|
პრაქტიკული რეკომენდაციები და ნაშრომები
|
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ აგრარული დარგის მეცნიერების მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მოამზადა რეკომენდაციების კრებული.
რეკომენდაციებს განზოგადოებისათვის მიცემული აქვს თანმიმდევრული სახე, დარგობრივი პრიორიტეტების მიხედვით: 1. აგრონომიული. 2. მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების, 3. აგროსაინJინრო, 4. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შენახვის და გადამუშავების 5. ეკონომიკური, რაც შეესატყვისება აკადემიის შესაბამის სამეცნიერო სტრუქტურებს.
რეკომენდაციები გამოსაცემად მოამზადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურმა დეპარტამენტმა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე.
|
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ მოამზადა სსმმ აკადემიკოს ჯუმბერ ონიანის რეკომენდციები “მცენარეთა ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ნიადაგის დამუშავებისათვის საჭირო ოპტიმალური ტენიანობის პარამეტრების შესახებ”.
აკად. ჯუმბერ ონიანის რეკომენდაციებში მოცემულია ნიადაგებში ჰუმუსის შემცველობის, მექანიკური შემადგენლობებისა და მოცულობითი წონების მიხედვით, მათი დამუშავებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ოპტიმალური და დასაშვები ტენიანობები და მორწყვის ნორმები.
რეკომენდაციები განკუთვნილია ფერმერებისათვის, აგრონიადაგთმცოდნეებისათვის, აგრომელიორატორებისათვის, აგრონომებისათვის და წარმოებაში მომუშავე სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის, აგრეთვე აგრარული მიმართულების მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის.
|
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ მოამზადა ნაშრომი “საკვები კულტურების აგროწესები”- (ავტორი აკად. გ. ცაგურიშვილი, თანაავტორები: ქ. ნიაური და ნ. Jვანია).
აგროწესები განხილულია და დასაბეჭდად რეკომენდაცია მიეცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების სხდომის მიერ (ოქმი #4, 10 აპრილი 2014 წელი).
სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგის - მეცხოველეობის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მინდვრის საკვებწარმოების მოცულობის გადიდებას და მისი ხარისხის გაუმჯობესებას. ამ პრობლემატური საკითხის განხორციელებისათვის უდიდესი ღონისძიებაა საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობებისათვის უხვმოსავლიანი საკვები კულტურების შერჩევა-გაადგილება და მათი თესვა-მოყვანის ტექნოლოგიის დაცვა.
ჩვენი ქვეყნის განსხვავებულ რეგიონებში ჩატარებულმა მრავამხრივმა გამოკვლვებმა და წარმოების პირობებში შედარებითი გამოცდების შედეგებმა არაერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში აგროტექნიკურ ღონისძიებათა სწორად გამოყენების გზით საკვები კულტურების საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა შეიძლება 3 - 4 - ჯერ გაიზარდოს.
შემოთავაზებულ აგროწესებში მოცემული აგროტექნიკური ღონისძიებების თანმიმდევრობის განუხრელი დაცვა ამ მიზნის მიღწევის მტკიცე გარანტიას იძლევა.
|
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ მოამზადა რეკომენდაცია ”შემოდგომაზე გაუხეშებული თუთის ფოთლისაგან მეცხოველეობის არატრადიციული საკვების (ნეკერი) დამზადების შესაძლებლობა, ტექნოლოგიები და ეკონომიური ეფექტიანობა”; ავტორები – აკად. წ/კ გ.ნიკოლეიშვილი, აკად. წ/კ ე. შაფაქიძე, აკად. დოქტორები
თ. დალალიშვილი და ა. ჩაგელიშვილი.
რეკომენდაციების კონსულტატია დოქტ., პროფ. პანომირ ცენოვი (ბულგარეთი), BAჩშA-ს პრეზიდენტი; რედაქტორი აკად. თ. კუნჭულია.
|
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ რეკომენდებულია ნაშრომი “ადამიანი და მწერები”. მისი ავტორია სსმმ აკადემიის აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, რედაქტორი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი სანდრო ყანჩაველი.
ნაშრომი მიზნად ისახავს მოსწავლე ახალგაზრდობას და სტუდენტებს გაუღვიძოს ინტერესი და გაუფართოვოს ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან დარგში, როგორიცაა ენტომოლოგია, მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მწერებს, მათ ქცევებს, განვითარებას, მავნე თუ სასარგებლო თვისებებს.
შრომა შედგენილია ლიტერატურული მასალის ანალიზისა და საკუთარი დაკვირვების საფუძველზე. მასში მოცემულია ძირითადად, ის მასალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახალხო მეურნეობის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
|
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ მოამზადა ნაშრომი “მეაბრეშუმეობა _ შავი, კასპის, ზღვების და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების (BAჩშA) საერთო საზრუნავია”. ავტორები სსმმ აკადემიის წ/კ, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ნიკოლეიშვილი და სსმმ აკადემიის წ/კ, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ელგუჯა შაფაქიძე.
რეცენზენტი - სსმმ აკადემიის აკადემიკოსი ო. ქეშელაშვილი;
რედაქტორი – სსმმ აკადემიის აკადემიკოსი პ. ნასყიდაშვილი;
ნაშრომი შესრულებულია შავი, კაპის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BAჩშA) წინადადებით, მისი პრეზიდენტის _ პროფესორ პანომირ ცენოვის ინიციატივით და მორალური მხარდაჭერით. ავტორებმა ჩათვალეს, რომ საჭირო გახდა კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ საზოგადოებისათვის სოფლის მეურნეობის უძველესი დარგის _ მეაბრეშუმეობის მნიშვნელობა, მისი როლი და ადგილი ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისა და წინსვლის საქმეში, რისთვისაც გადაწყდა ამ მიზნით სპეციფიკური ნაშრომის შექმნა.
ნაშრომის მიზანს წარმოადგენს მეაბრეშუმეობის თანამედროვე მდგომარეობის ყოველმხრივი ანალიზი, ჩამორჩენის მიზეზების განსაზღვრა, არსებული რეზერვების გამოვლენა, საბაზრო ურთიერთობათა გათვალისწინებით მეურნეობრიობის ახალი ფორმების განვითარების ფონზე დარგის აღმავლობის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების დასახვა, დარგის კონცეფცია, საინვესტიციო პროგრამების (რეგიონალურ ჭრილში) შემუშავება და BAჩშA-ს სისტემაში ინტეგრაციის ურთიერთკავშირის პრობლემების გაშუქება.
იგი განკუთვნილია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფერმერების, პრაქტიკოს მცირე მეწარმეების, მეაბრეშუმეობის დარგის ბაკალავრების, დოქტორანტების, მეცნიერების და ყველა იმ პიროვნებებისათვის, რომლებსაც გული შეტკივათ ქართულ აბრეშუმზე და გარკვეული წვლილი შეაქვთ მისი აღორძინების და განვითარების საქმეში.
|
|
მევენახეობის ტექნოლოგია და სამუშაოთა
მექანიზაცია
ომარ ბედია

ნაშრომი განხილულია და რეკომენდებულია გამოსაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საინJინრო საკოორდინაციო სამეცნიერო დარგობრივი განყოფილების მიერ (ოქმი #8 17. XII 2013 წელი)
განხილულია მევენახეობაში მოვლა-მოყვანისა და მოსავლის აღების ტექნოლოგიები. აღწერილია მანქანე-ბი და მექანიზმები, რომლებიც ასრულებენ საწარმოო პროცესებს. მოცემულია მათი მოწყობილობა, ტექნოლო-გიური მომსახურება, აღწერილია სხვადასხვა სამუშაოე-ბის ტექნოლოგია და ორგანიზაცია, აგრეთვე მცენარეთა შორის ნიადაგდამამუშავებელი მოწყობილობის მუშაობის პრინციპი და თეორიული საკითხები, კერძოდ მოთვალთვალეობის კანონი, სერვომექანიზმის გამოკვ-ლევა ფაზური სიბრტყის მეთოდით და სხვა.
ნაშრომი განკუთვნილია მევენახეობის მექანიზაცია-სთან დაკავშირებული სპეციალისტებისათვის და საინJინრო-ტექნიკური პერსონალისათვის, აგრეთვე მეცნიერებისათვის, რომლებიც მუშაობენ ავტომატურ მოწყობილობებთან და სერვომექანიზმებთან დაკავში-რებულ თეორიულ საკითხებზე.
|