|
. ღონისძიებების დასახელება |
ღონისძიებების მოკლე ანოტაცია |
|
სიმინდის ჰიბრიდი “წეროვანი 4”; |
საქართველო – სიმიტის (CIMMYT) ერთობლივი ჰიბრიდია, მარცვლის მოსავალი 7.42 ტ/ჰა-ზე, იგი აჯამეთის თეთრზე მაღალია 20-25%-ით; |
|
ქერის ახალი ჯიში “ზეს 5”; |
“ზეს 5” მიღებულია საშემოდგომო ქერის ჯიში “ყაზბეგი 1”-დან გამა დასხივებით. ჰექტარზე საშუალოდ იძლევა 5.7 ტ/ჰა-ს. |
|
სიმინდის მარცვლის მოსავლის პროგნოზირების მეთოდი |
სიმინდის ნათესებში ენერგიისა და ტენის მიმოქცევის, მცენარეთა სიმაღლის, ფოთლის ფართისა და დგომის სიხშირის მარცვლის მოსავალზე გავლენის სტატისტიკური მოდელის შექმნის საფუძველზე – შესაძლებელია სიმინდის მარცვლის მოსავლის პროგნოზირება |
|
საშემოდგომო ხორბლის მოსავლის პროგნოზი |
საშემოდგომო ხორბლის ვეგეტაციის პერიოდში (მარტი – ივნისი) შექმნილი აგრომეტეოროლოგიური პირობების მოსავლის ოდენობაზე გავლენის შესწავლის საფუძველზე მიღებულია პროგნოსტიკული მოდელი – “ამინდი და ხორბლის მოსავალი”. |
|
საქართველოს პირობებში წიწიბურას სამჯერადი მოყვანა |
წიწიბურა წარმოადგენს მოკლე ვეგეტაციის მქონე მცენარეს. საქართველოს გარკვეულ ეკოლოგიურ პირობებში შესაძლებელია მისი სამჯერადი მოყვანა. ფუტკრის დამტვერვის შემთხვევაში 1 ჰა-ზე წიწიბურას მარცვლის მოსავალი იზრდება 2-2.5 ცენტნერით. |
|
პომიდორის (ჯიში “ბაზრის სასწაული”) და ბადრიჯნის (ჯიში “დელიკატეს”) მინერალური კვების დიაგნოსტიკა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მისაღებად |
მცენარეული დიაგნოსტიკის მეთოდის საფუძველზე დადგენილია კულტურათა ზრდა – განვითარების საინდიკატორო ფაზები მათი კვების რეJიმის სასურველი მიმართულებით უზრუნველსაყოფად. დადგენილია ძირითადი საკვები ელემენტების (NPK) ფონზე მიკროელემენტების (Mნ, ჩნ) ოპტიმალური დოზები, მათი თანაფარდობები, შეტანის ვადები და წესები. სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი აგროტექნიკურ დოზებთან შედარებით: იზრდება მოსავლიანობა - პომიდორის 30-32%-ით; ბადრიჯნის 37-38%-ით; ერთ დახარჯულ ლარზე უკუგება, შესაბამისად კულტურებისა შეადგენს 3.5 და 4.0 ლარს. |
|
ბიოჰუმუსის გავლენა პომიდორის მოსავლიანობასა და ხარისხზე |
ბიოჰუმუსი, როგორც ახალი ეკოლოგიური სასუქი, არეგულირებს ნაყოფიანი ბოსტნეულის (პომიდორი) ზრდა – განვითარებას და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მიღებას. შიდა ქართლის მდელოს ყავისფერი ტიპის ნიადაგებზე პომიდორის ჯიში “პერემოგა 165”-ის მოსავლიანობა იზრდება 20-30%-ით. |
|
ახალი ბოსტნეული კულტურა “ჩაიოტა” |
უხვმოსავლიანია, კარგად ეგუება გარემო პირობებს, შემოდის გვიან შემოდგომაზე, როცა სხვა ბოსტნეულის სიმცირეა, გამოიყენება ნედლად და გადამუშავებული სახით. |
|
ფერმერულ მეურნეობებში ვენახის გაშენებისა და მოვლის ტექნოლოგიები |
ფერმერულ მეურნეობებში ვენახის გაშენებისა და მოვლის ტექნოლოგიები ითვალისწინებს ვაზის სამწლიან და შემდგომ პერიოდებს, უახლესი პრეპარატებისა და მექანიზაციის გამოყენებით. |
|
ფერმერულ მეურნეობებში ვაზისა და ხეხილის უმთავრეს მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემა |
შემოთავაზებული სისტემა ითვალისიწნებს ფერმერულ მეურნეობებში ვაზისა და ხეხილის უმთავრეს მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ინტეგრირებული ბრძოლის ღონისძიებებს (უახლესი პრეპარატებით, ჯიშური მახასიათებლებით და ეკოლოგიური პირობების გათვალისიწნებით). აღნიშნული ამცირებს ქიმიური პრეპარატების გამოყენებას და აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს. |
|
ვაზის ფილოქსერაგამძლე საძირეთა და სანამყენეთა საბაზისო სადედეების მოწყობა |
ვირუსებისა და ვირუსისმაგვარი დაავადებების გადამტანებისაგან (ნემატოდები და ა.შ.) თავისუფალ იზოლირებულ ტერიტორიაზე გაშენდება: ვაზის უვირუსო ფილოქსერაგამძლე საძირეთა სადედე; სანამყენეთა საბაზისო სადედე – ვირუსებზე ტესტირებული სანამყენე მასალით და უვირუსო ფილოქსერაგამძლე საძირეებით წარმოებული მწვანე ვეგეტირებული ნამყენი ნერგით; საფუძველი ჩაეყრება სერთიფიცირებული ნერგის წარმოებას. |
|
ატმის ახალი ჰიბრიდული ჯიში “ბერიკა” |
ნაყოფი მსხვილია, მოგრძო – ოვალური ფორმის; შეფერილია მოწითალო – ვარდისფრად, რბილობი მოთეთრო – კრემისფერია, საკმაოდ მკვრივი კონსისტენციის, სახრავია, სასიამოვნო გემოთი და სურნელით. ნაყოფის საშუალო მასა – 155 გ. ხშირია 175-180გ. |
|
ციტრანJი F3-ის (ფორთოხალი X ტრიფოლიატა) ნერგების წარმოება |
ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით 40ტ/ჰა. ყინვაგამძლეა – 150ჩ. მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. გამოიყენება მატონიზირებელი სასმელების დასამზადებლად. |
|
მწვანე და შავი ბაიხის ჩაის ინტენსიური ტექნოლოგია მცირეგაბარიტიანი დამქუცმაცებელი მანქანა “ჩმდს” გამოყენებით |
მანქანის წარმადობა 100 კგ/საათში, მასში მწვანე ჩაის გამომუშავებისას, მიიღწევა ნედლეულის იმავდროული ფიქსაცია. |
|
მაღალხარისხოვანი მწვანე ჩაის გამომუშავება ინტენსიური მოხალვით ახალი თაობის მომხალავი დოლის გამოყენებით |
წარმადობა მწვანე ფოთლის მიხედვით 100 კგ/საათში ელ. ენერგიის ხარჯი 50 კვტ/საათში. |
|
ვიტამინიზირებული ჩაის წარმოების ტექნოლოგია |
ჩაის ემატება ვიტამინებით მდიდარი მცენარეული ნედლეული – სტაფილო, ქაცვი, ასკილი, ციტრუსოვნები, აქტინიდია, ფეიჰოა. გამომუშავდება B-კაროტინით (პროვიტამინი A) და ჩ-ვიტამინით მდიდარი ჩაის პროდუქტები. |
|
სტევიით გამდიდრებული ბაიხის ჩაის წარმოება |
ბაიხის ჩაის გასამდიდრებლად გამოიყენება, როგორც წინასწარ გამშრალი სტევიის მასა, ასევე მისგან მიღებული წყლიანი ექსტრაქტი განკუთვნილია ფართო მოხმარებისათვის, განსაკუთრებით დიაბეტით დაავადების მიდრეკილების მქონე ადამიანებისათვის. |
|
იოდირებული ჩაის წარმოება |
ჩაის პროდუქტების იოდირება ხდება მცენარეული წარმოშობის იოდით, რომელიც ხორციელდება, როგორც ჩაის ფოთლის გადამუშავების პროცესში, ასევე მზა პროდუქციის მეორადი დამუშავებით. პროდუქტები რეკომენდირებულია ყველა ასაკის ადამიანისათვის, განსაკუთრებით ჩიყვით დაავადების მიდრეკილების მქონეთათვის. |
|
კივისა და თხილის მოვლა – მოყვანის სამანქანო ტექნოლოგიები |
დამუშავებულია კივის და თხილის მოვლა – მოყვანის სამანქანო ტექნოლოგიები და განსაზღვრულია ენერგეტიკული დანახარჯები. |
|
ქართული ბამბუკის ნერგების წარმოება |
იძლევა მეტ ამონაყარს, ღერო სწორმდგომია, ყინვაგამძლე. |
|
ტოპინამბურისა და ტოპინმზესუმზირის წარმოება |
წარმოება შესაძლებელია მსუბუქი მექანიკური შედგენილობის წითელმიწა, მJავე ნიადაგებზე, მოსავლიანობა 50-60 ტ. ტუბერი ჰა-ზე. გამოიყენება სპეციალური დანიშნულების (დიაბეტით დაავადებულთათვის) საკონსერვო ნაწარმის საწარმოებლად, ასევე მეცხოველეობაში. წარმოადგენს საუკეთესო ნედლეულს ბიოსაწვავის (სპირტი) მისაღებად. |
|
მცენარეთა დაცვის ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების გამოყენება მარცვლოვან კულტურებში |
რეკომენდირებულია: თესლის დამუშავება–რაფლიქსით; კალოკუგით; ნათესებში სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება ლინტური 2.4 დ დიკამბა; მავნე მწერების წინააღმდეგ – ფოსფორორგანული პრეპარატები, რომლებიც არ ავლენენ ფოტოტოქსიკურობას და არ რჩებიან ნაშთის სახით მარცვალში. |
|
მცენარეთა დაცვის ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების გამოყენება ციტრუსოვანთა კულტურებში |
რეკომენდირებულია: ციტრუსოვანთა მავნებლების წინააღმდეგ – ორტუსი, ნურედი; ბიოლოგიური პრეპარატი – აშერსონია. |
|
ჩაის საკრეფი ხელის მექანიკური აპარატი |
ეკონომიკური ეფექტურობა: მწარმოებლობა 15-20 კგ საათში, ხელის შრომასთან შედარებით შრომის ნაყოფიერების ზრდა 1.5-2-ჯერ. ხარისხობრივი მაჩვენებლები: 70%-მდე ნაზი, 20%-მდე მოუხეშო, 5%-მდე უხეში ფრაქციები. წონა 1 კგ-მდე. |
|
ბიოგაზის გადასატანი დანადგარი |
3-5 სული პირუტყვის ნაკელის ბიოგენერატორული გადამუშავება, მცირე ფერმერული მეურნეობის ბიოგაზით უზრუნველყოფა. დანადგარის მუშა მოცულობა – 4.2 მკბ; მწარმოებლურობა – 2.4 მკბ/დღ; თხევადი ორგანული სასუქი – 0.15 მ/დღეში; ბიოგაზის თბოუნარიანობა – 5000 კ/კალ; საშუალო წლიური ენერგია 5.5 გიგა/კალ; გამოსყიდვის დრო 3-4 წ. პირობითი საწვავის ეკონომია – 780 კგ. წელიწადში. |
|
საწველი და რძის გადამამუშავებელი (პირველადი) აგრეგატი |
ფურების ცურების მობანვა, წველა, ფურების მექანიკური წმენდა, ცხოველთა და მათი სადგომის დეზინფექცია, მასტიტის პროფილაქტიკა. მოთხოვნილი სიმძლავრე – 0.5 კვტ; ვაკუუმ – ტუმბოს მწარმოებლურობა – 8 მ/სთ; 1 ფურის წველის ხანგრძლივობა – 9-12 წთ; მომსახურე პერსონალი – 1; შრომით დანახარჯებს ამცირებს 35-40%-ით. |
|
ამორტიზირებული, დაბალპროდუქტიული ჩაის პლანტაციების ამოძირკვისა და მისი განახლების ტექნოლოგია |
განახლებული პლანტაციები აგროტექნიკის ოპტიმალურ ფენაზე 1 ჰა-ზე 8-10 ტონა მაღალხარისხოვან ნედლეულს იძლევიან. |
|
ენერგო რესურსდამზოგავი საღნობი დანადგარი ნაზი ჩაის ნედლეულის მაღალეფექტური ღნობისათვის |
პროცესი ხორციელდება ბუნებრივი ღნობის იდენტურ რეJიმში დაბალ ტემპარეტურაზე (20-250) გახანგრძლივებული რეJიმით, იძლევა სათბურის ეკონომიას 70%-ს. |
|
“ტროფის” ტიპის ენერგო რესურსდამზოგი საღნობი დანადგარი ნაზი ჩაის ნედლეულის მაღალეფექტური ღნობისათვის |
შემოთავაზებულ საღნობ დანადგარში ღნობა ხორციელდება ბუნებრივი ღნობის იდენტურ რეJიმში დაბალ ტემპერატურაზე (20-250) გახანგრძლივებული რეJიმით. იძლევა სითბური და ელექტროენერგიის ეკონომიას 70%-ს. |
|
დარწყულების სხვადასხვა სისტემების გამოყენება მეხორცულ მეფრინველეობაში |
რეკომენდაციაში განხილულია სხვადასხვა კონსტრუქციის სარწყულების გავლენა ბროილერის ზრდა – განვითარებაზე, მათ მიერ საკვების ათვისებაზე. დადგენილია, რომ ბროილერის გამოსაზრდელად ყველაზე ეკონომიურია მიკროფინჯნისებრი სარწყულები, შემდეგ კი უპირატესობა უნდა მიენიჭოს ღარისებრ სარწყულებს. |
|
მეცხოველეობის ფერმერულ მეურნეობებში ხელოვნური დათესვლის მეთოდის დანერგვა |
ხელოვნური დათესვლა ცხოველთა ჯიშობრივი გაუმჯობესების ყველაზე სწრაფი ხერხია. ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯიშების ხელოვნური დათესვლის გამოყენებით მიღებული პირველი თაობის ახალშობილი ნაჯვარი ხბოების ცოცხალი მასა 12-15 კგ-ით, სადღეღამისო წონამატი 150-200 გრ-ით, ხოლო პირველნაყოლი ნაჯვარი ფურების სარძეო პროდუქტიულობა 500-600 კგ-ით მეტია ადგილობრივ პირუტყვთან შედარებით. |
|
დარწყულების სხვადასხვა სისტემის გამოყენება მეხორცულ მეფრინველეობაში |
რეკომენდაცია ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის სარწყულების გავლენას ბროილერის პროდუქტიულობაზე და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. |
|
ნიადაგში ბინადარი მცენარეთა აგრესიული მავნებლების წინააღმდეგ ახალი პრეპარატული ფორმების გამოყენება |
რეკომენდირებულია: ეკოლოგიურად უსაფრთხო გრანულირებული პრეპარატები ფოსფორორგანული პირექტოიდულ საწყისებზე, ადგილობრივი ბუნებრივი ცეოლითების (კლინეფტოლოილითი) გამოყენებით. |
|
პათოგენურ – ანაერობული მიკროორგანიზმების რეზისტენტული პოპულაციების წინააღმდეგ ანტიბიოტიკების გამოყენების ახალი ტექნოლოგიები |
სხვადასხვა მოქმედების მექანიზმის ანტიბიოტიკების როტაციული სისტემით გამოყენება ინფექციის გამოვლინებისთანავე, რომლის დანერგვაც მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში, გარდა მაღალი ბიოლოგიური და ეკოლოგიური ეფექტურობისა, გამოყენებიდან დიდი ხნის განმავლობაში გამორიცხავს მათ მიმართ ობიექტის რეზისტენტობის დაწყებისა და განვითარების პროცესს. |
|
ბიოლოგიურ პრეპარატ ვერტიმეკის გამოყენება ციტრუსებში ცეცხლა ტკიპას წინააღმდეგ |
ვერტიმეკის 0.5%-იანი სამუშაო ხსნარის გამოყენება ცერცხლა ტკიპას წინააღმდეგ 90%-მდე ამცირებს მის ზიანს ციტრუსოვნებში. |
|
ფუნგიციდი სკორი ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ |
სკორის 0.1%-იანი კონცენტრაციის გამოყენებით 30-40%-ით მცირდება ციტრუსოვანთა დაავადებები. |
|
ჰერბიციდი ნოკდაუმი ჩაის პლანტაციებში სარეველა გვიმრას წინააღმდეგ |
ნოკდაუმის გამოყენებით ჩაის პლანტაციებში გვიმრის მოსპობა გარანტირებულია ერთი წლით, ხოლო შემდგომში ის მცირე რაოდენობით ამოდის. |
|
ციტრუსოვანთა დაკნინებული ბაღების აღდგენის აგროტექნიკური ღონისძიებების სისტემა |
ღონისძიება ითვალისწინებს: ბაღების დაკნინების მიზეზების გამოვლენას, მცენარეებზე მექანიკურად დაზიანებული ღერო ტოტების მოცილებას, შტამბის სპეციალური მალამოთი დამუშავებას. ორგანული და მინერალური კვების მოწესრიგებას; მავნებელ ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გამოყენებას. ეკონომიკური ეფექტი 2000-3000 ლარი/ჰა. |
|
ორგანულ – მინერალური სასუქების შეტანის წესების და ვადების ოპტიმიზაცია სიმინდის (ჯიში “ბალტისი”) კულტურისათვის |
ორგანულ – მინერალური სასუქების ერთობლივი შეტანა (10 ტ. ნაკელი + N60P60K60 ყოველწლიურად) უზრუნველყოფს 50.8 ც/ჰა სიმინდის მარცვლის მოსავალს, რაც უსასუქოსთან შედარებით შეადგენს მატებას 30.1 ც/ჰა, ხოლო ფონთან 24.9 ც/ჰა-ს. |
|
ორგანულ – მინერალური სასუქების შეტანის წესების და ვადების ოპტიმიზაცია შვრიის კულტურისათვის, გარე კახეთის შავმიწა ნიადაგებზე |
შვრიის მარცვლის ყველაზე მაღალი მოსავალი 39.9 ც/ჰა მიღებულია N120P90K90 – დოზის შეტანისას, მატება უსასუქოსთან შეადგენს 28.5 ც/ჰა-ს, ხოლო აგროფონთან – 19.4 ც/ჰა-ს. |
|
ცეოლითების გამოყენება ციტრუსების პლანტაციებში ნიადაგის გასანოყიერებლად |
აღნიშნული ღონისძიებით იზოგება სასუქების გამოყენება, უმჯობესდება მცენარეთა მიერ საკვებ ნივთიერებათა შეთვისება, მოსავლიანობა იზრდება 15-18%-ით. |
|
სახელმძღვანელო ფერმერთა დასახმარებლად: “საქართველოს ძირითად საკვებ საშუალებათა ქიმიური შედგენილობა და ყუათიანობა” |
სახელმძღვანელო მოიცავს: საკვებთა კლასიფიკაციას; ცხოველთა სრულფასოვანი კვების და ცალკეული ელემენტების ბიოლოგიურ მნიშვნელობას; საკვებთა ქიმიურ შედგენილობას და ყუათიანობას; საკვებთა ვიტამინოვან, მინერალურ და ამინომJავურ შედგენილობას, შაქრების შემცველობას. |
|
ქართული ფუტკრის გურული პოპულაციის ახალი ხაზი – “გ-6 სურები” |
ქართული ფუტკრის გურული პოპულაციის ახალი ხაზი – “გ-6 სურები”, რომლის პროდუქტიულობა საწყისი მასალის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 22-22.5%-ით მეტია. |
|
დაქვიანებული შავმიწების გაუმჯობესების ღონისძიებები |
დაქვიანებულ შავმიწებზე მარცვლოვანი კულტურების მოსავლიანობა ორჯერ დაბალია დაუქვიანებელთან შედარებით. შემოთავაზებული ღონისძიებების საფუძველზე შესაძლებელია მათი ნაყოფიერების ამაღლება და მარცვლოვანი კულტურების მოსავლიანობის გაზრდა 30-40%-ით. |
|
სასუქის ეფექტური დოზების დადგენა |
ჩვეულებრივ შავმიწა ნიადაგში N15-ით ნიშანდებული სასუქის აზოტის გარდაქმნის მონაცემებზე დაყრდნობით მისი ნაყოფიერების შენარჩუნების და ამაღლების მიზნით შემუშავებულია სასუქის ეფექტური დოზების დადგენის მეთოდი, რომელიც ეყრდნობა ბიოლოგიურ წრებრუნვის პარამეტრების მეთოდოლოგიებს. |
|
საგვიანო კომბოსტოს განოყიერების ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგია |
ორგანულ – მინერალური სასუქების ერთობლივი გამოყენება და მათ შორის აზოტის მცირე დოზის წილადობრივი შეტანა (კომბოსტოს მცენარის ზრდა – განვითარების კრიტიკულ ფაზებში) უზრუნველყოფს 500 ც/ჰა-ზე მაღალხარისხოვან ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მიღებას, სადაც ნიტრატების შემცველობა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალი არაა. |
|
ქვემო ქართლის ვაკის აგროგამოფიტული (დეგრადირებული) ნიადაგების გამოვლენის და მათი ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებები |
A+B ჰორიზონტში ჰუმუსის მარაგის ინდიკატორული მაჩვენებლის მიხედვით (22-34%) მარცვლეული კულტურებით ათვისებული ნიადაგები მიეკუთვნებიან საშუალოდ დეგრადირებულ, ხოლო ბოსტნეული კულტურებით დაკავებული ფართობები უახლოვდებიან არადეგრადირებული კატეგორიის ბოლო ზღვარს. რეკომენდირებული ღონისძიებები ითვალისწინებს ნიადაგების ნაყოფიერების თანდათანობით აღდგენას, რაც უზრუნველყოფს სასოფლო – სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ზრდას. |
|
მცენარეთა მარილგამძლეობის და გვალვაგამძლეობის უნარის ამაღლება |
დამლაშების საწინააღმდეგო ღონისძიებად მცენარეთა მარილგამძლე ჯიშების შექმნა უზრუნველყოფს დამლაშებულ ნიადაგებზე კულტურულ მცენარეების მოსავლიანობის გადიდებას. მცენარეთა მარილგამძლეობის და გვალვაგამძლეობის უნარის ამაღლების თესლის თესვისწინა გამოწრთობის მეთოდი საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ემბრიონულად ახალგაზრდა მცენარის თესლის მაღალი პლასტიკურობა და შევაგუოთ ის არახელსაყრელ გარემო პირობებს. ქლორიდების სიჭარბის შემთხვევაში კარგ ეფექც იძლევა თესლის თესვისწინა დამუშავება 3%-იანი Nაჩლ-ის ხსნარით, სულფატებით დამლაშების შემთხვევაში საუკეთესოა 0.2% MგშO4-ის ხსნარით თესლის თესვისწინა გამოწრთობის მეთოდით. აღნიშნული ღონისძიება ეფექტურია სუსტად და საშუალოდ დამლაშებულ ნიადაგებზე. |
|
რისკის გამართლებისა და მართვის სარეკომენდაციო – პარამეტრული პოზიციები ფერმერული მეურნეობებისათვის |
რეკომენდაციაში მოცემულია ფერმერული მეურნეობებისათვის გამოსაყენებელი რეკომენდაციები სამეურნეო რისკის მიზანშეწონილობისა და უკუგების ეკონომიკური ზღვრების შესახებ, აგრეთვე მათი სინთეზირებული პარამეტრების ოპტიმიზირებული დონეები, მართვის სარეკომენდაციო – პარამეტრული პოზიციები. |
|
ხეხილის სხვლა - ფორმირება |
ზრდისა და მოსავლის რეგულირება გასხვლის წესების გამოყენებით მეწლეობის დასაძლევად. |
|
ხეხილის ნამყენი ნერგის გამოყვანა ჩართული მყნობით |
ხეხილის ნათესარ საძირეებზე ნაგალა საძირის მყნობა და მასზე სასურველი ჯიშის მყნობა (ინტერვალიარი), მიიღება ხე ძლიერი ფესვთა სისტემით და დაბალი ვარჯით. |
|
ჯონჯოლის გამრავლება თესლით სანერგეში |
ჯონჯოლის გამრავლება წარმოებს ბუჩქის ამონაყარებით, ცდებით დადასტურდა თესლით გამრავლებული ჯონჯოლის ნერგის უპირატესობა გახარების და წარმოების მიზნით. |
აქტუალური რეკომენდაციები ფერმერებისთვის
... თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00; 294 13 20;
ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com
