საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ღვაწლმოსილი მეცნიერის ხსოვნა

 

000000000000000000000000000000000000000000000000002020 წლის 24 ნოემბერს მძიმე და ვერაგი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ყოფილი მეაბრეშუმეობის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ღირსეული მამულიშვილი, ღვაწლმოსილი მეცნიერი და პედაგოგი - გიორგი ნიკოლეიშვილი

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. გ. ნიკოლეიშვილი ეკუთვნოდა იმ გამოჩენილ მეცნიერ-მოღვაწეთა წარმომადგენლებს, რომლებმაც თვალ­საჩინო წვლილი შეიტანეს მეაბრეშუმეობის დარგის მეცნიერულ განვითარებში. იგი იყო მეაბრეშუმეობის დარგის ეკონომიკის პრობლემების ცნობილი მკვლევარი არამარტო საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, არამედ მის ფარგლებ გარეთაც.

პროფ. გ. ნიკოლეიშვილს გამოქვეყნებული ჰქონდა 190 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 19 მონოგრაფია (მათ შორის ბოლო წლებში ოთხი მონოგრაფია საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების შესახებ), სამი სახელმძღვანელო, ერთი დამხმარე სახელმძღვანელო, რამდენიმე სალექციო კურსი, მეაბრეშუმეობის განვითარების კონცეფცია, მრავალი რეკომენდაცია, ინსტრუქცია, მეთოდური მითითება, სასწავლო პროგრამა, ასზე მეტი საგაზეთო სამეცნიერო-პოპულარული სტატია. გ. ნიკოლეიშვილი იყო თუთის დაავადება “ფოთლის სიხუჭუჭისადმი” შედა­რებით გამძლე დარაიონებული თუთის სამი ჯიშის (ოშიმა, ქუთაისური და ქუ­თაისური-2) თანაავტორი.

პროფ. გ.ნიკოლეიშვილმა მეაბრეშუმეობის საერთაშორისო სიმპოზიუმებში (კონფერენციებში) მონაწილეობით კიდევ უფრო ნათლად წარმოადგინა ქართული აბრეშუმის ღირსება და განვითარების პერსპექტივები. მან 2005 წელს მონაწილეობა მიიღო შავი, კასპიის ზღვების და ცენტრალური აზიის FAO-ს რეგიონალური ორგანიზაციის სიმპოზიუმების საქმიანობაში და საქართველოს სახელით ხელი მოაწერა დამფუძნებელ დოკუმენტებს. 2005 წლიდან 2013 წლამდე იყო მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაცია BACSA-ს კოორდინატორი საქართველოში და გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტია მათთან კავშირი.

განსაკუთრებით ფასეულია მისი ხელმძღვანელობით დამუშავებული “საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების კონცეფცია 2012-2025 წლების პერიოდისათვის” და მეაბრეშუმეობის საინვესტიციო პროგრამები ხონისა და ვანის რაიონებისათვის, მითითებული პროგრამების საფუძველზე მუშავდება (რაშიც პროფ. გ. ნიკოლეიშვილი აქტიურად მონაწილეობდა) ქვეყანაში დარგის განვითარების პროგრამა, რომელიც პირველია უკანასკნელ პერიოდში.

ხანგრძლივი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის პროფესორი გ. ნიკო­ლეიშვილი დაჯილდოვებული იყო “ღირსების” ორდენით, მედლებით და საპატიო სიგელებით. 2016 წელს გ. ნიკოლეიშვილის მიერ მეაბრეშუმეობის საკითხებზე მომზადებულ ორ მონოგრაფიას მიენიჭა აკადემიის პრემია საუკეთესო ფუნდამენტური ნაშრომებისათვის.

            ბატონი გიორგის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს აგრარული მეცნიერებისათვის, განსაკუთრებით იგი ძალიან დააკლდება საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და დანერგვას, მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების გულებში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო განყოფილების სხდომები - ნოემბერი

ქვეყანაში არსებული   Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე განსახილველი მოხსენებების ელ. ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ ჩვენს web- გვერდზე.

ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების 18 ნოემბრის სხდომის მოხსენებების ელ. ვერსია იხილეთ ბმულზე #01#001

მეცხოველეობის სამეცნიერო განყოფილების 19 ნოემბრის სხდომის მოხსენებების ელ. ვერსია იხ. ბმულზე: #02    #002

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების 20 ნოემბრის სხდომის მოხსენებების  ელ. ვერსია იხ. ბმულზე #03      #003

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების 24 ნოემბრის სხდომის მოხსენების ელ. ვერსია იხილეთ ბმულზე: #0004

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების 25 ნოემბრის სხდომის მოხსენებების ელ. ვერსია იხილეთ ბმულზე:  #004   #005

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების 26 ნოემბრის სხდომის მოხსენების ელ. ვერსია იხილეთ ბმულზე   #006

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი აკადემიაში

            2020 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი გიორგი სურმანიძე. მინისტრად დანიშვნის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იყო აკადემიაში. აღსანიშნავია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო პირველი ორგანიზაცია, ვისთანაც აკადემიამ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი 2013 წელს და ამის შემდეგ თანამშრომლობა ყველა მიმართულებით სულ უფრო მტკიცდება.

            სტუმარს აკადემიის საქმიანობაზე ესაუბრა აკად. გ. ალექსიძე. სტუმარი გაეცნო აკადემიის სტრუქტურას და სამეცნიერო თემატიკას, მის საერთაშორისო თანამშრომლობას მსოფლიო აგრარული მიმართულების ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, აკადემიის მიერ ჩატარებულ სამეცნიერო ღონისძიებებს, აკადემიის საგამომცემლო საქმიანობას, აჭარაში მოღვაწე აკადემიის ნამდვილი წევრების სამეცნიერო მიმართულებებს და მათ მოღვაწეობას. სტუმარმა დაათვალიერა აკადემიის მუდმივმოქმედი საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრი, გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი, აკადემიის სამუშაო კაბინეტები და ა.შ.

            მინისტრმა გ. სურმანიძემ ისაუბრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის გეგმებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, აკადემიასა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით.

            აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ელგუჯა შაფაქიძე, პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი დოქტ. ანატოლი გიორგაძე, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტ. მარინე ბარვენაშვილი.

124961087 1029403747534258 979207161867170982 n 1

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე.

 

 124311003 1078896162545136 6655741292620378676 n

124921344 793541301217089 6000247321395112847 n 2

 

მეცნიერების მსოფლიო დღე

2001 წლიდან ყოველწლიურად 10 ნოემბერს, UNESCO აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს მშვიდობისა და განვითარებისთვის. აღნიშნული დღე ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. იგი ასევე ამახვილებს ყურადღებას ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე.

მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოების გზით.

მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა შეხვედრა აგრარულ დარგში მოღვაწე მეცნიერებთან. შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების მსოფლიო დღე მიულოცა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გივი ჯაფარიძემ.

აკად. გ. ჯაფარიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 2001 წელსიუნესკოსმიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, ყოველწლიურად აღინიშნება ნოემბრის თვეში მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც ასევეიუნესკოსეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ. ყოველწლიურად ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებრიობას მეცნიერების როლის აუცილებლობა. ამგვარად, მეცნიერების მსოფლიო დღე ეხმარება მეცნიერებს, აჩვენოს ფართო საზოგადოებას, რა ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

აკად. გივი ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საქმიანობა და აკადემიის წევრების მიღწევები საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე, აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით სტრუქტურებთან თანამშრომლობა, აკადემიის მეთოდური და პრაქტიკული საქმიანობა საქართველოს სამინისტროებთან და ფერმერებთან, აგრარული მიმართულების პრაქტიკოს-სპეციალისტებთან, აგრეთვე აკადემიის საგანმანათლებლო საქმიანობა ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდის მიმართულებით, აკადემიის საგამომცემლო საქმიანობა და ა.შ.

შეხვედრაზე აკად. გივი ჯაფარიძემ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელები საინჟინრო და აგრარული მეცნიერების განვითარებაში და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის გადასცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს რამაზ ხუროძეს, პროფესორ დავით მირცხულავას, პროფესორ გელა ჯავახიშვილს, პროფესორ ნანა გიორგბერიძეს, სოფლის მეურნეობის დოქტორს კარლო ბუაჩიძეს, აკადემიის სტიპენდიანტებს ნატო ჯაბნიძეს და გიორგი ქუთელიას, ასოც. პროფესორს ედიშერ მიდელაშვილს, ბატონებს გიორგი შერმადინს და თამაზ გუგეშაშვილს. 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მონაწილეობა ტექინფორმის ონლაინ სემინარში

          2020 წლის 6 ნოემბერს ტექინფორმმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს მხარდაჭერით ჩაატარა ონლაინ სემინარი AGRIS-ის შესახებ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემა AGRIS - ეს არის საინფორმაციო სისტემა, მრავალენოვანი ბიბლიოგრაფიული მონაცემების ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს მასშტაბით სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული კვლევის შედეგებსა და ტექნიკური ინფორმაციის მდიდარ კოლექციაზე ხელმისაწვდომობას. სემინარის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ.

ინფორმაცია ონლაინ სემინარის შესახებ იხილეთ ბმულზე. #06.11.20

სამეცნიერო განყოფილების სხდომები

ქვეყანაში არსებული Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე განსახილველი მოხსენებების ელ. ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ ჩვენს web- გვერდზე.

მეცხოველეობის სამეცნიერო განყოფილების 21 ოქტომბერის სხდომის მოხსენების ელ. ვერსია იხ. ბმულზე:

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების 23 ოქტომბერის სხდომის მოხსენებების ელ. ვერსია იხილეთ  ბმულზე#01  #02

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების 27 ოქტომბრის სხდომის მოხსენების ელ. ვერსია იხილეთ ბმულზე:  #001

 

 

ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი დიდი აღიარება

IMG 20191015 063320000000000000006

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გაიმართა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აღნიშნული კავშირის წევრია 2015 წლიდან. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ქვეყნები: საქართველო - აკად. გურამ ალექსიძე (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია), საფრანგეთი - აკად. მიშელ ტიბიერი (საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია), ლიეტუვა - აკად. ზენონას დაბკევიჩი (ლიეტუვას მეცნიერებათა აკადემია), რუმინეთი - აკად. იოან იელევი (რუმინეთის სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის აკადემია), ჩეხეთი - აკად. ვილემ პოდრაზკი (ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია), ლატვია - აკად. ბაიბა რივზა (ლატვიის სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის მეცნიერებათა აკადემია), შვედეთი - აკად. კერსტინ ნიბლიაუსი (შვედეთის სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის აკადემია), უკრაინა - აკად. იაროსლავ გაძალო (უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია), ინგლისი - პროფ. ენდრიუ ლაზენბაი (ინგლისის სამეფო სოფლის მეურნეობის საზოგადოება). ასევე ესწრებოდნენ საბჭოს მომავალი ორი წევრი ქვეყანა: იტალია - პროფ. სიმონე ორლანდინი (გეორგოფილის აკადემია) და სლოვაკეთი - აკად. სტეფან მიჰინა (სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია). დღის წესრიგში იდგა ევროპის აკადემიების კავშირის ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის არჩევა.

      პრეზიდენტად ერთხმად არჩეული იქნა ევროპის სოფლის მეურნეობის სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად - სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სტეფან მიჰინა.   img 20191211 wa0005 1

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ გურამ ალექსიძის სახელი კარგადაა ცნობილი როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.  მას  გამოქვეყნებული აქვს 230-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 წიგნი, 5 მონოგრაფიადა 10-ზე მეტი ბროშურა, რომელთაგან 80-ზე მეტი საერთაშორისო  მაღალრეიტინგულ გამოცემებსა და ჟურნალებშია დაბეჭდილი.

აკად.  გურამ ალექსიძის შრომები ძირითადად ეხება სასოფლო - სამეურნეო კულტურების (ვაზის, ხეხილის, ციტრუსების და სხვა) მავნებელ - დაავადებებისაგან ინტეგრირებული დაცვის საკითხებს. ის ამ მიმართულების ერთ - ერთი ფუძემდებელია საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით დღესაც მიმდინარეობს კვლევები მათემატიკური მოდელირების სისტემების გამოყენებით აგროცენოზებში გავრცელებული მავნე და სასარგებლო მწერებს (ტკიპების) შორის ურთიერთდამოკიდებულების დასადგენად. ამ მიმართულებით მცენარეთა დაცვაში ის ერთ - ერთი პირველთაგანია არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოშიც.

აკადემიკოსი გ. ალექსიძე წლების მანძილზე აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ეწევა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა: CACAARI(ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე), CGIAR,  GFAR, ICARDA, CIMMYT, Bioversiti InterneiSenel. მნიშვნელოვანია მისი მოღვაწეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პროფ. ალექსიძის ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მუშაობა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-მდე სადოქტორო დისერტაცია, მათ შორის არიან უცხოელი სპეციალისტებიც.

 

     გამოჩენილ ქართველ მეცნიერს საქართველოს აგრარიკოს-მეცნიერთა სახელით ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას!

                                                                                     გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“

                                                                                 № 128 პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2020 წელი

                                                                                                

ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ვიდეოკონფერენცია

           მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გაიმართა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ვიდეო კონფერენცია. საქართველო აღნიშნული კავშირის წევრი 2015 წლიდან გახდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და უშუალოდ მისი პრეზიდენტის აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინიციატივით. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ქვეყნები: საქართველო - აკად. გურამ ალექსიძე (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია), საფრანგეთი - აკად. მიშელ ტიბიერი (საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია), ლიეტუვა - აკად. ზენონას დაბკევიჩი (ლიეტუვას მეცნიერებათა აკადემეია), რუმინეთი - აკად. იოან იელევი (რუმინეთის სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის აკადემია), ჩეხეთი - აკად. ვილემ პოდრაზკი (ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია), ლატვია - აკად. ბაიბა რივზა (ლატვიის სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის მეცნიერებათა აკადემია), შვედეთი - აკად. კერსტინ ნიბლიაუსი (შვედეთის სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის აკადემია), უკრაინა - აკად. იაროსლავ გაძალო (უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა აკადემია), ინგლისი - პროფ. ენდრიუ ლაზენბაი (ინგლისის სამეფო სოფლის მეურნეობის საზოგადოება). ასევე ესწრებოდნენ საბჭოს მომავალი ორიწევრი ქვეყანა: იტალია - პროფ. სიმონე ორლანდინი (გეორგოფილის აკადემია) და სლოვაკეთი - აკად. სტეფან მიჰინა (სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია). დღის წესრიგში იდგა კავშირის ორი ახალი წევრი ქვეყნის, ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის არჩევა.

აღსანიშნავია, რომ კავშირის წესდეიდან გამომდინარე ყოველ ორ წელიწადში ხდება ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის არჩევა. პრეზიდენტად ერთხმად არჩეული იქნა ევროპის სოფლის მეურნეობის სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად - აკადემიკოსი სტეფან მიჰინა, სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

გულითადად ვულოცავთ აკადემიკოს გურამ ალექსიძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და წარმატებებს ვუსურვებთ!

 121028645 3093856037410879 3295528585535188266 n

120571821 332205428009800 3360720442346350775 n

120934599 781334862643813 1390813724649726791 n

თანამშრომლობა ბელორუსიის ეროვნული აკადემიის საერთაშორისო ასოციაციასთან

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ჩატარდა ბელორუსიის ეროვნული აკადემიის საერთაშორისო ასოციაციის ვიდეოკონფერენცია, მიძღვნილი აგრარული დარგის პრობლებისადმი. კონფერენციაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელით გამოვიდა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე. მან ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომელებსაც აკადემია ანხორციელებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად.

ასევე ღნიშნული იქნა 2012-2019 წლებში ბელორუსთან თანამშრომლობა. კერძოდ, რამოდენიმეჯერ აჭარაში ბელორუსიიდან შემოტანილი იქნა მოცვისა და 20 სახეობის სხვადასხვა კენკროვანი კულტურების ნერგები სანერგე მეურნეობებისათვის, ასევე კარტოფილის თესლი და სხვა.
სხდომას ესწრებოდა ბელორუსიის ეროვნულ აკადემიაში შემავალი მემცენარეობის
კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, რომელმაც მადლიერება გამოხატა
თანამშრომლობისთვის.
   
შეხვედრაზე ზოგადად აღინიშნა, რომ ასოციაცია აქტიურად იქნება ჩართული
აგრარული მიმართულებით მეცნიერულ კვლევებში და მოხდება სიახლეების
ურთიერთ გაზიარება.

120998568 784311092423137 3820457287233773010 n

სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატის ცვლილება და აგრობიომრავალფეროვნება“

           საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებთან ერთად 2020 წლის 25 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “კლიმატის ცვლილება და აგრობიომრავალფეროვნება”, რომლის მუშაობაში მანაწილეობა   მიიღო 60-მდე წამყვანმა და ახალგაზრდა მეცნიერ-აგრარიკოსმა, სამინისტროების, სხვადსხვა უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე განხილული იქნა კლიმატის ცვლილებისა და აგრობიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი საკითხები. გაკეთებული იქნა მეცნიერული დასკვნები და მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმებები.

     კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო კიდევ ერთხელ დასმულიყო და განხილულიყო საკითხები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების გავლენაზე სოფლის მეურნეობაში. ყურადღება გამახვილებულ იქნა აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. კონფერენციის მიზანი იყო ასევე ქვეყნის ხელმძღვანელებისათვის შეეხსენებინათ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს სოფლის მეურნეობა კლიმატის ცვლილებისა და აგრობიომრავალფეროვნების შემცირების პირობებში. სამეცნიერო ფორუმის ფარგლებში მოხდა მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარება, შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვნად შეარბილებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს და აგრობიომრავალფეროვნების შემცირების საშიშროებას, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ქვაკუთხედია.

       კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი. მოსმენილი იქნა სამეცნიერო მოხსენებები. გაიმართა დისკუსია. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მიღებული იქნა დეკლარაცია.

 

120123007 460184334898878 1169643422502901819 n

 120185732 783026189218003 5140487845028941038 n

 

 

  1. ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია აგროინჟინერიაში
  2. აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი - 90
  3. აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა
  4. პოსტ პანდემიურ პერიოდში აკადემიის ინიციატივებისა და საქმიანობის შესახებ
  5. ინფორმაცია აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2020 წლის ერთობლივი ქვეპროგრამის „საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის“ ფარგლებში, სატყეო მიმართულების შესახებ
  6. ინფორმაცია - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი ქვეპროგრამის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ
  7. საველე კვლევები თბილისის შემოგარენში აკადემიის წევრების მონაწილეობით
  8. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების შესახებ
  9. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  10. გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღე

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com