საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მემორანდუმები ორგანიზაციებთან

 

22 _მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და “ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევით ცენტრს შორის”

 

21_მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

 

20 _მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

 

19 _მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის

 

18 _მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და კომპანია “საფერავი ტვ”-s შორის

 

17 _მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

 

16_Договор между  АСХНГ и Белоцерковским национальным аграрным университетом Украины;

 

15_ Collaborative Research Project Workplan for 2015 between National Academy of Agricultural Sciences (NAAS), Rural Development Administration (RDA), Republic of Korea and The Georgian Academy of Agricultural Sciences;

 

14_მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და ”აგრორემმანქანა”-ს შორის

 

13_მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და ბელარუსის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის

 

12_მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის

 

11_Соглашение между АСХНГ и Национальным университетом биоресурсов и природопользования Украины;

 

10_მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და პოზნანის (პოლონეთი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის

 

9_მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და კორეის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის

 

8_ Соглашение между АСХНГ и КазНИИМЭСХ;

 

7_მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის

 

6_მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

 

5_მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს შორის

 

4_მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტს შორის

 

3_მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და შპს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტს შორის

 

2_მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და ჟურნალ “ახალი აგრარული საქართველო”-s შორის

 

1_მემორანდუმი სსმმ აკადემიასა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდს შორის

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.

ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.

 

2013 წლის 28 ნოემბერს ქ. ქუთაისში ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსმმ აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, სრულმა პროფესორმა გიორგი ღავთაძემ.

სსმმ აკადემიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დაეფუძნება მეცნიერების და განათლების სფეროში ურთიერთ საინტერესო ღონისძიებებს. აღნიშნული თანამშრომლობა განხორციელდება საერთო ინტერესებისა და თანაბარი ურთიერთობის საფუძველზე.

სსმმ აკადემიამ და უნივერსიტეტმა შეთანხმების საფუძველზე ხელი უნდა შეუწყონ ურთიერთდახმარებას აგრარული სფეროს აქტუალური პრობლემების საკითხების გადაწყვეტაში, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ტრეინინგების და კონფერენციების ჩატარებას ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტების და მაგისტრების მონაწილეობით;

თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს გამოცდილების გაზიარება აგრარული მიმართულებების თანამედროვე მეთოდების, სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში;

თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს ერთობლივი სამეცნიერო სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება თბილისსა და ქუთაისში; განსაზღვრულია მხარეების ერთობლივი მონაწილეობა აგრარული მიმართულების პროექტებსა და პროგრამებში; ხელი უნდა შეეწყოს მეცნიერთა, პროფესორ-მასწავლებელთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზღვარგარეთის მოწინავე სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში მივლინებას.

თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს აგრარულ სფეროში აქტუალური პრობლემების გადაწყვეტისათვის ერთობლივი შემოქმედებით ჯგუფების ჩამოყალიბება და მათი მუშაობის ორგანიზება.

ორივე მხარე ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყონ აგრარულ სფეროში პროექტებისა და პროგრამების რეკლამირებას და შემდგომში მათი დანერგვის საკითხების მიმდინარეობას.

 

 

kutaisi memo 1

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა
და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აწერენ სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე და აწსუ-ს რექტორი, სრ. პროფესორი გიორგი ღავთაძე

kutaisi memo 2

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა
და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელის მოწერის პროცედურა.

 

მემორანდუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან

ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.

2013 წლის 05 დეკემბერს ქ. ბათუმში ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიე­რებათა აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსმმ აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ.

სსმმ აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობა დაეფუძნება მეცნიერების და განათლების სფეროში ურთიერთ საინტერესო ღონისძიებებს. აღნიშნული თანამშრომლობა განხორციელდება საერთო ინტერესებისა და თანაბარი ურთიერთობის საფუძველზე.
სსმმ აკადემიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეთანხმების საფუძველზე ხელი უნდა შეუწყონ სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების (კოოპერატივების) ჩამოყალიბებას და შემდგომი ფუნქციონირების ღონისძიებების შემუშავებას.
თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს აჭარაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების დარგობრივი სტრუქტურების ოპტიმიზაცია ბუნებრივ-კლიმატური, რელიეფური, ზონალური და გეოგრაფიული გარემოებების გათვალისწინებით.
თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს მეციტრუსების და მეჩაიეობის დარგებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსავლიანობისა და ხარისხის ამაღლების პრობლემების გადაჭრის მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების დამუშავება;
თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უნდა დამუშავდეს მეცხოველეობისა და მიწათმოქმედების დარგების განვითარებისათვის ალპური ზონის ეფექტური გამოყენების მეციერულად დასაბუთებული რეკომენდაციები;
თანამშრომლობის საფუძველზე Uუნდა დამუშავდეს მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამები და პროექტები ქვეყნის ბიუჯეტის, შიგა და გარე ინვესტიციების, სხვადასხვა წყაროების რესურსების ფართოდ მოზიდვისათვის.
თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს გამოცდილების გაზიარება აგრარული მიმართულებების თანამედროვე მეთოდების, სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში;
თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება თბილისსა და ბათუმში; განსაზღვრულია მხარეების ერთობლივი მონაწილეობა აგრარული მიმართულების პროექტებსა და პროგრამებში; ხელი უნდა შეეწყოს მეცნიერთა და სოფლის მეურნეობის დარგებში დასაქმებული ფერმერების და პრაქტიკოსი თანამშრომელების საზღვარგარეთის მოწინავე სამეცნიერო და აგრარული მიმართულების საწარმოებში მივლინებას.
თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს აგრარულ სფეროში აქტუალური პრობლემების გადაწყვეტისათვის ერთობლივი შემოქმედებით ჯგუფების ჩამოყალიბება და მათი მუშაობის ორგანიზება.
ორივე მხარე ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყონ აჭარის რეგიონის აგრარულ სფეროში პროექტებისა და პროგრამების რეკლამირებას და შემდგომში მათი დანერგვის საკითხების მიმდინარეობას.

მემორანდუმი პროფესიული განათლების გაუმჯობესების შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის,  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და  საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის

თანამშრომლობის მემორანდუმი

სოფლის მეურნეობის დარგებში პროფესიული განათლების გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა თაობაზე.

მემორანდუმი  პროფესიული განათლების გაუმჯობესების შესახებ

მემორანდუმი  პროფესიული განათლების გაუმჯობესების შესახებ

მემორანდუმი  პროფესიული განათლების გაუმჯობესების შესახებ

მემორანდუმი  პროფესიული განათლების გაუმჯობესების შესახებ

მემორანდუმი ჟურნალ “ახალი აგრარული საქართველო" სთან

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ჟურნალ “ახალი აგრარული საქართველოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.


image006ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აწერენ სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე და ჟურნალის “ახალი აგრარული საქართველო” მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.2013 წლის 06 აგვისტოს ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ჟურნალს “ახალი აგრარული საქართველოს” შორის.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ და ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა შოთა მაჭარაშვილმა.
აკადემიასა და ჟურნალ “ახალი აგრარულ საქართველო”-ს შორის თანამშრომლობა დაეფუძნება მეცნიერების, განათლების და ჟურნალისტიკის სისტემის ურთიერთ საინტერესო სფეროებს. აღნიშნული თანამშრომლობა განხორციელდება საერთო ინტერესებისა და თანაბარი ურთიერთობის საფუძველზე.
აკადემიამ და ჟურნალის რედაქციამ შეთანხმების საფუძველზე ხელი უნდა შეუწყონ აგრარული სფეროს პრობლემებზე ინფორმაციის შეგროვებას და შეთანხმების შემთხვევაში მათ გამოქვეყნებას; ისინი ვალდებულებას იღებენ ჩაატარონ შეხვედრები, სემინარები, მრგვალი მაგიდა და კონფერენციები აგრარული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე; გაატარონ ღონისძიებები შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში თანამშრომლობის და კომპეტენტური მასალების მოპოვების საქმეში; შეიმუშაონ ერთობლივი ღონისძიებები ახალგაზრდა ფერმერებთან და მენეჯერთა მომზადებისათვის; შეიმუშაონ ღონისძიებები ურთიერთსაინტერესო პროექტების და პროგრამების მომზადებისათვის და მიიღონ ერთობლივი მონაწილეობა მათ შესრულებაში;
ორივე მხარე ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყონ აგრარულ სფეროში პროექტებისა და პროგრამების რეკლამირებას და შემდგომში მათი დანერგვის საკითხების მიმდინარეობას.

 

მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალს “ახალი აგრარული საქართველო” შორის.

აგრარული მეცნიერების, ინოვაციების და მოწინავე ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების და პროპაგანდის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (შემდგომში `აკადემია”) და სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალის "ახალი აგრარული საქართველო" რედაქცია შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1.
აკადემიასა და ჟურნალს “ახალი აგრარულ საქართველო” შორის თანამშრომლობა დაეფუძნება მეცნიერების, განათლების და ჟურნალისტიკის სისტემაზე ურთიერთ საინტერესო სფეროებს. აღნიშნული თანამშრომლობა განხორციელდება საერთო ინტერესებისა და თანაბარი ურთიერთობის საფუძველზე.
მუხლი 2.
1. ხელი შეუწყონ ინფორმაციის შემდგომ პოპულარიზაციას და გაზიარებას აგრარულ სფეროში;
2. ერთობლივად ჩაატარონ შეხვედრები, სემინარები, მრგვალი მაგიდა და კონფერენციები აგრარული მეცნიერბისა და ტექნოლოგიების საკითხებზე;
3. გაატარონ ღონისძიებები შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში თანამშრომლობის და კომპეტენტური მასალების მოპოვების საქმეში;
4. შეიმუშაონ ერთობლივი ღონისძიებები ახალგაზრდა ფერმერებთან და მენეჯერთა მომზადებისათვის;
5. შეიმუშაონ ღონისძიებები ურთიერთსაინტერესო პროექტების და პროგრამების მომზადებისათვის და მიიღონ ერთობლივი მონაწილეობა მათ შესრულებაში;
6. ხელი შეუწყონ აგრარულ სფეროში პროექტებისა და პროგრამების რეკლამირებას და შემდგომში მათი დანერგვის საკითხების მიმდინარეობას
მუხლი 3.
აკადემიამ და ჟურნალის რედაქციამ შეთანხმების საფუძველზე ხელი უნდა შეუწყონ აგრარული სფეროს პრობლემებზე ინფორმაციის შეგროვებას და შეთანხმების შემთხვევაში მათ გამოქვეყნებას.
მუხლი 4.
მხარეებს უფლება აქვთ მემორანდუმის ტექსტში შეიტანონ ცვლილებები და დამატებები. ცვლილებები და დამატებები ძალაში შევა შესაბამისი ოქმის ხელმოწერის შემდეგ.
მუხლი 5.
ხელშეკრულება ძალაშია ხელისმოწერიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. თუ ხელშკრულების ვადის გასვლამდე 3 (სამი) თვით ადრე ერთ-ერთი მხარე არ შეატყობინებს მეორე მხარეს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება ითვლება გაგრძელებულად.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com