მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 17–25 სექტემბერი 2016 წელი
მიმდინარე წლის 21 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი. მისი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ 12 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა მოხმარდა ინფრასტრუქტურულ, აღჭურვით და პროგრამული უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სამუშაოებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, რომელზედაც სტუდენტთა პირველი მიღება 2014-2015 წლისთვის განხორციელდა, ფუნქციონირებას ახალ, თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კორპუსში გააგრძელებს, ახალი კორპუსი დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მეცნიერებთან ერთად გახსნა.
ახალი სასწავლო კორპუსი „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის“ ფარგლებში გაიხსნა და აქვე გაიმართა ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება „აგრარული მეცნიერების დღე“. ღონისძიება მოიცავდა აგრარული მეცნიერების თემაზე კონფერენციებს, საჯარო ლექცია-პრეზენტაციებს, ტრენინგებს. თავად ფესტივალი მეხუთე დღეა რაც მიმდინარეობს და არაერთი საინტერესო ღონისძიება შესთავაზა მეცნიერებს, დაინტერესებულ პირებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს. „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016“ 25 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება.
რაც შეეხება აგრარული მიმართულების ახალ სასწავლებელს, მას გააჩნია ულტრათანამედროვე ლაბორატორიები და ისეთი აღჭურვილობა, რომლის მსგავსი საქართველოში არათუ ერთი ფაკულტეტის ფარგლებში, არამედ, რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზეც კი, ჯერ არ არსებობს. სასწავლო კორპუსს ასევე აქვს სივრცე სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად და იგი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის არამედ, ახალგაზრდა მეცნიერებისთვისაც.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტში გაერთიანებულია 8 საგანმანათლებლო პროგრამა: მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრობიზნესის მენეჯმენტი, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, აგრარული ტექნოლოგიები და აგროინჟინერია. მათგან 7 პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული.
ამავე დღეს "მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი - 2016"-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის შენობაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "საქართველოს ფიტოგენეტიკური რესურსები და მისი გაუმჯობესების ინოვაციური ტექნოლოგიები".
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა -არჩილ ფრანგიშვილმა; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა - გურამ ალექსიძე; სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის უფროსმა, აკადემიკოსმა ზაურ ჩანქსელიანმა; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა.
წარმოდგენილი იქნა შემდეგი მოხსენებები:
1. ვაზის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებები საქართველოში;
2. სამკურნალო, არომატულ სანელებელ და საღებავ მცენარეთა გენეტიკური რესურსი საქართველოში;
3. სიახლე საქართველოს სიმინდის გენეტიკა-სელექციაში;
4. ველური, უეკლო კულტივირებული და in vitro მეთოდით გამრავლებული მაყვლის (Rubus Caesius) ბიოქიმიური თავისებურებანი.
5. მოცვისებრთა გვარის (Vaccinium) ბიომრავალფეროვნება, ბიოლოგიური თავისებურება, გადამუშავება და გამოყენება.
6. ტრიტიკალეს (×Triticosecale Wittm & A. Camus) ბიოლოგიური თავისებურებანი და სამეურნეო მაჩვენებლები
7. in vitro კარტოფილის ელიტური თესლის მიღების ახალი ტექნოლოგია
8.კაკლის in vitro სინჯარის მცენარეების მიღება



ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პეტრე კაზაკევიჩი. იგი იმყოფება საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობის მესამე მოწვევის ბელარუსია-საქართველოს სამთავრობათაშორისო კომისიის შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებს ბელარუსიის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაში, რომელიც გაიმართება საგამოფენო კომპლექსში "ექსპო-ჯორჯია", თბილისი, 01-04 სექტემბერი, 2016 წელი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სტუმარს ესაუბრენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ე. შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები, აკადემიკოსები რ. მახარობლიძე, ზ. ცქიტიშვილი, ნ. ბაღათურია, აკად. ნ ჩხარტიშვილი, "საფერავი-ტვ"-ს დამფუძნებელი დ. კოსტარიოვი და სხვა.
მრგავლი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ, აკადემიის წევრებმა - აკადემიკოსებმა ო. ქეშელაშვილმა, ნ. ჩხარტიშვილმა, რ. მახარობლიძემ ე. შაფაქიძემ, აკადემიის წ/კ გ. ნიკოლეიშვილმა; პრეზიდენტის მოადგილემ დოქტ. ა. გიორგაძემ; სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დ. გალეგაშვილმა და მინისტრის მრჩევლებმა აკად. თ. კუნჭულიამ და შ. კიკალიშვილმა; საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ლ. კვერნაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლებმა; ხონის, მარტვილის ბაღდადის და ახმეტის რაიონების წარმომადგენლებმა; საქართველოს საპატრიარქოს და მეაბრეშუმეობის კორპორაციის წარმომადგენლებმა, "საფერავი ტვ"-ს გენერალურმა დირექტორმა დ. კოსტარიოვმა.
საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა "ქართული აბრეშუმის კორპორაციის" დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ, რომელმაც აღნიშნა კორპორაციის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო საქმიანობა - საქართველოში 100000 თუთის ჰიბრიდული ნერგის შემოტანა და მათი ფერმერებისათვის საჩუქრად გადაცემა, რაიონებში მეაბრეშუმეობის კოოპერატივების ჩამოყალიბება (ხარაგაული, ახმეტა) და მათი ტექნიკური აღჭურვა, სხვა საქველმოქმედო ღონისძიებები.
2016 წლის 14 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე ინვესტორების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა აზერბაიჯანის ქალაქ შეკში მეაბრეშუმეობის საკითხებთან დაკავშირებით. მას თან ახლდა საქართველოს სამხარეო განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის წევრები გიორგი ჟღენტი_აღმასრულებელი დირექტორი და გიორგი მენთეშაშვილი _ ასოციაციის წევრი.
აღნიშნული შეხვედრები საინტერესო იყო იმითაც, რომ ინვესტორები გაეცნენ აბრეშუმის ძაფისა და აბრეშუმის ქსოვილის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიებს და ავტომატურ ტექნოლოგიურ ხაზებს, აგრეთვე აბრეშუმის ძაფიდან მიღებული ქსოვილის დამუშავების თანამედროვე მეთოდებს, ხოლო აკადემიკოსი ე. შაფაქიძე, როგორც BASCA-ს კოორდინატორი საქართველოში, ადგილზე გაეცნო მეაბრეშუმეობის მიმართულებით აზერბაიჯანში არსებულ მდგომარეობას, რათა საქართველო მომზადებული შეხვდეს BASCA-ს VIII საერთაშორისო კონგრესს 2017 წლის აპრილში, რომელიც სწორედ აზერბაიჯანის ქალაქ შეკში გაიმართება.
2016 წლის 08 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და პედაგოგის, პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის წიგნის “ღვინის დაყენება” პრეზენტაცია. 

2016 წლის 01 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილების (აკადემიკოს-მდივანი აკად. ჯ. გუგუშვილი), აკადემიის სამეცნიერო საბჭოს და საკონსულტაციო დარბაზის წევრების მიერ მოეწყო გასვლითი შეხვედრები ქ. მარნეულის შ.პ.ს. “ლაშარელას” (დირექტორი ზაზა ლაშხი), ფირმა “ლომთაგორას" (ხელმძღვანელი კახა ლაშხი), კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკის (დირექტორი გიორგი მაისურაძე) სპეციალისტებთან. სემინარის თემა: "მრპ სასაკლაოების და კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მდგომარეობა და მეცხოველეობის საკვებად ერთწლიანი კულტურებისაგან საკვების მომზადების არსებული ტექნოლოგიები".
ზემოთ აღნიშნული საწარმოების თანამშრომლებს, წარმატებული მენეჯმენტის და პროდუქტიული მაჩვენებლების სრულყოფისა და გაზრდის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსების, პროფესორების და გამოცდილი სპეციალისტების მიერ გაეწიათ შესაბამისი კონსულტაციები და მიეცათ რეკომენდაციები.