მეცნიერების საერთაშორისო დღე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დააწესა და ყოველწლიურად აღინიშნება.
2016 წლის 10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის წევრებმა – აკადემიკოსებმა და წევრ-კორესპონდენტებმა, აგრარული მიმართულების დოქტორებმა და დოქტორანტებმა, აკადემიის აპარატის თანამშრომელებმა, მოწვეულმა სტუმრებმა.
საზეიმო ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მცენარეთა ინტეგრალური დაცვის მდგომარეობისა და წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის ღონისძიებების შესახებ ესაუბრა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე.
აგრარული მიმართულებების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო მოხსენებებით გამოვიდნენ აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, გ. ჯაფარიძე, თ. ყურაშვილი, ჯ. გუგუშვილი, ზ. ჩანქსელიანი, ჯ. კაციტაძე და ი. ვასაძე. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ნიადაგების დაცვისა და მათი ნაყოფიერების გაზრდის, სატყეო საქმის განვითარებისა და ტყის კოდექსის შექმნის აუცილებლობის, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის დარგების განვითარებისათვის გასატარებელი ღონისძიებების, აგროსაინჟინრო სამსახურის არსებული მდგომარეობისა და მათი საქმიანობის გაუმჯობესების, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ და ა.შ.
აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკად. ე. შაფაქიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიის განცხადება აგრარულ დარგში 2016 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის პრემიის მინიჭების კონკურსის გამოცხადების შესახებ.
აგრარულ დარგში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის პრემიას ანიჭებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს აგრარულ დარგში მოღვაწე მეცნიერების, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათდამი დაქვემდებარებულ ან სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მიერ დამუშავებულ თეორიულ ან პრაქტიკული მნიშვნელობის საუკეთესო ნაშრომებს; წლის საუკეთესო ნაშრომისათვის პრემია მიენიჭებათ აგრარული მეცნიერებების შემდეგ დარგებში: აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგრობიზნესის მენეჯმენტი და აგროინჟინერია;
აღინიშნა, რომ დებულების შესაბამისად განცხადება კონკურსის შესახებ გამოქვეყნდა აკადემიის ვებ გვერდზე (www.gaas.dsl.ge)
და საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 დეკემბერი.

აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, აგრარული მიმართულებების დოქტორები და ახალგაზრდა მეცნიერები დააჯილდოვა სპეციალური სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.

კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრში, გაიმართა პლენარული სხდომა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორმა, აზერბაიჯანის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა იბრაჰიმ ჯაფაროვმა. სიტყვით გამოვიდნენ ასევე აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, ტაილანდის, გერმანიის სამეცნიერო წრეებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს კონფერენციის ირგვლივ და საკუთარი საქმიანობის შესახებ. საქართველოდან აუდიტორიას მიესალმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც მოკლედ ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტების და სამომავლო გეგმების შესახებ. კონფერენციის გახსნას დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული აზერბაიჯანში მამუკა ბალავაძეც. პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ, სექციების მუშაობა დარგების მიხედვით წარიმართა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ბაზაზე. ვეტერინარულ და ზოოსაინჟინრო სექციაში თავიანთი კვლევები წარმოადგინეს ქართველმა მეცნიერებმაც. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელით მასპინძლებსა და კონფერენციის უცხოელ სტუმრებს მიესალმა სოფლის მეურნეობის დოქტორი მ. ბარვენაშვილი. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა თემამ: “საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფა ეკოლოგიურად სუფთა თაფლითა და ფუტკრის პროდუქტებით”, რომელიც წარადგინეს სოფლის მეურნეობის დოქტორებმა მ. ფეიქრიშვილმა და მ. ბარვენაშვილმა. მოცემული საკითხის ირგვლივ ქართველ, აზერბაიჯანელ და მოლდოველ მეცნიერებს შორის გაიმართა საქმიანი დისკუსია. საინტერესო და საკმაოდ აქტუალური თემები წარმოადგინეს ასევე აზერბაიჯანელმა, თურქმა, ტაილანდელმა და მოლდოველმა მეცნიერებმაც.
და მუზეუმი, მეხსეთი განჯევის მუზეუმი, ქალაქის ციხე-გალავნის ალაყაფი, ცენტრალური მოედანი და სხვა. სტუმრებმა დაათვალიერეს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის აუდიტორიები, ბიბილიოთეკა, სპორტდარბაზი, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ანატომიის მუზეუმი, თევზსაშენი აუზები, მწყრის ფერმა, კიტრისა და პომიდვრის საცდელი სათბურები და ა.შ.
4 ოქტომბერს, კონფერენციის დახურვისას, უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა იბრაჰიმ ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ კონფერენციამ ჩაიარა მეტად საქმიან და სამუშაო ვითარებაში და რომ წარმოდგენილი ნაშრომები თავისი აქტუალობით და მნიშვნელობით პირდაპირ პასუხობდა კონფერენციის მოთხოვნებს. მისი აზრით, ასეთი ტიპის კონფერენციები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას და არსებული გლობალური პრობლემების გადაჭრისათვის ახალი, ინოვაციური გზების გამოყენებას. კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებმა დიდი მადლობა გადაუხადეს მას და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მესვეურებს გულთბილი დახვედრისათვის და კონფერენციის საუკეთესო ვითარებაში წარმართვისათვის.




ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პეტრე კაზაკევიჩი. იგი იმყოფება საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობის მესამე მოწვევის ბელარუსია-საქართველოს სამთავრობათაშორისო კომისიის შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებს ბელარუსიის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაში, რომელიც გაიმართება საგამოფენო კომპლექსში "ექსპო-ჯორჯია", თბილისი, 01-04 სექტემბერი, 2016 წელი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სტუმარს ესაუბრენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ე. შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები, აკადემიკოსები რ. მახარობლიძე, ზ. ცქიტიშვილი, ნ. ბაღათურია, აკად. ნ ჩხარტიშვილი, "საფერავი-ტვ"-ს დამფუძნებელი დ. კოსტარიოვი და სხვა.