აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
2019 წლის 25 სექტემბერს აკადემიაში ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „საქართველოს სოფლის მეურნეობის საინჟინრო სფეროს თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების გზები“ გამოვიდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ებანოიძე.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დღეისათვის საქართველოში სოფლის მეურნეობის აგროსაინჟინრო სფეროს ემსახურება შპს „მექანიზატორი“, რომელსაც რეგიონებში გააჩნია სერვის ცენტრები თანამედროვე ტრაქტორებითა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. სოფლის მოსახლეობას შეუძლიათ მიიღონ ტექნიკური სერვისი სხვადასხვა კულტურების მოვლა-მოყვანიის ოპერაციების შესრულებისათვის, მაგრამ საწვავისა და ტექნიკის მაღალი თვითღირებულების, ასევე შპს „მექანიზატორის“ მოქმედებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების და სხვ. გამო ამ ოპერაციების შესრულების ტარიფული ღირებულება მაღალია.
შექნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მწვავედ დგას საკითხი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების აგროსაინჟინრო მომსახურების და ტექნიკით უზრუნველყოფის ოპტიმიზაციის შესახებ. საჭიროა გამოიძებნოს სოფლის მეურნეობის ტექნიკური სერვისის ისეთი ორგანიზაციული ფორმა, რომელიც შედარებით იაფ და ხარისახიან მომსახურებას გაუწევს ფერმერებს; მომხსენებლის აზრით, მიზანშეწონილია ცალკეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას მანქანა-ტრაქტორთა პარკი (მტპ), რომელშიც თავმოყრილი იქნება აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოეწყობა ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დიაგნოსტიკის, ტექნიკური მომსახურების და მიმდინარე რემონტისათვის საჭირო სახელოსნოები. აღინიშნა, რომ საგანგაშო მდგომარეობაა სოფლის მეურნეობის აგროსაინჟინრო დარგის კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფის მიმართულებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალზე შეზღუდულია სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის მიმართულებები, გაუქმებულია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები; ამ დროს მნიშვნელოვანია გასული საუკუნის 70-90-იან წლებში შექმნილი სასოფლო-სამეურნეო მანქანების, მ.შ. ჩაის მოვლა-მოყვანის მანქანათა კომპლექსის განახლების და მათი წარმოებაში გავრცელების საკითხი.



კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ. კონფერენციას მიესალმნენ და წარმატებული მუშაობა უსურვეს პროფ. ანტონიო მიშელე სტანსამ, პროფ. მიშელ ტიბიერმა, აკად. ი. გრინუკმა, პროფ. ჟ.ლ. არაუს ორტეგამ, პროფ. ა. მორგუნოვმა, პროფ. ტ. ალახვერდიევმა, შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს უფროსმა ზ. მარგველაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსებმა ე. ზვიადაძემ და ნ. ხოხაშვილმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მ. თურმანიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. გ. ქვარცხავამ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფ. ლ. უჯმაჯურიძემ, საქართველოს ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების თავმჯდომარემ ლალი მესხმა, პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, პროფ. მ. დოლიძემ.



საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძეს 2019 წლის 30 სექტემბერს დაბადებიდან 75 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავი შეუსრულდა.






სამეცნიერო კონფერენციაზე ძალზე საინტერესო და მეცნიერულად დასაბუთებული მოხსენებებით წარდგნენ:
მალხაზი სამადაშვილი - 
2019 წლის 22 სექტემბერს 



გამოჩენილ
სიტყვაში გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ