აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიაში ჩატარდა აგარარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელიც ეხებოდა “საქართველოს სატყეო რეფორმებსა და მათი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის პრობლემებს”. (მომხსენებელი: ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი: თანამომხსენებლები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი; ექსპერტი, კანონპროექტის ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელი მერაბ დვალი).
სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე, აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი აგრარული და რეგიონული მართვის საკითხებში გოჩა ცოფურაშვილი, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი და მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ აკადემიის აკადემიკოსები, სატყეო საქმის მეცნიერ-სპეციალისტები, სტუდენტები და დარგით დაინტერესებული პირები.
მას შემდეგ, რაც აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი, სხდომას შესავალი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ აგრარული ინოვაციების კომისიის ჩამოყალიბება ეს ახალი ფორმატია აკადემიის მუშაობაში და მისი ძირითადი ამოცანაა: პირველი, მოხდეს სოფლის მეურნეობაში ინოვაციურ პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციათა, მეცნიერ-სპეციალისტთა მიერ დამუშავებული მნიშვნელოვანი საკითხების ინვენტარიზაცია, რომლის შემდეგ ისინი შესაბამისი ფორმით - რეკომენდაციების სახით წარდგენილი იქნებიან მთავრობაში და მეორე, ესაა კერძო ბიზნესთან ურთიერთობა. აუცილებელია ბიზნესმენების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რათა მათთვის თვალნათელი გახდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა მეცნიერებაში.
აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ. ალექსიძის შესავალი სიტყვის დასრულების შემდეგ, სიტყვა მოხსენებისათვის გადაეცა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილეს ნათია იორდანიშვილს, რომელმაც ფართოდ ისაუბრა ყველა იმ პრობლემაზე და მათი გადაჭრის გზებზე, რომელიც ეხებოდა საქართველოს ტყეებსა და მათ ამჟამინდელ მდგომარეობას. მან მსმენელებს გააცნო რეფორმის გამომწვევი მიზეზები, მათი მიზანი და საფუძველი, ასევე ტყის კოდექსის მთავარი სიახლეები. გარდა ამისა, ქალბატონმა ნათია იორდანიშვილმა ყურადღება გაამახვილა ტყის კოდექსთან დაკავშირებით ჩატარებულ საჯარო განხილვებზე, მიღებულ გარდამავალ დებულებებზე, შემდგომ ქმედებებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
ტყის კოდექსთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ასევე თანამომხსენებლებმა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა თეიმურაზ კანდელაკიმა, ექსპერტმა, მერაბ დვალმა და აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ, რის შემდეგ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით მოეწყო კონსტრუქციული დიალოდი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
სხდომა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან აღნიშნა, რომ ტყის კოდექსის მიღება მეტად მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის, ამიტომ უპრიანი იქნება რომ პირებმა, ვისაც კოდექსთან დაკავშირებით სურთ შესწორებების შეტანა, ასევე აქვთ გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები, ყოველივე წერილობით მოგვაწოდონ, რათა მოხდეს მათი შეჯერება და მთავრობისათვის დასამტკიცებლად კანონპროექტის უკეთესი სახით წარდგენა.


შეხვედრას






კრების დასაწყისში აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ აკადემიის დიპლომები გადასცა 2018 წლის აგრარული მიმართულების ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომების ავტორებს - აკადემიის პრემიის ლაურეატებს.

2019 წლი
2019 

პრეზენტაციაზე განხილული იქნა აგრეთვე აკადემიის ინიციატივა, რათა აჭარაში განხორციელდეს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირძველი დარგის - მეაბრეშუმეობის აღორძინება და განვითარება. აღნიშნული ინიციატივა უკვე 2018 წელს დაიწყო და განხორციელდა საინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში, სადაც ჩატარდა თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ნედლი პარკიდან აბრეშუმის ძაფის ამოხვევა, რაც აჭარის ფერმერულ მეურნეობებში მეაბრეშუმეობის აღდგენის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.

მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწე საზოგადოების შეკითხვებს. მრგვალ მაგიდაზე მოხსენებების ირგვლივ გაიმართა დისკუსია და აზრთა გაზიარება. გამოსვლებში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა ნოდარ ჭითანავამ, ჯემალ კაციტაძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, ელგუჯა შაფაქიძემ, არჩილ ვაშაკიძემ, ჯემალ გუგუშვილმა, ზაურ ჩანქსელიანმა, თენგიზ ყურაშვილმა, პროფ. მარინა გიორგობიანმა, პროფ. ა. მესხიშვილმა, შპს „ლომთაგორას“ დამფუძნებელმა, დოქტ. კ. ლაშხმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს მეცნიერების მიმართ, რათა მათ სულყოფილად ითანამშრომლონ სოფლის მეურნეობის დარგების წარმატებული პროექტების განხორციელებაში.