საქართველოს ფერმერთა მესამე კონგრესი
მიმდინარე წლის 6 ივნისს საგამოფენო ცენტრი “ექსპოჯორჯიას” მე-3 პავილიონში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ
“ელკანა”, ოქსფამის თანადგომით გამართა საქართველოს ფერმერთა მესამე კონგრესი. კონგრესზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი მიშელაძე, ოქსფამის წარმომადგენელი საქართველოში ლევან დადიანი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე, ფერმერები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონგრესისმუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადედიმიის პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივნებმა დოქტორებმა რევაზ ლოლიშვილმა და მარინე ბარვენაშვილმა.
კონგრესი გახსნა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”-ს დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ აღნიშნა კონგრესის მნიშვნელობა საქართველოში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის
თვალსაზრისით. ისაუბრა განვლილ წლებში ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ფერმერთა დაინტერესებაზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების რაოდენობის ზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების საქმეში. კონგრესზე ფართო სიტყვით გამოვიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ქართული პროდუქციის გატანაზე საერთაშორისო ბაზარზე და მისკონკურენტუნარიანობაზე ევროპის ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციასთან. კონგრესის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს ვიდეო რგოლი, რომელშიც ასახული იყო გასული წლის კონგრესის შეფასება. პარალელურად პროექტის მენეჯერი რუსუდან თაბუკაშვილი საუბრობდა შესრულებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე.
კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერმერთა პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. კითხვა-პასუხის რეჟიმში ფერმერების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი გასცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
კონგრესი დახურა ქალბატონმა მარიამ ჯორჯაძემ, რომელმაც ფერმერებს წარმატებები უსურვა და აღუთქვა დახმარება ბიომეურნეობების დანერგვასა და მათთვის აქტუალური საკითხების მოგვარებაში.

საქართველოს



შ.პ.ს. „მარგებელში“ მეცნიერები გაეცვნენ მეცხოველეობის კომპლექსის საქმიანობას, დაათვალიერეს მათი ბაზა, საკვებგადამამუშავებელი საწარმო. მეძროხეობის საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს პროფ გ. გოგოლმა, გ.ბეღელურმა. კომპლექსის ზოოტექნიკოსებს და ვეტერინარებს მიეცათ რეკომენდაციები, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების და პერსპექტიული ღონისძიებების გატარების შესახებ.



2017 წლის 9 მაისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ინიციატივით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოებთან ერთად საგარეჯოს რაიონში ჩატარდა
ზ.ტიგინაშვილი, ამავე ნაკრძალის დაცვის სამსახურის უფროსი მ.ებრალიძე, მეტყევე–სპეციალისტი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი ლ.დოლიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ა. აფციაური, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მეტყევე–სპეციალისტი ვ.გრძელიშვილი, საგარეჯოს რაიონის სოფ. გიორგიწმინდის აკად. ვ. გულისაშვილის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი მ.ჭიაბერაშვილი და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალისა და საგარეჯოს სატყეოს მეტყევე–სპეციალისტები.
2017 წლის 19 აპრილს აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიკოს ვალერიან მეტრეველის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა შემდეგი დღის წესრიგით: 1. საიუბილეო შეხვედრის გახსნა - აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე; 2. აკად. ვალერიან მეტრეველის ცხოვრება და მოღვაწეობა - მომხსენებელი აკად. არჩილ ვაშაკიძე; 3. მოგონებები.
აკად. მეტრეველის ხსოვნა მუდამ იქნება მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების, აგრარული სფეროს მეცნიერთა გულებში. ნათელში იყოს მისი სული, ამინ!






