სსმმ აკადემიის პრეზიდენტის ანგარიში
საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტის ხუთი წლის საქმიანობის
ანგარიში

აკად. გურამ ალექსიძის საანგარიშო მოხსენება აკადემიის საერთო კრებაზე,
28 თებერვალი, 2018 წელი.
2018 წლის 28 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, სადაც განიხილეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის აკადემიკოს გურამ ალექსიძის ანგარიში აკადემიის მიერ 2013_2017 წლებში გაწეული მუშაობისა და აკადემიის პრეზიდენტის საპრეზიდენტო ხუთწლიანი პროგრამის შესრულების მდგომარეობის შესახებ.
მომხსენებელმა, აკად. გურამ ალექსიძემ კრების მონაწილეებს შეახსენა აკადემიის ის სამუშაო პროგრამები, რომელიც მან პრეზიდენტად არჩევის დროს თავის საპროგრამო მოხსენებაში გააშუქა. იგი შეეხო აკადემიის სტრუქტურას, აკადემიური საბჭოს მიერ ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას და განხილულ საკითხებს, აკად. გ. ალექსიძემ მიმოიხილა აკადემიის თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ორგანიზაციებთან, ისაუბრა მათთან გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმებზე, განიხილა აკადემიის მიერ ჩატარებული ღონისძიებები -
საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები და მრგვალი მაგიდები. ისაუბრა აკადემიაში მოქმედ დარგობრივ ეროვნული კოორდინატორების ინსტიტუტის, აკადემიაში ჩამოყალიბებული ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების, აკადემიაში აგრობიომრავალფეროვნების სამეცნიერო ცენტრის ფუნქციონირების შესახებ;
აკად. გ. ალექსიძემ კრებას მოახსენა სტატისტიკური მასალა, რომელიც ეხებოდა განვლილ ხუთ წელიწადში აკადემიის და მისი წევრების საგამომცემლო საქმიანობას - გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებს, მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, პრაქტიკულ რეკომენდაციებს, გამოგონებებსა და პატენტებს.
მოხსენების ირგვლივ აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა ნ. ქარქაშაძემ, ო. ქეშელაშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა,
გ. პაპუნიძემ, რ. ჩაგელიშვილმა, ჯ. გუგუშვილმა, ვ. ცანავამ, ნ. ჭითანავამ, ე. შაფაქიძემ, ნ. ჩხარტიშვილმა, თ. ყურაშვილმა, რ. მახარობლიძემ, ი. ვასაძემ, ჯ. კაციტაძემ და რ. კოპალიანმა, რომლებმაც წარმატებულად და დადებითად შეაფასეს აკად. გ. ალექსიძის პრეზიდენტობის პერიოდში აკადემიის და მისი პრეზიდენტის მიერ გაწეული საქმიანობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
ამავე კრებაზე მოსმენილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2017 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2018 წლის ამოცანების შესახებ. მომხსენებლები - აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნები აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, ჯ. გუგუშვილი, რ. მახარობლიძე, ნ. ბაღათურია, ზ. ცქიტიშვილი, რ. ჩაგელიშვილი და ო. ქეშელაშვილი. აკადემიის საერთო კრებამ მათ მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა დადებითად.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრში დაგეგმილია თუთის აბრეშუმხვევიას საცდელი-საჩვენებელი გამოკვება არა უმეტეს ერთი კოლოფი გრენისა. ამ მიზნით აგროსერვის ცენტრმა აკადემიის რეკომენდაციით შეკვეთა გააფორმა ოზურგეთის მექანიკურ ქარხანასთან, სადაც დამზადდება მეაბრეშუმეობის მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები - თუთის ტოტებიდან ფოთლის გამცლელი და ფოთოლსაჭრელი მანქანები, მარტივი ტიპის გამოსაკვები მოწყობილობა 60 მ
ბარამიძე და მეცნიერ თანამშრომელი ზოია წყარუაშვილი ესტუმრენ სიღნაღის რაიონის სოფ
თავის მოხსენებაში მინისტრი შეეხო იმ ძირითად პროგრამებს, რომელთა განხორციელება დაიწყო 2017 წელს და გაგრძელდება ან დაიწყება ახალი პროგრამები 2018 წელს. ამ პროექტებს მიეკუთვნება:“აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ (ბიუჯეტი 150000 ლარი) და ქვეპროგრამები, რომელიც შეისწავლის ქარსაფარი ზოლებს, ნიადაგის ეროზიულ პროცესებს, აქტიური მოქალაქეების ადგილობრივ განვითარებისა და ფინანსური მდგარადობის საკითხებს; სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის პროგრამები (ბიუჯეტი 7211638 ლარი), რომლებიც მოიცავენ - სასათბურე მეურნეობებს, რძის წარმოების რეალიზაციას, ს.მ. მექანიზაციის ტექნიკური საშალებებით ფერმერთა უზრუნველყოფას, ვენახების გაშენებას, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას, მეჩაიეობის განვითარების ხელშეწყობას და ა.შ.
მრ პირუტყვის ჯიშგანახლება და სხვა. 2018 წელს განსახორციელებელი პროგრამებიდან დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქვეპროგრამამ “ახალი აგრარული ტექნოლოგიებისა და პროექტების დემონსტრირება“, რომელიც აჭარაში მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების პირველ ნაბიჯებს ეხება. აღნიშნული პროგრამის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას და მის განხორციელებაში აკადემიის წევრებიც იღებენ აქტიურ მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აბრეშუმის პარკის საწარმო, სადაც ტექნოლოგიური პროცესები ძირითადად განხორციელდება აკადემიაში დამუშავებული მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით.
აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოხსენება და შეხვედრის მიმდინარეობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ. აღინიშნა, რომ მინისტრი ა. მესხიძე აქტიურად თანამშრომლობს აკადემიასთან. მისი პირადი ძალისხმევით ხორციელდება აჭარაში მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების პროგრამა, მისი ინიციატივით ჩატარდება 2019 წელს აჭარაში, ქ. ბათუმში,
როლანდ
ზაურ
თემურ რევიშვილი-



აკადემიას იუბილე მიულოცეს - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს უფროსმა ნუგზარ ჩიტაიამ, ა. წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. გიგა ღავთაძემ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აკად. რევაზ ასათიანმა, თბილისის 31-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა ნიჟარაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. გიგა ქვარცხავამ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ევრორეგიონული სასაწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ვლადიმერ სუხიშვილმა, აკად. ვაჟა კვალიაშვილმა, აკად. გურამ პაპუნიძემ, დამსახურებულმა მეღვინემ ბონდო კალანდაძემ, რომლებმაც აგრეთვე აკადემიის პრეზიდენტს გადასცეს მისასალმებელი ადრესები.
ამასგარდა


კონფერენციას მიესალმა გორის ვიცე-მერი, ქალბატონი ეკა სუხიშვილი.
8.დოქტორი ნატო კაკაბაძე (სმსკცენტრი) - თემა: “ ბოსტნეული კულტურების გენეტიკური რესურსები, დაცვა-კონსერვაცია”;

კონფერენცია მიესალმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გ. მარგველაშვილი.