აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი - 80
ჭეშმარიტ მეცნიერთა ძალისხმევა ახლა განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ასეთ მეცნიერთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილს, რომელსაც 2021 წლის 9 ივლისს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა.
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა მეცნიერ თანამშრომელიდან დირექტორობამდე, მუშაობდა საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის, ჯერ დირექტორად, ხოლო შემდეგ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ, ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმღვანელად.
ამჟამად არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი და ამავე აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, გამომცემლობა `აგროს~ ხელმძღვანელი და აკადემიის ჟურნალის “მოამბე” მთავარი რედაქტორი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი არის ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესისა და ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი. აკად. ო.ქეშელაშვილი უაღრესად ნაყოფიერი და პროდუქტიული მეცნიერია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მ.შ. 53 მონოგრაფია, 9 სახელმძღვანელო, 136 ბროშურა, 27 მინიატურული პოპულარული წიგნი, 5 დარგობრივ-თემატური ატლასი, 33 გამოცემულია საზღვარგარეთ. გარდა ამისა გამოქვეყნებული აქვს 275 საგაზეთო სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომი.
აგრარული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2013 წელს მიენიჭა აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის საპატიო წოდება-ეკონომიკის დარგში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და მთელი შემადგენლობა ულოცავს ბატონ ომარს საიუბილეო თარიღებს და უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ახალ წარმატებებს.



აკად. ზ. ფუტკარაძის ინფორმაციის ირგვლივ შეკითხები დასვეს, ხოლო შემდეგ შეაფასეს 

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები: გივი ჯაფარიძე (აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი), ნ. ჭითანავა, ე. შაფაქიძე, ნ. ჩხარტიშვილი, ი. ვასაძე, ა. დიდებულიძე, გ.პაპუნიძე, დოქტორები ა. გიორგაძე, მ. ბარვენაშვილი, რ. ლოლიშვილი, წამყვანი სპეციალისტები დ. თარხნიშვილი, ლ. ჩაიკა მ. მოსაშვილი; საქართველოს ენოლოგთა კავშირის წევრები - მურმან ქურიძე (კავშირის თავმჯდომარე), ჟორა გაბრიჩიძე, რუსლან გვარამაძე, თეიმურაზ გონჯილაშვილი, გიორგი დაქიშვილი, საქართველოს ირითად ღვინის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან დავით ჩიჩუა, ელენე სალია, მაია მირველაშვილი, თეკლა ზაკალაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი, ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.
2021
2021 
გაეროს