარეთის აგრარული მიმართულებების ორგანიზაციებთან. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელიც კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ დააყენა ქვეყნის აგრარული სექტორის წინაშე. აღნიშნა, რომ აკადემიის თითოეულ სამეცნიერო განყოფილებაში დარგების მიხედვით შემუშავებული და წარმოდგენილი იქნა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა ჩატარდეს პანდემიის პირობებში და პანდემიის შემდეგ, რათა ქვეყანის აგრარულმა სექტორმა თავი ღირსეულად დააღწიოს ამ მეტად რთულ გამოწვევას. მოხსენების მსვლელობისას აკადემიის პრეზიდენტმა გ. ალექსიძემ ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტიც, რომ აკადემიას ერთი დღითაც არ შეუწყვეტია თავისი საქმიანობა საგანგებო სიტუაციის პირობებში და მრავალი ღონისძიება ჩაატარა ონლაინ რეჟიმში, რაც ასახული იქნა აკადემიის ვებგვერდზე. კრების მსვლელობისას, კორონა ვირუსთან დაკავშირებით სიტყვა ითხოვა აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ ეს KOVID-19 ადამიანიდან ცხოველზე არ გადადის და ამდენად ცხოველური წარმოშობის საკვები ამ მხრივ საშიში არაა.

          მოხსენებით თემაზე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარღვევის სტატეგიის შესახებმსმენელთა წინაშე წარსდგა აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა. მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო თავისი ხედვები და დასახული გზები პრობლემის გადაჭრასთან დაკავშრებით. მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: რ. ასათიანმა. თ. რევიშვილმა, ა. დიდებულიძემ, ზ. ცქიტიშვილმა. აღინიშნა, რომ საკითხის   მნიშვნელობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე იგი საჭიროებდა კიდევ ერთხელ გადახედვას და ზოგიერთი დეტალის დახვეწას. გადაწყდა, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბოლოო სახეს მისცემდა ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს.

საერთო კრებაზე სიტყვით გამოვიდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე, რომელმაც ისაუბრა, აკადემიაში მოქმედ სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სახელის შეცვლისა და განყოფილების აკადემიკოს-მდივნის არჩევაზე. აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან განყოფილების ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, საჭიროა სახელის შეცვლა და შესაბამისად აკადემიკოს-მდივნის არჩევაც. მან დარბაზში მსხდომთ გააცნო განყოფილების წევრთა გადაწყვეტილება, რომ განყოფილების, რომელსაც დაერქმეოდა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება, აკადემიკოს-მდივნად დამტკიცებულიყო აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი. ეს გადაწყვეტილება საერთო კრების მონაწილეებმა მოიწონეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საერთო კრების დასასრულს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და უსურვა წარმატებები მათ სამეცნიერო საქმიანობაში.

           

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

2020 წლის 24 ივნისს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დეკლარაცია - გლეხთა და სოფლად დასაქმებულ სხვა პირთა უფლებების შესახებ და მისი იმპლემენტაციის შესაძლებლობები საქართველოში“ - გამოვიდა ელენე შატბერაშვილი - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი. აღინიშნა, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს მცირე ფერმერთა მსოფლიო მოძრაობის ძალისხმევით, გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო დეკლარაცია (დეკლარაციის ინგლისური ტექსტი იხ: https://undocs.org/en/A/C.3/73/L.30). 2020 წლისათვის საქართველო არ წარმოადგენს დეკლარაციის მხარეს, თუმცა დეკლარაციის მიღებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დაიწყოს მსჯელობა, შეიძლება თუ არა დეკლარაცია იყოს საინტერესო / სასარგებლო ინსტრუმენტი საქართველოში სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკის გაუმჯობესებისათვის. ხაზგასმული იყო, რომ მცირე, საოჯახო მეურნეობები სასურსათო უსაფრთხოების, კლიმატისა და გარემოს დამზოგავი წარმოებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გასაღებია. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის შეზღუდვის გამო, მცირე მეურნეთა უფლებები მსოფლიოში სისტემატურად ირღვევა - იმ პირთა 80%, ვინც შიმშილობს და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, სოფლის მოსახლეა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სოფლის დაცლა გლეხებისაგან ყოველდღიურობის ნაწილია - მათი ნაწილი ქალაქში გადადის საცხოვრებლად, სხვები ცხოვრების წესს იცვლიან იმის გამო, რომ შრომის სათანადო ანაზღაურება არა აქვთ ან ხელი არ მიუწვდებათ პროდუქტიულ რესურსებზე. „გლეხთა და სოფლად დასაქმებულ სხვა პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების დეკლარაციის მიზანია ხელი შეუწყოს გლეხთა და სოფლად დასაქმებულ სხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

პრეზენტაცია მიზნად ისახავდა ზოგადად გააცნოს მსმენელებს „გლეხთა და სოფლად დასაქმებულ სხვა პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების დეკლარაცია და ხელი შეუწყოს დიალოგის დაწყებას საქართველოში ამ დეკლარაციის იმპლემენტაციის საკითხებზე.

გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღე

1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 17 ივნისი გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღედ გამოაცხადა (რეზოლუცია 49/115). ასე ჩაეყარა საფუძველი გლო¬ბალური მასშტაბით გაუდაბნოებისა და მიწების დეგრადაციასთან ბრძოლის ღო¬ნის¬ძიე¬ბე¬ბის შემუშავებისა და განხორციელების საერთაშორისო სისტემას. გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის სტრატეგიის ძირითადი მიზანია გლობალური პარტნიორობის ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს და თავიდან ააცილებს გაუდაბნოებას, მიწის დეგრადაციას და გვალვის უარყოფით შედეგებს პროგრამით განსაზღვრულ რეგიონებში, ეს კი ხელს შეუწყობს სიღარიბის აღმოფხვრას და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას. გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სტატიები, (რომლის ავტორები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს- მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი და სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორი რევაზ ლოლიშვილი), იხილეთ ბმულზე.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com