მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი
საქართველო - 2018
22 სექტემბერი - 1 ოქტომბერი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვადასხვა სახალისო-სამეცნიერო აქტივობებით იყვნენ წარმოდგენილი. ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სან დიეგოს უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, სხვადასხვა კერძო კომპანიები და მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2015 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით იმართება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საგამოფენო სივრცეს ხელმძღვანელობდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. საგამოფენო სირცის მომზადებასა და წარმოდგენაში მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი დოქტორი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სწავლული მდივნები დოქტორები რევაზ ლოლიშვილი და მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი. აკადემიის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო აკადემიის მიერ ბოლო ხუთი წლის მანძილზე შექმნილი ინტელექტუალური პროდუქცია: მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები, სხვადსხვა სამეცნიერო ნაშრომები.
2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მასპინძლობს. ფესტივალი 1 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები - გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორქშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 25 სექტემბერს გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“, ხოლო 27 სექტემბერს თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე „ფრინველი და ფიზიკა“ - დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; „საქართველოს გარემოს დაბინძურება „ - დოქტორი რევაზ ლოლიშვილი.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, ფესტივალი რეგიონული მნიშვნელობისაა, რადგან მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი სტუმრები იღებენ. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში 500-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. გაიმართება სახალისო აქტივობები. ფესტივალის განმავლობაში იქნება საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის მეცნიერების დღეები, სადაც მონაწილეობას მიიღებს პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოსული 200-ზე მეტი უცხოელი სტუმარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული. „სიმბოლურია, რომ ფესტივალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს, ის უნივერსიტეტი, რომლის სათავეებთანაც ჩვენი ყველაზე დიდი ქართველი მეცნიერები იდგნენ. მომავალი ნამდვილად მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს ეკუთვნის. მეცნიერების, კვლევებისა და ინოვაციების განვითარება არის და იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი თბილისის გარდა ბათუმსა და ქუთაისშიც ჩატარდება.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გერმანული, იტალიური და ფრანგული მეცნიერების დღეებში, დაათვალიერონ ცერნის ლაბორატორიის ინტერაქტიული გამოფენა, ერთი დღე გაატარონ გრაკლიანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ჩაერთონ სამეცნიერო პიკნიკში ბათუმსა და ქუთაისში.
1 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია ევროპის აკადემიის რეგიონალური ჰაბის გახსნა. თსუ ასევე უმასპინძლებს ევროკომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ კვლევისა და ინოვაციის აღმოსავლეთ პარტნიორობის პანელის საერთაშორისო კონფერენციას „EU4Innovation: კვლევებისა და ინდუსტრიების კავშირების ხელშეწყობა“.

მეორე დღეს
სიმპოზიუმს მრავლად ესწრებოდა სხვადასხვა ორგანიზაციებისა




სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები
წევრ-კორესპონდენტი გიორგი ნიკოლეიშვილი - “მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-განვითარების პერსპექტივები საქართველოში” და
მეაბრეშუმეობის კომისიის თავმჯდომარეს ნოდარ ხოხაშვილს, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მთავარ სპეციალისტებს ნარგიზ ბარამიძეს და ნოდარ სტეფანიშვილს, მეაბრეშუმეებს ახმეტიდან და სიღნაღიდან ნუნუ ნახუცრიშვილს და ლამარა ბეჟაშვილს, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს ნინო კუპრავას, აჭარის აგროსერვის ცენტრის დირექტორს გოჩა 
მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია_აღორძინება რეალურად მოითხოვს შესაბამისი ორგანიზაციულ და ეკონომიკურ ღონისძიებათა სისტემის ჩამოყალიბებას და ამ პროცესის დაჩქარებულ განხორციელებას საქართველოს ეკონომიკის განვითარების და ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შრომითი ტრადიციების გათვალისწინებით. 

სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რეზო ჯაბნიძემ, რომელიც არჩეული იყო სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად და მრავალწლიანი კულტურების სექციის ხელმძღვანელად. სიმპოზიუმზე სამი სექცია მუშაობდა, სადაც ასამდე მოხსენება წაიკითხეს, რომელიც ევრაზიის ბიომრავალფეროვნებას და მისი დაცვა-შენარჩუნების პრობლემებს ეხებოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალური დათბობის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების და ამ მხრივ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთობლივი გეგმის შემუშავების საკითხებს. მიღებული იქნა შესაბამისი რეზოლუციაც.
ერთად განიხილეს აკადემიის „სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების“ სამეცნიერო განყოფილების (განყოფილების აკადემიკოს-მდივანი აკად. ზ. ცქიტიშვილი) მიერ წარმოდგენილი საკითხი: „სურსათის მეცნიერებებისა და ნუტრიციოლოგიის საბაკალვრო სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები და ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში განსახორციელებელი ცვლილებების ინიცირება“, მომხსენებელი
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა ერთხმად მხარი დაუჭირა სამეცნიერო განყოფილების წინადადებას
აკად. გ. ჯაფარიძემ გაანალიზა დარგობრივბი ეროვნული კოორდინატორების საქმიანობის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, განმარტა 2013 წელს დამტკიცებული ეროვნული კოორდინატორების დებულება და აღნიშნა მასში ცვლილებების აუცილებლობა.
აკად. გ. ჯაფარიძემ შეაჯამა რა მრგვალი მაგიდის მუშაობა, კიდევ ერთხელ აღნიშნა აკადემიაში ჩამოყალიბებული დარგობრივი ეროვნული კოორდინატორების ინსტიტუტის მნიშვნელობა, როგორც მეცნიერებასა და სოფლის მეურნეობის წარმოებას შორის ურთიერთკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა; აღინიშნა, რომ ეს ინსტიტუტი მოითხოვს შემდგომ სრულყოფას, მიზანშეწონილია დებულების ახალი რედაქციის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება მრგვალ მაგიდაზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები და ხაზი გაესვა დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებების როლის გაზრდას და მუშაობის გაუმჯობესებას ეროვნული კოორდინატორების მართვის მიმართულებით.